კატეგორია: შემთხვევა

კორპუსიდან გადავარდნილი გოგონა ლენკა გვარჯალაძეა, გიორგი გვარჯალაძის და ლულუ კახიანის შვილი

კორპუსიდან გადავარდნილი გოგონა ლენკა გვარჯალაძეა, გიორგი გვარჯალაძის და ლულუ კახიანის შვილი

მეცხრე სართულიდან გადავარდნის შედეგად, თბილისში 15 წლის გოგონა გარდაიცვალა. გარდაცვლილი 15 წლის ლენკა გვარჯალაძეა. გოგონა ცნობილი მუსიკოსი გიორგი გვარჯალაძის და ყოფილი ტელეწამყვანის ლულუ კახიანის ქალიშვილია. ქალიშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ცოტა ხნის წინ, სოციალურ ქსელში მამამ დაწერა: ლენო, მა, მაპატიე რომ ვერ დაგიცავი. ახლა ყველაფერს მივცემდი ერთი ჩახუტებისთვის, მაგრამ უკვე გვიანია… მიყვარხარ. წუხელ ღამე აივნიდან გადაფრინდა ჩემი […]

123-ე სკოლის მე-9 კლასელი გოგონა მე-7 სართულიდან გადავარდა და დაიღუპა

წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მაღაზია „ორი ნაბიჯი“ დააყაჩაღეს

თბილისში, მე-9 კლასელი გოგონა კორპუსის მე-7 სართულის ფანჯრიდან გადავარდა და დაიღუპა. გოგონა 123-ე საჯარო სკოლის მოსწავლე იყო. დეტალების დაზუსტებას „ინტერპრესნიუსი“ ამ წუთებში ცდილობს. გოგონას გარდაცვალების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. როგორც 123-ე საჯარო სკოლის დირექტორი, თამარ ლოსაბერიძე აცხადებს, მომხდარის შესახებ სკოლამ დღეს დილით გაიგო ერთ-ერთი მოსწავლისგან. […]

“კაცი ეგდო ძირს და სისხლის გუბე იდგა” – „ჰუალინგის“ დასახლებასთან მოტოციკლი შუახნის მამაკაცს დაეჯახა

წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მაღაზია „ორი ნაბიჯი“ დააყაჩაღეს

„ჰუალინგის“ დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. როგორც “ინტერპრესნიუსს” ერთ-ერთმა თვითმხილველმა განუცხადა, მოტოციკლი შუახნის მამაკაცს დაეჯახა, რომელიც ქვეითთა გადასასვლელზე გადადიოდა. “მეგობრები მივდიოდით მანქანით და დავინახეთ, კაცი ეგდო ძირს და სისხლის გუბე იდგა. დაახლოებით 5-10 წუთის მომხდარი იქნებოდა ეს ამბავი. სასწრაფო დახმარების ეკიპაჟის მოსვლამდე, მე და ჩემი მეგობარი ადგილზე ვცდილობდით სიტუაციის დასტაბილურებას, რადგან ხალხის დიდი ნაკადი მოძრაობდა […]

ქუთაისში მშენებარე ობიექტიდან მუშა გადმოვარდა

ქუთაისში მშენებარე ობიექტიდან მუშა გადმოვარდა

ქუთაისში, რუსთაველის გამზირზე მშენებარე ობიექტიდან მუშა გადმოვარდა. დაშავებული მძიმე დაზიანებებით საავამდყოფოშია გადაყვანილი. არსებული ინფორმაციით, მდგომარეობა მძიმეა. პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო. იპნ

მაშველებმა მტკვრიდან მამაკაცი ამოიყვანეს

მაშველებმა მტკვრიდან მამაკაცი ამოიყვანეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა მტკვრიდან მამაკაცი ამოიყვანეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს, მამაკაცი თავს კარგად გრძნობს, მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება. „შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ – 112-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ თბილისში, მშვიდობის ხიდის მიმდებარედ, მდინარე მტკვარში ადამიანი იმყოფებოდა და გამოსვლას ვერ ახერხებდა. შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე დაუყოვნებლივ […]

გორთან მიკროავტობუსი მერსედესს დაეჯახა – 4 ადამიანი დაშავდა

წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მაღაზია „ორი ნაბიჯი“ დააყაჩაღეს

ავარია მოხდა ცოტა ხნის წინ გორის მუნიციპალიტეტში. “ნიუპოსტის” ცნობით, სოფელ ზერტში ერთმანეთს “ფორდის” მარკის მიკროავტობუსი და “მერსედესის” მარკის მსუბუქი ავტომობილი შეეჯახნენ. ავარიის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა. დაშავებულებს შორის ერთი მამაკაცი და სამი ქალია. როგორც “ნიუპოსტს” შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 -ე მუხლის მეოთხე ნაწილის მიხედვით მიმდინარეობს. აღნიშნული მუხლი 3-დან 5 წლამდე თავისუფლების […]

ზაჰესში დაკარგული ბავშვი უვნებლად იპოვეს – “დასახლებასთან ტყეა და იქ იყო, პატარა ცელქუნა”

ზაჰესში 3 წლის ბავშვი დაიკარგა

ზაჰესში დაკარგული პატარა ბავშვი უვნებლად იპოვეს. ამის შესახებ შაკო კუჭაშვილმა ფეისბუქში დაწერა: “დაკარგული ბავშვი იპოვეს😍😍😍😍😍😍😍😍😍😍😍😍😍😍😍😍😍😍😍😍😍😍😍😍😍 დასახლებასთან ტყეა და იქ იყო, პატარა ცელქუნა😍😍😍😍😍😍😍😍😍😍ჯანმრთელი და უვნებელია😍😍😍😍😍😍😍”

ზაჰესში 3 წლის ბავშვი დაიკარგა

ზაჰესში 3 წლის ბავშვი დაიკარგა

ზაჰესში 3 წლის ბავშვი დაიკარგა. ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. როგორც უწყებაში აცხადებენ, სამძებრო სამუშაოებში პოლიციაა ჩართული. ჯერჯერობით უცნობია, რა ვითარებაში გაუჩინარდა ბავშვი.

ბათუმში ზღვამ 35 წლამდე ირანელი მამაკაცის ცხედარი გამორიყა

ბათუმში ზღვამ 35 წლამდე ირანელი მამაკაცის ცხედარი გამორიყა

ბათუმის სანაპიროზე ზღვამ, 35 წლამდე ასაკის მამაკაცის ცხედარი გამორიყა. გარდაცვლილი მაშველებმა კოლიზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე ამოიყვანეს. ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გარდაცვლილი ირანელი იყო და მას ორმაგი მოქალაქეობა ჰქონდა. მომხდარზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ჟვანიას მოედანთან გზა ჩაინგრა და 3 მანქანა ჩაიტანა – ვიდეო

ჟვანიას მოედანთან გზა ჩაინგრა და 3 მანქანა ჩაიტანა - ვიდეო

თბილისში, ჟვანიას მოედანთან, მგალობლიშვილის ქუჩაზე, წყლის ცენტრალური მილების დაზიანების გამო საავტომობილო გზის საფარი ჩაინგრადა ადგილზე გაჩერებული სამი ავტომანქანა ჩაიყოლა. შემთხვევა გამთენიისას მოხდა. ამ დრომდე ადგილზე „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ და საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ. მომხდარის გამო მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე ქუჩას წყლის მიწოდება შეუწყდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა დაზიანებულია რამდენიმე […]