გორთან მომხდარი ავარიის შედეგად, 3 ადამიანი დაშავდა. დაშავებულთა შორის ორი მცირეწლოვანი ბავშვია. მამა და 4 და 5 წლის და-ძმა სასწრაფო დახმარების ჯგუფმა გორმედის ცენტრალურ კლინიკაში გადაიყვანა. ორივე ბავშვს თავის ტრავმა აღენიშნება. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიებას საპატრულო პოლიცია აწარმოებს.
კატეგორია: შემთხვევა
”მამა შემოვარდა, რა მოუვიდა ბავშვსო და კრიჭა უკვე შეკრული ჰქონდა” – რატომ გარდაიცვალა 2 წლის ბავშვი ქარელში
ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს, რა გახდა ქარელში 2 წლის ბავშვის გარდაცვალების მიზეზი – მცირეწლოვანი ექსპერტიზის ბიუროდან სახლში უკვე გადაასვეეს. გარდაცვლილი ბავშვის ოჯახის ახლობელი ამბობს, რომ წინა დღეს მცირეწლოვანს სიცხე ჰქონდა, წამალი დაალევინეს. მისივე თქმით, სიცხის დაწევის შემდეგ ბავშვს ჩაეძინა, დილით კი უკვე გარდაცვლილი დახვდათ. „სიცხე მისცა წუხელ, ციტრამონი დავალევინეთ ნახევარი და დაუწია იმ წუთში. მერე დავაძინეთ, […]
ქარელში 2 წლის ბავშვი გარდაცვლილი იპოვეს
2 წლამდე ბავშვი, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს ქარელის რაიონში. „ნიუპოსტის“ კორესპონდნეტის ცნობით, ფაქტი სოფელ ბრეთში, დღეს მოხდა. ადგილზე პოლიცია მუშაობს. როგორც „ნიუპოსტს“ შსს რესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 116 მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისმოვს. აღნიშნული მუხლი თავისუფლების აღკვეთას 2 დან 4 წლამდე ვადით ითვალისწინებს.
ახალციხეში მერსედესი ხეს შეეჯახა – 1 ადამიანი დაიღუპა
ახალციხეში 28 მარტს, დაახლოებით 20:00 საათზე, საბარგო სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ავარია მოხდა. “მერსედესის” მარკის მსუბუქი ავტომანქანა ხეს შეეჯახა, მანქანაში სულ 3 პირი იჯდა. მათგან ორს ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში გამოკვლევები ჩაუტარდა. “მათი მდგომარეობა სტაბილურია, ორივე მათგანი ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფება“, – აცხადებენ საავადმყოფოში. სამი მგზავრიდან, ერთი, 1980 წელს დაბადებული კაცი, ადგილზე გარდაიცვალა. შსს–მ საქმეზე ძიება 276–ე მუხლის […]
ავარია გურიაში _ სამაშველოს თანამშრომელი რომეო ჩხაიძე დაიღუპა
ოზურგეთი-შემოქმედის დამაკავშირებელ გზაზე, მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და რკინის კონტრუქციას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად, ადგილზე დაიღუპა ოზურგეთის სამაშველო სამსახურის თანამშრომელი რომეო ჩხაიძე. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამაშველოს სამსახურის თანამშრომელი სამსახურეობრივი მოვალეობის დროს არ დაღუპულა. გამოძიება კი, სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც […]
თბილისში ხანძარს ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა
87 წლის თალიკო პატარაია ტალახში ჩავარდა და გარდაიცვალა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტ სოფელ რუხში 22 მარტიდან დაკარგულ 87 წლის თალიკო პატარაიას ცხედარს საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის თანამშრომლებმა რამდენიმე წუთის წინ რუხის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე მიაკვლიეს. “22 მარტიდან, როგორც კი მივიღეთ შეტყობინება ქალბატონს ვეძებდით, ჩართული იყო ყველა შესაბამისი სამსახური და ისინი საგანგებო რეჟიმში მუშაობდნენ”, – განაცხადეს საგანგებო სიტუაციათა სამსახურში “პრაიმტაიმთან”. სავარაუდოდ, მოხუცს ტალახში ფეხი ჩარჩა და […]
ჩოხატაურში პატრულის თანამშრომელი დაიღუპა
ცოტა ხნის წინ, ჩოხატაურის სოფელ გორაბეროჟოულთან მომხდარ ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. სატვირთო მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, რომელიც მეორე, საპირისპირო მხარეს მოძრავ სატვირთოს დაეჯახა, რის შემდეგაც დაეჯახა მსუბუქ მანქანას, რომელსაც პატრულ-ინსპექტორი მართავდა. მსუბუქი ავტომობილის მძღოლი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. პრაიმტაიმის ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობისას […]
32 წლის ქალი საირმის სასტუმროს მე-3 სართულიდან გადავარდა და დაიღუპა
ბაღდათის მუნიციპალიტეტში, კურორტ საირმეში, 32 წლის ქალი სასტუმროს შენობის მესამე სართულის ფანჯრიდან გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. ერთ-ერთი ვერსიით, ახალგაზრდა სასტუმროში მუშაობდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ნიუპოსტი
ვაჟაზე მანქანა სამშენებლო ამწეს დაეჯახა – 2 ადამიანი დაიღუპა
ვაჟა-ფშაველას გამზირზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. შემთხვევა 22 მარტს ღამით მოხდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, Nissan Tiida-ს მარკის ავტომობილი სამშენებლო ამწეს დაეჯახა. შეჯახების შედეგად, ქვეითი და Nissan Tiida-ს მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის […]










