კატეგორია: შემთხვევა

ქუთაისში 2 დას მანქანა დაეჯახა

ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დები დაშავდნენ. გოგონებს მანქანა მაშინ დაეჯახა, როცა ისინი გზაზე გადადიოდნენ. ავარია ირაკლი აბაშიძის გამზირზე, იუსტიციის სახლის წინ მოხდა. ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან. ნიუპოსტი

ორთაჭალაში ავარიაში მორაგბე გიორგი რეხვიაშვილი დაიღუპა

გუ­შინ სა­ღა­მოს, ორ­თა­ჭა­ლა­ში ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას ორი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა. ამის შე­სა­ხებ Ambebi.ge-ს სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გა­ნუ­ცხა­დეს. მათი ცნო­ბით, ერთი ადა­მი­ა­ნი ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა, მე­ო­რე კი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში. და­შა­ვე­ბუ­ლია ორი ადა­მი­ა­ნი. შსს-ში აცხა­დე­ბენ, რომ გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 276-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის ან ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვას გუ­ლის­ხმობს. Ambebi.ge-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, გარ­დაც­ვლი­ლი ქარ­თვე­ლი მო­რაგ­ბე გი­ორ­გი რეხ­ვი­აშ­ვი­ლია. […]

აღაიანთან ერთმანეთს 5 მანქანა შეეჯახა – რამდენიმე ადამიანი დაშავდა

ლესელიძე-სენაკი-თბილისის ავტომაგისტრალის აღაიანის მონაკვეთზე ერთმანეთს 5 მანქანა შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულები კასპის საავადმყოფოში გადაიყვანეს. შემთხვევა დღეს დაახლოებით 20 სთ-ზე მოხდა. სააღდგომო დღესასწაულების გამო მთავარ მაგისტრალზე მოძრაობა გადატვირთულია. შს სამინისტროს ცნობით, გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს. ქართლი

3 ავარია გორში – 1 ადამიანი დაიღუპა, 9 დაშავდა, 21 წლის გოგონა კრიტიკულ მდგომარეობაშია

გორის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფელში დღეს მომხდარი 3 ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი გარდაიცვალა, 9 კი დაშავდა. კერძოდ, მსხვერპლით დასრულდა ავარია სოფელ შინდისთან. გარდაცვლილია 45 წლამდე ასაკის მამაკაცი, ავტომობილში მყოფი მგზავრი კი, სხვადასხვა ხარისხის დაზიანებებით გორში, კლინიკა “გორმედში” გადაიყვანეს. რამდენიმე ადამიანი დაშავდა სოფელ ტყვიავთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგადაც. სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა 3 მათგანი “გორმედში”, 3 კი […]

ჭიათურაში სატვირთო დაგორდა და ბავშვი მოკლა – 83 წლის მძღოლი ნერვიულობისგან გარდაიცვალა

ჭიათურაში სატვირთო ავტომობილი დაგორდა და ორ მცირეწლოვან ბავშვს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად ერთი ბავშვი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი მძიმე მდგომარეობაში ამ დრომდე საავადმყოფოშია მოათავსებული. რაც შეეხება ავტომობილის მძღოლს, ის მომხდარიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა. 83 წლის მამაკაცი, რომლის ავტომობილიც დაგორდა, სავარაუდოდ, ნერვიულობის შედეგად ცუდად გახდა, ექიმებმა კი მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს. როგორც ”ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, […]

ავარია ორთაჭალაში – 2 ადამიანი დაიღუპა

გუშინ საღამოს, ორთაჭალაში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. მათი ცნობით, ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი საავადმყოფოში. დაშავებულია ორი ადამიანი. დაშავებულები 30 წლამდე ასაკის ახალგაზრდები არიან. „ნიუპოსტის“ ინფორმაციით, ავტომანქანა ბორდიურს შეეჯახა და ამოტრიალდა. შსს-ში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოების […]

ახმეტაში მანქანა ამოტრიალდა – 1 ადამიანი დაიღუპა

ახმეტის მუნიციპალიტეტში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.შემთხვევა ცოტა ხნის წინ, ილტოს ხეობაში მოხდა. მსუბუქი მანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და რამდენჯერმე ამოტრიალდა. შედეგად ადგილზე გარდაიცვალა ერთი მგზავრი, სამი კი დაშავდა. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ახმეტის საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების თქმით, დაშავებულებს სხეულის მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებათ და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება […]

სეტყვამ შილდაში ვენახები გაანადგურა

სტიქიამ კახეთის რეგიონი მნიშვნელოვნად დააზარალა. ნახევარსაათიანმა სეტყვამ ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში ვენახები გაანადგურა. ადგილობრივების თქმით, სეტყვას თან ძლიერი ქარი ერთვოდა. ქარმა ხეები მოგლიჯა, რის გამოც გარკვეული პერიოდის განმავლობაში გზის სავალი ნაწილი ჩახერგილი და საავტომობილო მოძრაობა შეფერხებული იყო. იპნ

ავარია ზესტაფონში – დაიღუპა 10 წლის ბავშვი

ზესტაფონში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 10 წლის ბავშვი დაიღუპა. ავარიის დროს სამი ადამიანი დაშავდა. დაშავებულები საავადმყოფოშიგადაიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. იპნ

ფოთში მანქანა ამობრუნდა, ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა

ფოთში, მალთაყვის სანაპიროზე, მიცუბიშის მარკის ავტომობილი ამობრუნდა, ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა. მანქანაში 3 ადამიანი იმყოფებოდა, თუმცა, მათ გადმოსვლა მალევე მოახერხეს და არც ერთი მათაგანი არ ადშავებულა. შემთხვევის ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების პრიგადა და პოლიცია იმყოფებდა. ექიმების ინფორმაციით, მანქანაში მყოფ პირებს დაზიანებები არ მიუღიათ და პირველადი დახმარება არ დასჭირვებიათ. ცეცხლის ჩასაქრობად ერთი სახანძრო ეკიპაჟი მუშაობდა. რუსთავი 2