კატეგორია: შემთხვევა

ჭიათურაში დაღუპული მუშა ირაკლი შამათავაა

ჭიათურაში საბაგირო გზის ობიექტზე მუშის გარდაცვალების შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი. გარდაცვლილი 27 წლის ირაკლი შამათავაა. როგორც მერის მოვალეობის შემსრულებელი გივი მოდებაძე აცხადებს, შამათავა დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა. “ჭიათურაში, თხელიძის ქუჩაზე მშენებარე საბაგირო გზის ობიექტზე 27 წლის ირაკლი შამათავა გარდაიცვალა, მან სამუშაოს შესრულებისას მიიღო ელექტროტრავმა და უგონო მდგომარეობაში მყოფი გადაყვანილი იქნა ჭიათურის “ჯეო ჰოსპიტალში”, სადაც […]

რუსთავში ახალ ხიდზე ლექსუსი ტოიოტას დაეჯახა – 1 მამაკაცი დაშავდა – ვიდეო

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავში ე.წ. ახალ ხიდზე. ერთმანეთს “ლექსუსისა” და “ტოიოტას” მარკის ავტომობილები შეეჯახნენ. შედეგად 1 მამაკაცი დაშავდა, რომელიც სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა. მამაკაცის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. ადგილზე მობილიზებული იყვნენ საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები. შსს-ში განაცხადეს, რომ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის 1 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან […]

ჭიათურაში საბაგიროს მშენებლობისას მამაკაცი დაიღუპა

უბედური შემთხვევა ჭიათურაში – საბაგიროს მშენებლობისას მამაკაცი დაიღუპა. რა გახდა მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია. არსებული დაუზუსტებელი ინფორმაციით, მამაკაცს დენმა დაარტყა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო. აღნიშნული მუხლი სამთო სამშენებლო და სხვა სამუშაოების დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

ავარია გორთან – დაშავდნენ მამა და 2 შვილი

გორთან მომხდარი ავარიის შედეგად,  3 ადამიანი დაშავდა. დაშავებულთა შორის ორი მცირეწლოვანი ბავშვია. მამა და 4 და 5 წლის და-ძმა სასწრაფო დახმარების ჯგუფმა გორმედის ცენტრალურ კლინიკაში გადაიყვანა. ორივე ბავშვს თავის ტრავმა აღენიშნება. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიებას საპატრულო პოლიცია აწარმოებს.

”მამა შემოვარდა, რა მოუვიდა ბავშვსო და კრიჭა უკვე შეკრული ჰქონდა” – რატომ გარდაიცვალა 2 წლის ბავშვი ქარელში

ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს, რა გახდა ქარელში 2 წლის ბავშვის გარდაცვალების მიზეზი – მცირეწლოვანი ექსპერტიზის ბიუროდან სახლში უკვე გადაასვეეს. გარდაცვლილი ბავშვის ოჯახის ახლობელი ამბობს, რომ წინა დღეს მცირეწლოვანს სიცხე ჰქონდა, წამალი დაალევინეს. მისივე თქმით, სიცხის დაწევის შემდეგ ბავშვს ჩაეძინა, დილით კი უკვე გარდაცვლილი დახვდათ. „სიცხე მისცა წუხელ, ციტრამონი დავალევინეთ ნახევარი და დაუწია იმ წუთში. მერე დავაძინეთ, […]

ქარელში 2 წლის ბავშვი გარდაცვლილი იპოვეს

2 წლამდე ბავშვი, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს ქარელის რაიონში. „ნიუპოსტის“ კორესპონდნეტის ცნობით, ფაქტი სოფელ ბრეთში, დღეს მოხდა. ადგილზე პოლიცია მუშაობს. როგორც „ნიუპოსტს“ შსს რესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 116 მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისმოვს. აღნიშნული მუხლი თავისუფლების აღკვეთას 2 დან 4 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

ახალციხეში მერსედესი ხეს შეეჯახა – 1 ადამიანი დაიღუპა

ახალციხეში 28 მარტს, დაახლოებით 20:00 საათზე, საბარგო სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ავარია მოხდა. “მერსედესის” მარკის მსუბუქი ავტომანქანა ხეს შეეჯახა, მანქანაში სულ 3 პირი იჯდა. მათგან ორს  ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში გამოკვლევები ჩაუტარდა. “მათი მდგომარეობა სტაბილურია, ორივე მათგანი ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფება“, – აცხადებენ საავადმყოფოში. სამი მგზავრიდან, ერთი, 1980 წელს დაბადებული კაცი, ადგილზე გარდაიცვალა. შსს–მ საქმეზე ძიება 276–ე მუხლის […]

ავარია გურიაში _ სამაშველოს თანამშრომელი რომეო ჩხაიძე დაიღუპა

ოზურგეთი-შემოქმედის დამაკავშირებელ გზაზე, მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და რკინის კონტრუქციას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად, ადგილზე დაიღუპა ოზურგეთის სამაშველო სამსახურის თანამშრომელი რომეო ჩხაიძე. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამაშველოს სამსახურის თანამშრომელი სამსახურეობრივი მოვალეობის დროს არ დაღუპულა. გამოძიება კი, სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც […]

თბილისში ხანძარს ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა

თბილისში, გორგასლის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით ხანძარი ლოკალიზებულია. ადგილზე 3 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა. წინასწარი ინფორმაციით დამწვარია 30 მ² ფართობი.

87 წლის თალიკო პატარაია ტალახში ჩავარდა და გარდაიცვალა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტ სოფელ რუხში 22 მარტიდან დაკარგულ 87 წლის თალიკო პატარაიას ცხედარს საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის თანამშრომლებმა რამდენიმე წუთის წინ რუხის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე მიაკვლიეს. “22 მარტიდან, როგორც კი მივიღეთ შეტყობინება ქალბატონს ვეძებდით, ჩართული იყო ყველა შესაბამისი სამსახური და ისინი საგანგებო რეჟიმში მუშაობდნენ”, – განაცხადეს საგანგებო სიტუაციათა სამსახურში “პრაიმტაიმთან”. სავარაუდოდ, მოხუცს ტალახში ფეხი ჩარჩა და […]