კატეგორია: შემთხვევა

ისანში 1,5 წლის ბავშვი მეშვიდე სართულიდან გადმოვარდა და დაიღუპა

ისანში, საცხოვრებელი კორპუსის მეშვიდე სართულიდან 1,5 წლის ბავშვი გადმოვარდა. მცირეწლოვანი ადგილზე გარდაიცვალა. შსს-ს ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116 -ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

რიყეზე ძლიერმა ქარმა კონსტრუქცია ჩამოშალა – დაიღუპა 1 უცხოელი, 2 ადამიანი დაშავდა

თბილისში, რიყეზე უბედური შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ორი კი დაშავდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. უწყების ცნობით, ისინი სიმაღლიდან გადავარდნენ. ამ დროისთვის დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. გარდაცვლილი, სავარაუდოდ, უცხო ქვეყნის მოქალაქეა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ძლიერი ქარის შედეგად კონსტრუქცია ჩამოიშალა. მომხდარის გამო, უცხო ქვეყნის ერთი მოქალაქე დაიღუპა, ორი კი, დაშავდა. მომხდარის მიზეზებსა […]

თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალზე მიკროავტობუსი ლექსუსს დაეჯახა – 10 ადამიანი დაშავდა

თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალზე, კომპანია ,,ინტერტრანსის” კუთვნილი სამგზავრო მიკროავტობუსი ავტოსაგზაო შემთხვევაში მოჰყვა. არსებული ინფორმაციით, მიკროავტობუსი ,,ლექსუსის” მარკის ავტომანქანას შეეჯახა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და შემდეგ ჯებირს დაეჯახა. მიკროავტობუსი რუსთავი-თბილისის რეისს ასრულებდა. როგორც ,,ინტერპრესნიუსს” შსს-ში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად 10-მდე ადამიანი დაშავდა, ისინი ნაკლებად მძიმე დაზიანებებით თბილისის სხვადასხვა კლინიკებში არიან გადაყვანილი. მომხდარზე სისხლის სამმართლის საქმე 276-ე მუხლის მეორე ნაწილითაა […]

ხობისწყალში მეცხრე კლასის მოსწავლე დაიხრჩო

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ხორგაში, მდინარე ხობისწყალში მეცხრე კლასის მოსწავლე დაიხრჩო. ერთ-ერთი ვერსიით, ბიჭს ბანაობისას გული გაუჩერდა. მისი ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული. შემთხვევა დღეს მოხდა. როგორც შს სამინისტროში “ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.

ბათუმთან მოპედი სატვირთოს შეეჯახა – 50 წლის მამაკაცი დაშავდა

ბათუმი-მახინჯაურის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 50 წლამდე მამაკაცი დაშავდა. იგი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცი კონტაქტური იყო და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ერთმანეთს მოპედი და სატვირთო ავტომობილი შეეჯახნენ. ავარიის გამო, სატრანსპორტო მოძრაობა აღნიშნულ მონაკვეთზე რამდენიმე წუთი შეზღუდული იყო. ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 276-ე მუხლით დაიწყო, რა […]

ავჭალაში მანქანა გაჩერებულ სატვირთოს დაეჯახა – 1 ქალი დაიღუპა

ავჭალაში მსუბუქი ავტომობილი მცირე ზომის სატვირთოს შეეჯახა, რომელიც გაჩერებული იყო. უბედურ შემთხვევას ავტომობილის მგზავრი ქალი ემსხვერპლა. მსუბუქ ავტომანქანაში მყოფი ბავშვი კი დაშავდა. სასწრაფო დახმარებამ ის კლინიკაში გადაიყვანა. ავარიისას დაზიანება მიიღო ერთმა კაცმაც. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

გარდაბანში ნეფე-პატარძლის მანქანა ტრაილერს შეეჯახა – 4 ადამიანი დაშავდა

გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ სააკაძესთან ქორწილის ესკორტი ავარიაში მოყვა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ერთმანეთს სამი ავტომობილი და ტრაილერი შეეჯახა. მათივე ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა, რომლებიც კონტაქტურ მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაშავებულებს შორის ნეფე-პატარძალია. თვითმხილველების ინფორმაციით, ტრაილერს თავდაპირველად ის ავტომობილი შეეჯახა, რომელშიც ნეფე-პატარძალი იჯდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, […]

პირველი არხის ჟურნალისტს სამართალდამცველებმა სცემეს და დააკავეს

ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი, ნიკა მუხიგულაშვილი დააკავეს. როგორც „მოამბის“ ოპერატორი ყვება, პოლიცია ერთ-ერთ სადარბაზოსთან აქციის მონაწილეების ნაწილს აკავებდა, რასაც მუხიგულაშვილი იღებდა. „პოლიციამ მოსთხოვა მას, ნუ იღებდა მიმდინარე მოვლენებს. ნიკამ უთხრა, რომ ჟურნალისტი იყო, აჩვენა ჟურნალისტის დამადასტურებელი მოწმობაც, თუმცა პოლიციამ მას სცემა და მოგვიანებით კი დააკავა“,- ამბობს საქართველოს პირველი არხის ოპერატორი, რომელიც ჟურნალისტთან ერთად იმყოფებოდა. […]

ვერის ბაღში ლევან ვასაძის მხარდამჭერებსა და უცხოელ ტურისტებს შორის დაპირისპირება მოხდა

ვერის ბაღში ლევან ვასაძის მხარდამჭერებსა და უცხოელ ტურისტებს შორის დაპირისპირება მოხდა. როგორც ერთ-ერთმა თვითმხილველმა განაცხადა, დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ვასაძის მხარდამჭერებმა განაცხადეს, რომ ერთ-ერთი ფერადკანიანი ტურისტი არაადეკვატურად იქცეოდა. ამ დროისთვის მდგომარეობა განმუხტულია.

მსახიობი გალინა ხვიჩია ბორჯომში ავარიაში დაიღუპა – „ვაჟას შვილიშვილები წაუყვანია სასეირნოდ და მაშინ დაეჯახა მანქანა”

ბორჯომში, რუსთაველის ქუჩაზე, სამ ქვეითად მოსიარულეს, 60 წელს გადაცილებულ ქალს და 2 მცირეწლოვანს, ავტომანქანა დაეჯახა. შემთხვევა დღეს, 19 ივნისს, დილით მოხდა. დაშავებულები ბორჯომის ჯეო–ჰოსპიტალსის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს. მოგვიანებით 60 წელს გადაცილებული ქალი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ორი მცირეწლოვანი კლინიკაში რჩება, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ჯეო–ჰოსპიტალსის დირექტორის, ირაკლი დიასამიძის, თქმით, ქალს თავზე პოლიტრამვები ჰქონდა რამაც, მისი გარდაცვალება […]