ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავის ავტობაზრობაზე. ერთმანეთს “ბეემვეს”, “მიცუბიშის”, “ტოიოტასა” და “ჰიუნდაის” მარკის ავტომობილები შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა ახალგაზრდა ქალი, რომელიც სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა “რუსთავში” გადაიყვანა. “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.
კატეგორია: შემთხვევა
ესპანეთში ზღვაში 5 წლის რუსთაველი გოგონა დაიხრჩო
უბედური შემთხვევა მოხდა ესპანეთში. ტარაგონაში რუსთავიდან წასული ოჯახის დასვენება ტრაგედიით დასრულდა. “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, მცირეწლოვანი ბავშვები მამასთან ერთად ზღვის ნაპირზე იმყოფებოდნენ. ესპანური მედიის ცნობით იყო ქარი და ტალღები, მოულოდნელად ტალღებმა ბავშვები წყლის სიღრმეში შეიყვანა. ბავშვების მამამ წყლიდან ორი მცირეწლოვანის გამოყვანა მოახერხა, ხოლო მესამე კი დინებამ გაიტაცა. მაშველებმა მალევე დაიწყეს 5 წლის გოგონას ძებნა, რამდენიმე წუთში, […]
თელავში ავარიის შემდეგ მოცურებული მანქანა ქვეით მამაკაცს დაეჯახა და მოკლა
ავტოსაგზაო შემთხვევას თელავში ქვეითი ემსხვერპლა. შემთხვევა აღმაშენებლისა და სულხანიშილის ქუჩების კვეთაზე მოხდა. “ტოიოტას” და “ნისანის” მარკის ავტომობილები ერთმანეთს შეეჯახნენ, რის შემდეგ ერთ-ერთი მოცურდა და გაჩერებაზე მდგარ ახალგაზრდა მამაკაცს დაეჯახა. ქვეითი ადგილზე გარდაიცვალა. დაშავდა მძღოლი ქალი, რომელიც ტოიოტას მართავდა. ის მსუბუქი დაზიანებებით თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. ადგილზე მაშველები, საპატრულო და კრიმინალური პოლიცია მუშაობს. რუსთავი 2
ტყიბულში, ქვანახშირის კარიერში მამაკაცის ცხედარი იპოვეს
ტყიბულში ქვანახშირის კარიერში ჩამოშლილი მიწის ქვეშ მოყოლილი მამაკაცის ცხედარი იპოვეს. სამაშველო სამუშაოები ქვანახშირის ღია მოპოვების კარიერზე მთელი ღამის მანძილზე მიმდინარეობდა. ტყიბულში, ქვანახშირის კარიერში მიწა და ქვანახშირის მასა გუშინ ჩამოიშალა და 55 წლამდე მამაკაცი მოიყოლა. ტყიბულის კარიერზე მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით, „საქნახშირმა“ გუშინ განცხადება გაავრცელა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 2018 წლის 16 ივლისის შემდეგ ტყიბულში ნახშირის მოპოვებითი სამუშაოები […]
გორში მანქანა მე-5 კლასელ გოგონას დაეჯახა
გორში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მეხუთეკლასელი გოგონა დაშავდა. შემთხვევა რკინიგზის სადგურის დასახლების ტერიტორიაზე მოხდა. მსუბუქი ავტომანქანა ქვეითს დაეჯახა. დაშავებული მოზარდი თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოათავსეს, ცოტა ხნის წინ კი, თბილისში, სპეციალიზებულ კლინიკაში გადაიყვანეს. შსს-ს ინფორმაციით, მძღოლის ვინაობა ცნობილია, გამოძიება 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.
ლაგოდეხში 16 წლის სოფია ნიკოლეიშვილის ცხედარი მაშველებმა მდინარიდან 14 საათის ძებნის შემდეგ ამოასვენეს
საბედისწერო ექსკურსია, რომლის დროსაც 16 წლის მოზარდის სიცოცხლე ტრაგიკულად დასრულდა. ჩანჩქერში გადავარდნილი გოგონას მოსაძებნად მყვინთავებს 14 საათი დასჭირდათ, მოზარდის ცხედარი წყლიდან მაშველებმა მხოლოდ დღეს დილით ამოიყვანეს. სოფია ნიკოლეიშვილი სკოლა “ალბიონის” 11-ე კლასის მოსწავლე იყო. 26 მაისს ლაგოდეხში ექსკურსიაზე მთელი კლასი სასკოლო ავტობუსით წავიდა. თანაკლასელებთან, მასწავლებლებთან და რამდენიმე მშობელთან ერთად სკოლის მოსწავლეები ”ნინოს ხევის ჩანჩქერის” მიმდებარე […]
ზესტაფონში დაშავებული რკინიგზელი მ.ბ. საავადმყოფოში გარდაიცვალა
რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის ინფორმაციით, ზესტაფონში, დღეს მომხდარი საწარმოო შემთხვევის შედეგად დაშავებული რკინიგზელი მ.ბ. საავადმყოფოში გარდაიცვალა. ზესტაფონში რკინიგზის დასავლეთის სალიანდაგო სამმართველოს ადმინისტრაციული შენობის საწყობში 2 მუშა დღეს დაშავდა, ხიდებისა და გვირაბების ბრიგადირს (მ.ნ.) და მჭედელს (მ.ბ) სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს რელსები დაეცათ, გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა დასაწყობებული მასალების ჩამოშლას მოჰყვა. ორივე დაშავებული პირი საავადმყოფოში გადაიყვნეს. ერთ-ერთის მდგომარეობა […]
ტყიბულის კარიერში მიწა ჩამოიშალა და 55 წლის მამაკაცი მოიყოლა
უბედური შემთხვევა ტყიბულში – ქვა-ნახშირის კარიერში მიწა ჩამოიშალა, რომლის ქვეშაც 55 წლამდე მამაკაცი მოჰყვა. ინფორმაცია “რუსთავი 2”-ს საგანგებო სიტუაციების სამსახურმა დაუდასტურა. “შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ „112“-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ ტყიბულში, ქვა-ნახშირის კარიერში ერთ-ერთი მუშის შესვლის დროს მიწისა და ქვა-ნახშირის მასა ჩამოიშალა, რომელმაც 55 წლამდე მამაკაცი ქვეშ მოიყოლა. შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე უმოკლეს დროში მოხდა […]
გურამიშვილზე, კინო საქართველოსთან, სატვირთო მანქანა ”სუფთა სახლში” შევარდა
ავტოსაგზაო შემთხვევა გურამიშვილის ქუჩაზე – კინო საქართველოსთან მსუბუქი და სატვირთო ავტომობილის შეჯახების შედეგად, სატვირთო ავტომობილი მაღაზია „სუფთა სახლის“ ვიტრინას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად, მაღაზიაში არავინ დაშავებულა, თუმცა მსუბუქი დაზიანება მიიღეს ტროტუარზე მყოფმა სამმა ადამიანმა. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა, საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში „რუსთავი 2“-ს განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის […]










