კატეგორია: შემთხვევა

კოსტავას ქუჩაზე ერთმანეთს 3 ავტომობილი შეეჯახა – 2 მძღოლი დაშავდა

კოსტავას ქუჩაზე ერთმანეთს 3 ავტომობილი შეეჯახა, რომლის შედეგად 2 მძღოლი დაშავდა. ისინი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.შემთხვევის ადგილზე საპატრულო და სამედიცინო დახმარების ბრიგადები იყვნენ მობილიზებული. ავტოავარიის შედეგად შეფერხდა ავტოსაგზაო მოძრაობა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 -ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

თბილისში ნუცუბიძეზე მე-9 სართულიდან 53 წლის მუშა გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა

თბილისში, ნუცუბიძის მეოთხე პლატოზე, მშენებარე კორპუსის მეცხრე სართულიდან 53 წლის მამაკაცი გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, აღნიშნული პირი მშენებარე კორპუსში მუშა იყო. შემთხვევა 14 მარტს მოხდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის […]

გომბორის საგუშაგოსთან საწვავით დატვირთული მანქანა დაიწვა

სართიჭალში, გომბორის საგუშაგოსთან სატვირთო ავტომანქანას, რომლითაც 1200 ლიტრი დიზელის საწვავი გადაჰქონდათ, ცეცხლი გაუჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მანქანა აფეთქებას მეხანძრეების დროული რეაგირების შედეგად გადაურჩა. „ადგილზე ორი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. რეგინფო

მამუკა ნაცვალაძე საავადმყოფოში რომ მიიყვანეს, მისი ფეხმძიმე მეუღლე ექიმ­თან იყო­ და ქმარი გარ­დაც­ვლი­ლი იქ ნახა

ოზურ­გეთ­ში მომ­ხდარ ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას 25 წლის ბაიკერის, მამუკა ნაცვალაძის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა. მო­ტო­ციკ­ლი­სა და ავ­ტო­მო­ბი­ლის შე­ჯა­ხე­ბის შე­დე­გად მო­ტო­ციკ­ლის მძღო­ლი  მიყ­ვა­ნამ­დე გარ­და­იც­ვა­ლა. რო­გორც კლი­ნი­კა “მე­დალ­ფას” დი­რექ­ტორ­მა და­ვით მდი­ნა­რა­ძემ Ambebi.ge-ს გა­ნუ­ცხა­და, მას სი­ცო­ცხლეს­თან შე­უ­თავ­სე­ბე­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბო­და. საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 276 – ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს. გარ­დაც­ვლი­ლი 25 წლის მა­მუ­კა ნაც­ვა­ლა­ძეა. იგი კომ­პა­ნია “სო­კა­რის”, ოზურ­გე­თის ფი­ლი­ალ­ში მუ­შა­ობ­და. ნაც­ვა­ლა­ძე […]

13 წლის ლიზა ვადაჭკორია რუსთავში მე-8 სართულიდან გადავარდა და ადგილზე დაიღუპა – ვიდეო

დღეს რუსთავში, ლეონიძის 4 ნომერში, 13 წლის ლიზა ვადაჭკორია 8 სართულიანი კორპუსის სახურავიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, გოგონა 11 წლის მეგობართან ერთად სახლის სახურავზე ავიდა,  სურათის გადაღების დროს, სავარაუდოდ, არასრულწლოვანს ფეხი დაუცდა და სახურავიდან გადმოვარდა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. ლიზას ცხედარს ამ წუთებში ექსპერტიზა უტარდება. ექსპერტიზის ბიუროსთან იმყოფებიან გარდაცვლილი ლიზა ვადაჭკორიას ახლობლები. […]

25 წლის ბაიკერი მამუკა ნაცვალაძე ოზურგეთში ავარიაში დაიღუპა – ვიდეო

ავტოსაგზაო შემთხვევას ოზურგეთში ერთი ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა დღეს დაახლოებით 12:00 საათზე რუსთაველის ქუჩაზე მოხდა, რომლის დროსაც ერთმანეთს საპირისპირო მიმართულებით მავალი 2 მსუბუქი ავტომანქანა და მოტოციკლეტი შეეჯახნენ. მსუბუქი ავტომანქანის მძღოლებმა მცირე დაზიანებები მიიღეს, მოტოციკლეტის მძღოლი, 25 წლის მამუკა ნაცვალაძე კი ადგილზევე გარდაიცვალა. „მოვდიოდით მანქანით აგერ, ამ მანქანით და უცბად შემოასკდა ეს მოტოციკლეტი, ეს ახალგაზრდა კაცი, მეტი არაფერი […]

დიდ დიღომში, ავთანდილის 6 ნომერში, გაზმა გაჟონა – გაზი გათიშეს

დიდ დიღომში, ავთანდილის 6 ნომერში, ახალაშენებულ კორპუსში, სავარაუდოდ, ბუნებრივმა აირმა გაჟონა. აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ კორპუსის მცხოვრებლებმა მიაწოდეს. მათი თქმით, საღამოს ცხრა საათისთვის კორპუსის ათივე სართულზე ბუნებრივი აირის მძაფრი სუნი იდგა, რის გამოც მათ შესაბამის სამსახურებს აცნობეს. მცხოვრებლების თქმით, ამ ეტაპზე კორპუსს გაზის მიწოდება შეწყვეტილი აქვს, თუმცა ამის მიუხედავად, მობინადრეთა ნაწილი ტოვებს ბინებს. დაახლოებით საღამოს საათისთვის მოვედით […]

ახმეტის სასაფლაოზე ხანძრის ჩაქრობისას მეხანძრე ლევან ოღაძე დაიღუპა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, ახმეტის რაიონის სახანძრო-სამაშველო განყოფილების თანამშრომელი, 34 წლის ლევან ოღაძე სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას დაიღუპა. აღნიშნულ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც სოფელ ნადუქნარში მეხანძრე სოფლის სასაფლაოზე გაჩენილი ხანძრის ჩაქრობას ცდილობდა. არსებული ინფორმაციით, მეხანძრე სახანძრო მანქანაზე ასვლას ცდილობდა, ფეხი გაუცურდა და გადმოვარდა.

დაკარგული აჩი კობერიძე თბილისის მეტროში იპოვეს

გაუჩინარებული გორელი მოზარდი თბილისში იპოვეს. ამის შესახებ „ნიუპოსტის“ კორესპონდნეტს შსს პრესსამსახუში დაუდასტურეს. მოზარდის კვალს სამართლდამცველებმა თბილისის ერთ-ერთ მეტროსადგურში მიაკვლიეს და ცოტა ხანში ოჯახში დააბრუნებენ. 15 წლის აჩი კობერიძე გუშინ გაუჩინარდა.

გორში 15 წლის აჩი კობერიძეს ეძებენ

გორში 15 წლის მოზარდი გაუჩინარდა. „ნიუპოსტის“ კორესპონდნეტის ცნობით, აჩი კობერიძე სახლიდან გუშინ დღის პირველ ნახევარში გავიდა და მას შემდეგ აღარავის უნახავს. როგორც მოზარდის დედა აცხადებს, აჩი ვერხვების დასახლებიდან ჭალის დასახლებაში ბებიასთან უნდა წასულიყო, თუმცა, დანიშნულების ადგილამდე არ მისულა. ოჯახმა მოზარდის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია სამართალდამცველებს უკვე მიაწოდა.