ახმეტაში მანქანა ამოტრიალდა – 1 ადამიანი დაიღუპა

ახმეტაში მანქანა ამოტრიალდა - 1 ადამიანი დაიღუპაახმეტის მუნიციპალიტეტში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.შემთხვევა ცოტა ხნის წინ, ილტოს ხეობაში მოხდა.

მსუბუქი მანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და რამდენჯერმე ამოტრიალდა. შედეგად ადგილზე გარდაიცვალა ერთი მგზავრი, სამი კი დაშავდა.

დაშავებულები სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ახმეტის საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების თქმით, დაშავებულებს სხეულის მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებათ და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე- 6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

იპნ