კატეგორია: შემთხვევა

“კომპანიას დაქირავებული ჰყავდა ქვეკონტრაქტორი,” – ჭავჭავაძეზე მომუშავე კომპანია „ტრანსმშენი“ განცხადებას ავრცელებს

კომპანია „ტრანსმშენი,“ რომელიც ჭავჭავაძის გამზირზე სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებდა, ადგილზე დატრიალებულ ტრაგედიას ეხმაურება. „ტრანსმშენის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამ მონაკვეთზე სპეციფიკური სამუშაოების გამო ქვეკონტრაქტორი კომპანია დაიქირავეს. მათივე ინფორმაციით, ხელშეკრულების მიხედვით, უსაფრთხოების ნორმები სწორედ აღნიშნულ კომპანიას უნდა უზრუნველეყო. „ტრანსმშენის“ ინფორმაციით, გარდაცვლილი თანამშრომლები დაქირავებულ კომპანიაში მუშაობდნენ. „კომპანია “ტრანსმშენი” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ჭავჭავაძის 5-ში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით და განმარტავს […]

მაშველებმა მეორე მუშაც გარდაცვლილი იპოვეს

მეხანძრე-მაშველებმა ჭავჭავაძის გამზირზე მიწის მასიდან მეორე მუშის, 1979 წელს დაბადებული მამაკაცის ცხედარიც ამოიყვანეს. სამშენებლო-გამაგრებითი სამუშაოების მიმდინარეობისას ჩამოშლილმა მიწის მასამ ორი ადამიანი მოიყოლა. 1993 წელს დაბადებული მამაკაცის ცხედარი მეხანძრე-მაშველებმა შემთხვევიდან რამდენიმე წუთში იპოვეს. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, სამძებრო-სამაშველო ღონისძიება, რომელიც 8 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, დასრულებულია. ადგილზე მუშაობდა 35 მეხანძრე-მაშველი. მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის […]

ტყიბულთან მანქანა ხეს შეეჯახა – 1 ადამიანი დაიღუპა, 2 დაშავდა

ტყიბულში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 55 წლამდე მამაკაცი დაიღუპა, ორი ადამიანი კი მძიმედ დაშავდა. ტყიბული-ქუთაისის ავტომაგისტრალზე ავტომანქანა ხეს შეეჯახა. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ტყიბულის საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც მათ პირველადი დახმარება აღმოუჩინეს, რის შემდეგაც დაშავებულები რეანიმობილით ქუთაისში ინტერვენციული დახმარების ცენტრში გადაიყვანეს. გარდაცვლილი მამაკაცი ქუთაისის პროზექტურაში ექსპერტიზის ჩასატარებლად გადაასვენეს. როგორც შსს-ში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლის მე […]

ჭავჭავაძეზე მიწის ქვეშ მოყოლილ მამაკაცს გეორადარის მეშვეობით ეძებენ

ჭავჭავაძის გამზირზე, მიწის მასის ქვეშ მოყოლილი 40 წლის მამაკაცის სამძებრო სამუშაოებს მხოლოდ ცოცხალი ძალა ასრულებს და მაშველები ტექნიკას არ იყენებენ. ამასთან, ილიაუნის დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებათა ინსტიტუტის გეომორფოლოგის თქმით, სპეციალური ხელსაწყოთი მოხდება დადგენა, თუ სად შეიძლება მიწისქვეშ იმყოფებოდეს ადამიანი. „მიმდინარეობს ძებნა, ხელით ეძებენ მაშველები, რადგან თუ ცოცხალია, ასე ჯობს. ჩვენ დავეხმარებით გეორადარით, რათა ზუსტად მოხდეს იმ […]

ჭავჭავაძეზე ჩამოშლილი მიწის მასიდან 1 ადამიანი გარდაცვლილი ამოიყვანეს

მაშველებმა ჭავჭავაძის გამზირზე ჩამოშლილი მიწის მასიდან ერთი ადამიანი გარდაცვლილი ამოიყვანეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს. ჭავჭავაძის გამზირზე, #5-ში, მიმდინარე სამუშაობის დროს მიწის ჩამოშლის შედეგად, მიწის მასის ქვეშ ორი ადამიანი მოჰყვა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სმედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. შსს- გამოძიება 240 მუხლით დაიწყო.

ჭავჭავაძის #5-ში მიწაში მოყოლილ მუშებს ამ დრომდე ეძებენ

ჭავჭავაძის გამზირზე, #5-ში, მიმდინარე სამუშაობის დროს მიწის ჩამოშლის შედეგად, მიწის მასის ქვეშ მოყოლი ორ ადამიანს მაშველები ამ დრომდე ეძებენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში არ ადასტურებენ ინფორმაციას გარდაცვლილის თაობაზე. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციათა სამსახურში განუცხადეს, ამ წუთებში მეხანძრე-მაშველები მიწის მასის ქვეშ მოყოლილი ადამიანების სამძებრო სამუშაოებს აწარმოებენ და მათ გადარჩენას ცდილობენ. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან სასწრაფო სმედიცინო […]

ჭავჭავაძეზე მშენებლობაზე მიწა ჩამოიშალა – 2 მუშის გადარჩენას ცდილობენ – ვიდეო

ჭავჭავაძეზე მაშველები 2 მუშის გადარჩენას ცდილობენ, რომლებიც მიწის მასაში არიან მოყოლილი. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში “რუსთავი 2-ს” განუცხადეს, ადგილზე მაშველები იმყოფებიან. ისინი ჩამოშლილი მიწის მასაში მოყოლილი ორი ადამიანის სამძებრო-სამაშველო სამუშაოებს ასრულებენ. ადგილზე სასწრაფო დახმარების ჯგუფიც იმყოფება. https://www.facebook.com/PrimeTimeMagazine/videos/583439588801651/ პრაიმტაიმი

ბაკურიანში სასტუმრო ”რეზიდენსში” ხანძარი ლოკალიზებულია

ბაკურიანში სასტუმრო „ბაკურიანი რეზიდენსში“ გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტიაციების მართვის სამსახური ავრცელებს. “ბაკურიანი – სასტუმრო “ბაკურიანი რეზიდენსში” გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. ცეცხლი შენობის სასხვენო გადახურვას გაუჩნდა. დამწვარია 150 მ² ფართობი. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მუშაობს 8 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. შეტყობინება ხანძრის შესახებ 11:40 საათზე შემოვიდა. პირველი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი ადგილზე 11:45 საათზე გამოცხადდა. მეხანძრე-მაშველების […]

ძლიერმა ქარმა ქუთაისში ხეები მოგლიჯა

ქუთაისში ასათიანის ქუჩაზე ძლიერმა ქარმა ხეები მოგლიჯა. წაქცეულია რამდენიმე ხე. მოგლეჯილი ხეები მოსახლეობას საფრთხეს უქმნიდა. ქუთაისის მერიის ააიპ სპეციალური სერვისების წარმომადგენლებმა ხეების გატანა დაიწყეს. ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები იმყოფებიან. ასათიანის ქუჩის გარდა, ქალაქის სხვადასხვა მისამართზე მსგავსი საფრთხეების აღმოფხვრის სამუშაოები მიმდინარეობს.

ბაკურიანში სასტუმრო „რეზიდენსი“ იწვის

ბაკურიანში სასტუმრო „რეზიდენსი“ იწვის. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი სასტუმროს სახურავს გაუჩნდა. წინასწარი ინფორმაციით, 100 კვადრატული მეტრია დამწვარი. როგორც უწყებაში აცხადებენ, ჯერჯერობით ცეცხლი ლოკალიზებული არ არის. ადგილზე 6 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობს. მათივე ცნობით, არავინ დაშავებულა.