კატეგორია: შემთხვევა

ავლაბარში მანქანამ ქალი გაიტანა და მოკლა

ავლაბარში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. ავტომობილი ქვეითად მოსიარულე შუახნის ქალს დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის და ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს იმის მიერ, ვინც აღნიშნულ სატრანსპორტო საშუალებას მართავს.

”მოვა დრო და ორივეს ისევ ჩაგეხუტებით” – ფანჯრიდან გადმოვარდნამდე ელენე გვარჯალაძემ პოსტი დაწერა

რამ გამოიწვია მეცხრეკლასელი გოგონას დაღუპვა?! ელენე გვარჯალაძე რამდენიმე კვირის წინ ავარიაში ტრაგიკულად დაღუპული მევლუდ მელაძის შვილის, ნიკა ჯორჯაძის ახლო მეგობარი იყო. შესაბამისად, ვრცელდება ვერსია, რომ შესაძლოა საქმე არა უბედურ შემთხვევასთან, არამედ თვითმკვლელობასთან გვქონდეს. ჯორჯაძის გარდაცვალების შემდეგ 14 წლის გოგონა სოციალურ ქსელში არაერთ ემოციურ პოსტს აქვეყნებდა. ბოლო პოსტი მან გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე გამოაქვეყნა, რომელსაც „პრაიმტაიმი“ […]

რუსთავში მერსედესი ჯებირზე ავარდა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავში, მეგობრობის გამზირზე. მერსედესის მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ჯებირს შეეჯახა. “ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით, ავტომობილი მოძრაობისას მწყობრიდან გამოვიდა, რის გამოც გზის მარჯვენა მხარეს გადავიდა. მომხდარის შედეგად, ავტომობილში მჯდომი პირი არ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებული იყო რუსთავის საპატრულო პოლიცია.

კორპუსიდან გადავარდნილი გოგონა ლენკა გვარჯალაძეა, გიორგი გვარჯალაძის და ლულუ კახიანის შვილი

მეცხრე სართულიდან გადავარდნის შედეგად, თბილისში 15 წლის გოგონა გარდაიცვალა. გარდაცვლილი 15 წლის ლენკა გვარჯალაძეა. გოგონა ცნობილი მუსიკოსი გიორგი გვარჯალაძის და ყოფილი ტელეწამყვანის ლულუ კახიანის ქალიშვილია. ქალიშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ცოტა ხნის წინ, სოციალურ ქსელში მამამ დაწერა: ლენო, მა, მაპატიე რომ ვერ დაგიცავი. ახლა ყველაფერს მივცემდი ერთი ჩახუტებისთვის, მაგრამ უკვე გვიანია… მიყვარხარ. წუხელ ღამე აივნიდან გადაფრინდა ჩემი […]

123-ე სკოლის მე-9 კლასელი გოგონა მე-7 სართულიდან გადავარდა და დაიღუპა

თბილისში, მე-9 კლასელი გოგონა კორპუსის მე-7 სართულის ფანჯრიდან გადავარდა და დაიღუპა. გოგონა 123-ე საჯარო სკოლის მოსწავლე იყო. დეტალების დაზუსტებას „ინტერპრესნიუსი“ ამ წუთებში ცდილობს. გოგონას გარდაცვალების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. როგორც 123-ე საჯარო სკოლის დირექტორი, თამარ ლოსაბერიძე აცხადებს, მომხდარის შესახებ სკოლამ დღეს დილით გაიგო ერთ-ერთი მოსწავლისგან. […]

“კაცი ეგდო ძირს და სისხლის გუბე იდგა” – „ჰუალინგის“ დასახლებასთან მოტოციკლი შუახნის მამაკაცს დაეჯახა

„ჰუალინგის“ დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. როგორც “ინტერპრესნიუსს” ერთ-ერთმა თვითმხილველმა განუცხადა, მოტოციკლი შუახნის მამაკაცს დაეჯახა, რომელიც ქვეითთა გადასასვლელზე გადადიოდა. “მეგობრები მივდიოდით მანქანით და დავინახეთ, კაცი ეგდო ძირს და სისხლის გუბე იდგა. დაახლოებით 5-10 წუთის მომხდარი იქნებოდა ეს ამბავი. სასწრაფო დახმარების ეკიპაჟის მოსვლამდე, მე და ჩემი მეგობარი ადგილზე ვცდილობდით სიტუაციის დასტაბილურებას, რადგან ხალხის დიდი ნაკადი მოძრაობდა […]

ქუთაისში მშენებარე ობიექტიდან მუშა გადმოვარდა

ქუთაისში, რუსთაველის გამზირზე მშენებარე ობიექტიდან მუშა გადმოვარდა. დაშავებული მძიმე დაზიანებებით საავამდყოფოშია გადაყვანილი. არსებული ინფორმაციით, მდგომარეობა მძიმეა. პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო. იპნ

მაშველებმა მტკვრიდან მამაკაცი ამოიყვანეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა მტკვრიდან მამაკაცი ამოიყვანეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს, მამაკაცი თავს კარგად გრძნობს, მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება. „შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ – 112-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ თბილისში, მშვიდობის ხიდის მიმდებარედ, მდინარე მტკვარში ადამიანი იმყოფებოდა და გამოსვლას ვერ ახერხებდა. შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე დაუყოვნებლივ […]

გორთან მიკროავტობუსი მერსედესს დაეჯახა – 4 ადამიანი დაშავდა

ავარია მოხდა ცოტა ხნის წინ გორის მუნიციპალიტეტში. “ნიუპოსტის” ცნობით, სოფელ ზერტში ერთმანეთს “ფორდის” მარკის მიკროავტობუსი და “მერსედესის” მარკის მსუბუქი ავტომობილი შეეჯახნენ. ავარიის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა. დაშავებულებს შორის ერთი მამაკაცი და სამი ქალია. როგორც “ნიუპოსტს” შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 -ე მუხლის მეოთხე ნაწილის მიხედვით მიმდინარეობს. აღნიშნული მუხლი 3-დან 5 წლამდე თავისუფლების […]

ზაჰესში დაკარგული ბავშვი უვნებლად იპოვეს – “დასახლებასთან ტყეა და იქ იყო, პატარა ცელქუნა”

ზაჰესში დაკარგული პატარა ბავშვი უვნებლად იპოვეს. ამის შესახებ შაკო კუჭაშვილმა ფეისბუქში დაწერა: “დაკარგული ბავშვი იპოვეს😍😍😍😍😍😍😍😍😍😍😍😍😍😍😍😍😍😍😍😍😍😍😍😍😍 დასახლებასთან ტყეა და იქ იყო, პატარა ცელქუნა😍😍😍😍😍😍😍😍😍😍ჯანმრთელი და უვნებელია😍😍😍😍😍😍😍”