კატეგორია: შემთხვევა

ტრაგედია კახეთში – ავარიისას დაშავებული 2 პირი ისევ ავარიაში მოყვა – ორივე დაიღუპა

დედოფლისწყაროში მსუბუქი ავტომობილი კედელს შეეჯახა და ამოტრიალდა. შემთხვევის შედეგად, დაშავდა ორი პირი, რომელთა საავადმყოფოში გადაყვანა ადგილზე მყოფმა ერთ-ერთის მეგობარმა გადაწყვიტა. საავადმყოფოში გადაყვანისას აღნიშნული პირი ავტომობილს გადაჭარბებული სიჩქარით მართავდა, იგი ხეს შეეჯახა და ავტომობილში მყოფი ორი ადამიანი სასწრაფო დახმარების მისვლამდე გარდაიცვალა. უბედური შემთხვევისას დაღუპული არიან 23 და 27 წლის მამაკაცები. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება […]

დიდ დიღომში ხანძრის ძირითადი კერები ლიკვიდირებულია

დიდ დიღომში, ერთ-ერთ საწყობში გაჩენილი სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. ამ დროისთვის ხანძრის ძირითადი კერები ლიკვიდირებულია, თუმცა საწყობის ტერიტორიაზე დაკვამლიანება კვლავ შეიმჩნევა. დიდ დიღომში, ერთ-ერთ საწყობში ხანძარი რამდენიმე საათის წინ გაჩნდა. ადგილზე 23 სახანძრო ბრიგადა მუშაობს. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, არ არსებობს საშიშროება, რომ ხანძარში დანარჩენ ტერიტორიაზე გავრცელდეს. დამწვარია სულ 1800 კვ მეტრის ფართობი. არსებული ინფორმაციით, […]

მეხანძრეებმა დიდ დიღომში ხანძრიდან ლეკვები გამოიყვანეს

დიდ დიღომში მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლმოკიდებული საწყობიდან ლეკვები გამოიყვანეს. ოთხფეხა მეგობრების სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის გადაწყვეტილებით, ლეკვებს მეხანძრე-მაშველები სახანძრო-სამაშველო განყოფილებაში წაიყვანენ და უპატრონებენ.

დიდ დიღომში ცეცხლი „ტექნოლუქსის“ საწყობს უკიდია

არსებული ინფორმაციით, დიდ დიღომში ცეცხლი „ტექნოლუქსის“ საწყობს გაუჩნდა. ადგილზე ამ დროისთვის 23 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს. არის ძლიერი დაკვამლიანება. ცეცხლის ჩაქრობას ართულებს ძლიერი ქარი. სამართალდამცველებს გადაკეტილი აქვთ პერიმეტრი. იპნ

ხანძარი დიდ დიღომში – “გუდვილთან” საწყობი იწვის

დიდ დიღომში, ჰიპერმარკეტ “გუდვილის” მოპირდაპირე მხარეს, სავარაუდოდ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა. როგორც  საგანგებო სიტუაციების სამსახურში “რუსთავი 2”-ს განუცხადეს, ადგილზე ამ წუთებში 11 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს. მიმდინარეობს დამატებითი ჯგუფის გაგზავნაც. წინასწარი ინფორმაციით იწვის დაახლოებით 600კვმ. ცეცხლის გაჩენის დროს შენობაში მხოლოდ ერთი ადამიანი იმყოფებოდა, რომელიც მეხანძრე-მაშველებმა უვნებლად გამოიყვანეს.

ქუთაისში მატარებელი რელსებიდან გადავარდა

ქუთაისში მატარებელი რელსებიდან გადავარდა. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. მატარებელი ბათუმის მიმართულებით მიდიოდა, თუმცა, ის რელსებიდან გადავიდა. შემთხვევის დროს მატარებელში მგზავრები იმყოფებოდნენ. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. ამ დროისთვის მატარებელი გაჩერებულია. რუსთავი 2

ორთაჭალაში ტროსის გაწყვეტის გამო ხარაჩოდან 3 ადამიანი გადავარდა – 2 გარდაიცვალა, 1 მართვით სუნთქვაზეა

ორთაჭალაში მშენებარე კორპუსიდან სამი ადამიანი გადავარდა. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ორი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ერთი მათგანი კლინიკაში გარდაიცვალა. მესამე დაშავებული ამ დროისთვის ინგოროყვას კლინიკაში იმყოფება. აღნიშნული ფაქტი დღეს დილით მოხდა. მუშები ორთაჭალაში, ბეჟან კალანდაძის 12 ნომერში მდებარე მშენებარე კორპუსის მაღალ სართულზე გარე ფასადის ღებვით სამუშაოებს აწარმოებდნენ. სამივე მათგანი ხარაჩოზე იმყოფებოდა. კურიერის ინფორმაციით, გაწყდა […]

თბილისში სანაპიროზე მანქანა ხეს შეეჯახა და დაიწვა

თბილისში, მარჯვენა სანაპიროზე, ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. ორი მანქანის შეჯახების შედეგად ერთ-ერთი ავტომობილი აალდა. დამწვარია ავტომანქანის წინა ნაწილი. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში რუსთავი2-ს განუცხადეს, რომ ადგილზე მობილიზებულები იყვნენ მეხანძრე-მაშველები. ხანძარი ამ დროისთვის უკვე ლიკვიდირებულია.

შუამთასთან ავარიაში ნიკა გუჯეჯიანი დაიღუპა

თელავში, შუამთის ტყესთან დღეს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ავარიის დროს გარდაცვლილი 29 წლის ნიკა გუჯეჯიანია. „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, გუჯეჯიანი საქართველოს ბანკის მარკეტინგის ყოფილი მენეჯერი იყო. ვაზიანი-გომბორი-თბილისის დამაკავშირებელ გზაზე, შუამთის ტყესთან ავტოსაგზაო შემთხვევა დაახლოებით 2 საათის წინ მოხდა. ავარიას 29 წლის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. საპირისპიროდ მოძრავ სატვირთო ავტომობილს „ჯიპის“ მარკის მანქანა შეეჯახა. შედეგად […]

შუამთასთან სატვირთო ჯიპს დაეჯახა – ჯიპის მძღოლი დაიღუპა

გომბორზე, შუამთის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ინციდენტს კაცი ემსხვერპლა. ერთმანეთს სატვირთო ავტომობილი და “კიას” ფირმის “ჯიპი” შეეჯახა. მსუბუქი ავტომობილის მძღოლი ადგილზე დაიღუპა. სხვა დეტალები უცნობია. იმედინიუსი