უბედური შემთხვევა ტყიბულში – ქვა-ნახშირის კარიერში მიწა ჩამოიშალა, რომლის ქვეშაც 55 წლამდე მამაკაცი მოჰყვა. ინფორმაცია “რუსთავი 2”-ს საგანგებო სიტუაციების სამსახურმა დაუდასტურა. “შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ „112“-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ ტყიბულში, ქვა-ნახშირის კარიერში ერთ-ერთი მუშის შესვლის დროს მიწისა და ქვა-ნახშირის მასა ჩამოიშალა, რომელმაც 55 წლამდე მამაკაცი ქვეშ მოიყოლა. შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე უმოკლეს დროში მოხდა […]
კატეგორია: შემთხვევა
გურამიშვილზე, კინო საქართველოსთან, სატვირთო მანქანა ”სუფთა სახლში” შევარდა
ავტოსაგზაო შემთხვევა გურამიშვილის ქუჩაზე – კინო საქართველოსთან მსუბუქი და სატვირთო ავტომობილის შეჯახების შედეგად, სატვირთო ავტომობილი მაღაზია „სუფთა სახლის“ ვიტრინას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად, მაღაზიაში არავინ დაშავებულა, თუმცა მსუბუქი დაზიანება მიიღეს ტროტუარზე მყოფმა სამმა ადამიანმა. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა, საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში „რუსთავი 2“-ს განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის […]
მტკვარში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს
უფლისციხეში 7 წლის ბიჭი სიმაღლიდან გადავარდა – ბავშვი კლინიკიდან უკვე გაწერეს
უფლისციხეში ექსკურსიის დროს პირველკლასელი დაშავდა. 7 წლის ბიჭი ძეგლ-ნაკრძალის ტერიტორიაზე სიმაღლიდან გადმოვარდა. დაცემისას მოზარდმა სხეულის დაზიანებები მიიღო. დაშავებული კლინიკა „გორმედში“ გადაიყვანეს. „კლინიკაში შემოყვანისას ბავშვს აღენიშნებოდა წვივის ძვლის მოტეხილობა და სახის არეში ესკორაციები. ჩაუტარდა შესაბამისი კვლევები, წვივის მოტეხილობის გამო, კიდურზე თაბაშირის ნახვევი დაედო და დაუმუშავდა სახის არეში არსებული ესკორაციები. პაციენტი გაეწერა კლინიკიდან და გააგრძელებს ამბულატორიულ მკურნალობას“, – […]
ლაგოდეხის ნაკრძალში 16 წლის გოგონას ცხედარი იპოვეს
ლაგოდეხის ნაკრძალში რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ მაშველებმა 16 წლის გოგონას ცხედარი იპოვეს. როგორც „რეგინფოს“ ნაკრძალის დირექტორმა გიორგი სულამანიძემ უთხრა, ბავშვის ცხედარი იმ კლდის ქვეშ იყო შეტანილი, სადაც ჩანჩქერიდან გადმოსული წყალი გადის. ამის შესახებ ჟურნალისტმა გელა მთივლიშვილმა ფეისბუქში დაწერა.
“გოგონა თბილისის სკოლიდანაა, მდინარეში იდგა, როცა დინებამ გაიტაცა” – ლაგოდეხში დაკარგულ გოგონას ისევ ეძებენ
ლაგოდეხში, ნინოსხევის მიმდებარე ტერიტორიაზე 16 წლის გოგონას რამდენიმე საათია მაშველები უშედეგოდ ეძებენ. როგორც “ინტერპრესნიუსს” ლაგოდეხის მერმა განუცხადა, მეტეოროლოგიური პირობების გამო სამძებრო სამუშაოები გართულდა, თუმცა სამაშველო ჯგუფები ძებნას მაინც აგრძელებენ. ჯონდო მდივნიშვილის თქმით, მოზარდი მდინარეში იმყოფებოდა, როდესაც სწრაფმა დინებამ გაიტაცა. “ადგილზე ვიყავი და საკმაოდ რთული მეტეოროლოგიურო პირობებია, რაც სამძებრო სამუშაოებს აფერხებს, თუმცა სამაშველო ჯგუფები აქტიურად, შეძლებისდაგვარად […]
ჯარისკაცებმა ალექსანდრე ჯანიაშვილმა, დავით კვიწინაძემ და გიორგი მუსელიანმა 2 ბავშვი სიკვდილს გადაარჩინეს – რა მოხდა რუსთავში – ვიდეო
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე სამმა სამხედრო მომსახურემ, ხანძრის დროს, 2 მცირეწლოვანი ბავშვი გადაარჩინა. “ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით, ჯარისკაცები რუსთავში გასამართ ღონისძიებაზე მიდიოდნენ, როდესაც გზიდან შეამჩნიეს, რომ ფანჯრიდან კვამლი გამოდიოდა, ადგილზე მისულებს კი ბინაში ძლიერი ხანძარი დახვდათ. იყო ინფორმაცია, რომ სახლში 2 მცირეწლოვანი იმყოფებოდა, მეზობლების თქმით ბავშვების მამა გარეთ იყო და სახლში ვერ შედიოდა. ხანძართან ერთად იყო ძლიერი […]
ქუთაისთან 2 სამგზავრო მიკროავტობუსი ერთმანეთს შეეჯახა
ლაგოდეხში 16 წლის გოგონა მდინარეში ჩავარდა და დინებამ გაიტაცა
ლაგოდეხში ნინოსხევის ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე 16 წლის გოგონა მდინარეში ჩავარდა და დინებამ გაიტაცა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ – „112“-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ ლაგოდეხში, ნინოსხევის ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე, სკოლის მოსწავლეები ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ, რა დროსაც ერთ-ერთი მათგანი მდინარეში ჩავარდა და სწრაფმა დინებამ წაიღო. საგანგებო სიტუაციების მართვის […]










