კატეგორია: შემთხვევა

დიდ დიღომში ცეცხლი „ტექნოლუქსის“ საწყობს უკიდია

დიდ დიღომში ცეცხლი „ტექნოლუქსის“ საწყობს უკიდია

არსებული ინფორმაციით, დიდ დიღომში ცეცხლი „ტექნოლუქსის“ საწყობს გაუჩნდა. ადგილზე ამ დროისთვის 23 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს. არის ძლიერი დაკვამლიანება. ცეცხლის ჩაქრობას ართულებს ძლიერი ქარი. სამართალდამცველებს გადაკეტილი აქვთ პერიმეტრი. იპნ

ხანძარი დიდ დიღომში – “გუდვილთან” საწყობი იწვის

ხანძარი დიდ დიღომში - "გუდვილთან" საწყობი იწვის

დიდ დიღომში, ჰიპერმარკეტ “გუდვილის” მოპირდაპირე მხარეს, სავარაუდოდ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა. როგორც  საგანგებო სიტუაციების სამსახურში “რუსთავი 2”-ს განუცხადეს, ადგილზე ამ წუთებში 11 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს. მიმდინარეობს დამატებითი ჯგუფის გაგზავნაც. წინასწარი ინფორმაციით იწვის დაახლოებით 600კვმ. ცეცხლის გაჩენის დროს შენობაში მხოლოდ ერთი ადამიანი იმყოფებოდა, რომელიც მეხანძრე-მაშველებმა უვნებლად გამოიყვანეს.

ქუთაისში მატარებელი რელსებიდან გადავარდა

ქუთაისში მატარებელი რელსებიდან გადავარდა

ქუთაისში მატარებელი რელსებიდან გადავარდა. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. მატარებელი ბათუმის მიმართულებით მიდიოდა, თუმცა, ის რელსებიდან გადავიდა. შემთხვევის დროს მატარებელში მგზავრები იმყოფებოდნენ. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. ამ დროისთვის მატარებელი გაჩერებულია. რუსთავი 2

ორთაჭალაში ტროსის გაწყვეტის გამო ხარაჩოდან 3 ადამიანი გადავარდა – 2 გარდაიცვალა, 1 მართვით სუნთქვაზეა

ორთაჭალაში ტროსის გაწყვეტის გამო ხარაჩოდან 3 ადამიანი გადავარდა - 2 გარდაიცვალა, 1 მართვით სუნთქვაზეა

ორთაჭალაში მშენებარე კორპუსიდან სამი ადამიანი გადავარდა. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ორი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ერთი მათგანი კლინიკაში გარდაიცვალა. მესამე დაშავებული ამ დროისთვის ინგოროყვას კლინიკაში იმყოფება. აღნიშნული ფაქტი დღეს დილით მოხდა. მუშები ორთაჭალაში, ბეჟან კალანდაძის 12 ნომერში მდებარე მშენებარე კორპუსის მაღალ სართულზე გარე ფასადის ღებვით სამუშაოებს აწარმოებდნენ. სამივე მათგანი ხარაჩოზე იმყოფებოდა. კურიერის ინფორმაციით, გაწყდა […]

თბილისში სანაპიროზე მანქანა ხეს შეეჯახა და დაიწვა

თბილისში სანაპიროზე მანქანა ხეს შეეჯახა და დაიწვა

თბილისში, მარჯვენა სანაპიროზე, ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. ორი მანქანის შეჯახების შედეგად ერთ-ერთი ავტომობილი აალდა. დამწვარია ავტომანქანის წინა ნაწილი. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში რუსთავი2-ს განუცხადეს, რომ ადგილზე მობილიზებულები იყვნენ მეხანძრე-მაშველები. ხანძარი ამ დროისთვის უკვე ლიკვიდირებულია.

შუამთასთან ავარიაში ნიკა გუჯეჯიანი დაიღუპა

შუამთასთან ავარიაში ნიკა გუჯეჯიანი დაიღუპა

თელავში, შუამთის ტყესთან დღეს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ავარიის დროს გარდაცვლილი 29 წლის ნიკა გუჯეჯიანია. „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, გუჯეჯიანი საქართველოს ბანკის მარკეტინგის ყოფილი მენეჯერი იყო. ვაზიანი-გომბორი-თბილისის დამაკავშირებელ გზაზე, შუამთის ტყესთან ავტოსაგზაო შემთხვევა დაახლოებით 2 საათის წინ მოხდა. ავარიას 29 წლის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. საპირისპიროდ მოძრავ სატვირთო ავტომობილს „ჯიპის“ მარკის მანქანა შეეჯახა. შედეგად […]

შუამთასთან სატვირთო ჯიპს დაეჯახა – ჯიპის მძღოლი დაიღუპა

შუამთასთან სატვირთო ჯიპს დაეჯახა - ჯიპის მძღოლი დაიღუპა

გომბორზე, შუამთის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ინციდენტს კაცი ემსხვერპლა. ერთმანეთს სატვირთო ავტომობილი და “კიას” ფირმის “ჯიპი” შეეჯახა. მსუბუქი ავტომობილის მძღოლი ადგილზე დაიღუპა. სხვა დეტალები უცნობია. იმედინიუსი

კოსტავას ქუჩაზე ერთმანეთს 3 ავტომობილი შეეჯახა – 2 მძღოლი დაშავდა

კოსტავას ქუჩაზე ერთმანეთს 3 ავტომობილი შეეჯახა - 2 მძღოლი დაშავდა

კოსტავას ქუჩაზე ერთმანეთს 3 ავტომობილი შეეჯახა, რომლის შედეგად 2 მძღოლი დაშავდა. ისინი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.შემთხვევის ადგილზე საპატრულო და სამედიცინო დახმარების ბრიგადები იყვნენ მობილიზებული. ავტოავარიის შედეგად შეფერხდა ავტოსაგზაო მოძრაობა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 -ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

თბილისში ნუცუბიძეზე მე-9 სართულიდან 53 წლის მუშა გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა

წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მაღაზია „ორი ნაბიჯი“ დააყაჩაღეს

თბილისში, ნუცუბიძის მეოთხე პლატოზე, მშენებარე კორპუსის მეცხრე სართულიდან 53 წლის მამაკაცი გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, აღნიშნული პირი მშენებარე კორპუსში მუშა იყო. შემთხვევა 14 მარტს მოხდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის […]

გომბორის საგუშაგოსთან საწვავით დატვირთული მანქანა დაიწვა

გომბორის საგუშაგოსთან საწვავით დატვირთული მანქანა დაიწვა

სართიჭალში, გომბორის საგუშაგოსთან სატვირთო ავტომანქანას, რომლითაც 1200 ლიტრი დიზელის საწვავი გადაჰქონდათ, ცეცხლი გაუჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მანქანა აფეთქებას მეხანძრეების დროული რეაგირების შედეგად გადაურჩა. „ადგილზე ორი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. რეგინფო