კატეგორია: შემთხვევა

ნაძალადევში სასწრაფოს მანქანა საცხოვრებელ სახლს დაეჯახა – 3 ადამიანი დაშავდა

ნაძალადევის რაიონში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა საცხოვრებელ სახლს დაეჯახა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში განუცხადეს, დაშავებულია სამი ადამიანი – მძღოლი და ორი ექიმი. მათივე ინფორმაციით, 2 დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია, ერთის – სტაბილურად მძიმე. „2 ექიმი გადაყვანილია მე-8 საავადმყოფოში, ერთი გადაუდებელ ქირურგიაში -„ევექსში“. ორის მდგომარეობა სტაბილურია, ერთის – სტაბილურად მძიმე. სახლში არავინ იმყოფებოდა, არც სასწრაფო დახმარების […]

ზუგდიდში ავარიის შედეგად მანქანა ამობრუნდა – 2 ადამიანი დაშავდა

ზუგდიდის ცენტრალურ მოედანთან ორი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც ერთ-ერთი ამობრუნდა. ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ისინი რეფერალურ ჰოსპიტალში არიან მოთავსებული. როგორც “ინტერპრესნიუსს” საავადმყოფოში განუცხადეს, დაშავებულებს შესაბამისი კვლევები და მკურნალობა უტარდებათ. შს სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის […]

მესტიაში ხიდიდან ავტომანქანა გადავარდა – მაშველები 2 ახალგაზრდას ეძებენ

მესტიის სოფელ ბეჩოში მაშველები ორ ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ, რომლებიც ხიდიდან ავტომანქანით გადავარდნენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ მესტიის მერმა კაპიტონ ჟორჟოლიანმა განუცხადა, სამძებრო ღონისძიებებში ჩართულია სამაშველო სამსახური და ადგილობრივი მოსახლეობა. მისივე თქმით, შემთხვევა წუხელ მოხდა. მესტიის მერის ინფორმაციით, ადგილზე სამაშველო ვერტმფრენებსაც ელოდებიან.

თბილისის ზღვის ფსკერიდან გონდაკარგული ტურისტი ამოიყვანეს

მაშველებმა თბილისის ზღვაზე ახალგაზრდა მამაკაცი გადაარჩინეს. “შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წყალზე მაშველებმა, თბილისის ზღვიდან უგონო მდგომარეობაში მყოფი ტურისტი, 17 წლის მამაკაცი ამოიყვანეს. მაშველმა კოშკურიდან ახალგაზრდა მამაკაცი შეამჩნია, რომელიც წყლიდან გამოსვლას ვერ ახერხებდა და იხრჩობოდა. მან დახმარება გამოიძახა, თავად კი დაუყონებლივ დასახმარებლად გაცურა. წყალზე მაშველებმა ახალგაზრდა მამაკაცი ზღვის ფსკერზე იპოვნეს. ნაპირზე ამოყვანის შემდეგ […]

ასპინძაში მიცუბიში ამოტრიალდა – 20 წლის მამაკაცი დაიღუპა, მძღოლი თბილისში გადაიყვანეს

6 ივნისს ასპინძაში, სარო–ხიზაბავრის დამაკავშირებელ გზაზე ავარიის შედეგად ერთი ახალგაზრდა დაიღუპა, მძღოლი კი მრავლობითი დაზიანებით ასპინძის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინფორმაცია „სამხრეთის კარიბჭეს“ სოფელ საროს რწმუნებულმა დაუდასტურა. მისი თქმით, შემთხვევა დაახლოებით 19:00 საათზე მოხდა. სარო–ხიზაბავრის დამაკავშირებელ გზაზე მომხდარი ავარიისას 30 წლამდე კაცი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მძღოლს მრავლობითი მოტეხილობა აქვს. იგი საავადმყოფოშია გადაყვანილი. მიცუბიშის მარკის ავტომობილი გზის სავალი […]

ლილოში ჩინელების ბაზარი იწვის

ლილოში ე.წ ჩინელების დასახლებაში ხანძარია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს ცეცხლი ე.წ ჩინელების ბაზარში გაჩნდა. ამ დროისთვის ადგილზე 14 სახანძრო და 2 სამაშველო ბრიგადა მუშაობს. მათივე ინფორმაციით, ხანძრის შედეგად დაშავებული არ არის. ძლიერი ხანძრის გამო მოვაჭრეებს საწყობებიდან საქონელი სპონტანურად გამოაქვთ.

თბილისის ზღვაზე 23 წლის ბიჭი დაიხრჩო

თბილისის ზღვაზე, Gino Paradise – ს მიმდებარედ 23 წლის ბიჭი დაიხრჩო. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ზღვაზე მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა. ამ დროისთვის უცნობია, რა გახდა უბედური შემთხვევის მიზეზი. როგორც „პრაიმტაიმს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.

“ნაწილები გასცვივდა, პირველ შეჯახებაზევე დაიღუპნენ“ – თვითმხილველი მწყემსი ყაზბეგის ავიაკატასტროფას იხსენებს

„ნაწილები გასცვივდა. პირველ შეჯახებაზევე დაიღუპნენ“ – ასე იხსენებს თვითმხილველი „კურიერთან“ ყაზბეგში მომხდარი ავიაკატასტროფის დეტალებს. მწყემსის, რომელიც შემთხვევის ერთადერთი მოწმეა, ამბობს, რომ დაინახა, როგორ დაეცა საფრენი აპარატი, შემდეგ ის ამობრუნდა. მისი განცხადებით, როდესაც ვერტმფრენს მიუახლოვდა, ბორტზე მყოფი სამივე ადამიანი უკვე გარდაცვლილი იყო. თვითმხილველი ჰყვება, რომ ვერტმფრენს ცეცხლი არ გასჩენია, დაიღვარა საწვავი, შენიშნეს კვამლი და ადგილზე სახანძრო სამსახურის წარმომადგენლები […]

”ჩვენი გული მაგან წაიღო, მაგ ბავშვმა” – ყაზბეგში 27 წლის რუსთაველი კოტე საცერაძე დაიღუპა

ყაზბეგში მომხდარი ავიაკატასტროფის დროს დაღუპული ახალგაზრდა მამაკაცი, კოტე საცერაძე გიდად მუშაობდა. 27 წლის მამაკაცი ერთ-ერთია სამ დაღუპულს შორის, რომლებიც ავიაკატასტროფას ემსხვერპლნენ. ის რუსთავში ცხოვრობდა. მეზობლები ჰყვებიან, რომ კოტე საცერაძე უმეტეს დროს ყაზბეგში ატარებდა. ის უცხოელ ტურისტებს ემსახურებოდა. მეზობლები ამბობენ იმასაც, რომ სავარაუდოდ კოტე საცერაძეს ხშირად უწევდა იმ ვერტმფრენით მგზავრობა, რომელმაც დღეს კატასტროფა განიცადა. „დარეკეს, რომ რაღაც მოხდაო. ჩვენ […]

ყაზბეგში ვერტმფრენი ჩამოვარდა – 3 ადამიანი დაიღუპა

ცოტა ხნის წინ ყაზბეგში ვერტმფრენი ჩამოვარდა. ავარიის შედეგად 3 ადამიანია დაღუპული. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ყაზბეგის მერის მოადგილემ თამაზ ალიბეგაშვილმა განუცხადა. მისივე ინფორმაციით, ვერტმფრენი სასტუმრო „რუმსს“ ეკუთვნოდა. დაიღუპნენ ეკიპაჟის წევრები და მათთან ერთად მყოფი სასტუმრო “რუმს ჰოტელ ყაზბეგის” ერთი თანამშრომელი. კერძო ვერტმფრენის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 275-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო. „დაბა სტეფანწმინდაში მდებარე სასტუმროს, “რუმს ჰოტელ ყაზბეგის” კუთვნილი […]