კატეგორია: შემთხვევა

გურჯაანის მერიაში ხანძარი გაჩნდა

გურჯაანის მერიაში ხანძარი გაჩნდა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის მეოთხე სართულზე ხანძარი გაჩნდა. ხანძრის შედეგად ერთი ოთახი -10კვ.მ დაიწვა. როგორც „კვირას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. ადგილზე 5 სახანძრო-სამაშველო მუშაობდა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძრის გამომწვევ ზუსტ მიზეზს გამოძიება დაადგენს. კვირა

ჩაქვში ავარიაში 19 წლის თამარ არმელიძე დაიღუპა

ჩაქვში ავარიაში 19 წლის თამარ არმელიძე დაიღუპა

დაბა ჩაქვში ავტოავარიას 19 წლის თამარ არმელიძე ემსხვერპლა. გარდაცვლილი ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი იყო. არსებული ინფორმაციით, ავტომანქანა, რომელსაც გოგოს მეგობარი მართავდა, გზიდან გადავიდა და ხრამში გადავარდა. მძღოლმა შემთხვევის შედეგად დაზიანებები მიიღო, გოგო ადგილზე გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის […]

19 წლის გოგონა ჩაქვში ავარიაში დაიღუპა

წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მაღაზია „ორი ნაბიჯი“ დააყაჩაღეს

დღეს დაბა ჩაქვის ტერიტორიაზე, ავტოავარიას 19 წლის  გოგოს სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდაცვლილი ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი იყო.  ინფორმაციას ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ადასტურებენ, მათი ინფორმაციით  მსუბუქი ავტომანქანა, რომელსაც გოგოს მეგობარი მართავდა გზიდან გადავიდა და ხრამში გადავარდა, მძღოლმა დაზიანებები მიიღო. ბათუმელები

ქუთაისში 60 წლის მამაკაცი ჩარხში მოჰყვა და დაიღუპა

წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მაღაზია „ორი ნაბიჯი“ დააყაჩაღეს

ქუთაისში, ავტომექანიკურ ქარხანაში უბედური შემთხვევა მოხდა. ქუთაისში, ავტომექანიკურ ქარხანაში მომხდარ უბედურ შემთხვევას 60 წლამდე ასაკის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. ადგილზე უბედურ შემთხვევას ადასტურებენ, თუმცა დეტალები უცნობია. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ჩარხში მოჰყვა. მომხდარზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. როგორც შსს-ში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, საქმე სსკ 170-ე მუხლით აღიძრა, რაც შრომის დაცვის წესის დარღვევას გულისხმობს.

ვაგზალზე, სავაჭრო ობიექტ “ქალაქის გულში” ხანძარია – ვიდეო

ვაგზალზე, სავაჭრო ობიექტ "ქალაქის გულში" ხანძარია - ვიდეო

ვაგზალზე, სავაჭრო ობიექტ “ქალაქის გულში” ხანძარია. როგორც “პრაიმტაიმს” საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, ადგილზე 5 სახანძრო ჯგუფია გასული. ეს ის ტერიტორიაა, სადაც ხანძარი შარშან, 25 თებერვალსაც გაჩნდა. https://www.facebook.com/levani.gelashvili.35/videos/2062412167181078/

ქედაში მანქანა მდინარეში გადავარდა – დაიღუპა 35 წლის ქალი, 4 ადამიანი დაშავდა

კახეთის გზატკეცილზე მანქანა ამოტრიალდა - მისი მძღოლი დაიღუპა

ქედაში, მდინარეში ავტომანქანა გადავარდა, რის შედეგადაც 35 წლის ქალი დაიღუპა, დაშავებული 4 მგზავრი კი კლინიკაში გადაიყვანეს. ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაგვიდასტურა. ქედის მერის, ლევან გორგილაძის ინფორმაციით, ავტომანქანა აჭარისწყალში სოფელ ცხემნართან გადავარდა. “მანქანაში ოთხი მგზავრი იყო, როგორც ვიცი, ნათესავები იყვნენ ერთმანეთის. ქალი გარდაიცვალა. ორი მგზავრი მძიმედ დაშავდა, თუმცა მათი მდგომარეობა სტაბილურია, ერთს კი მკურნალობა არ დასჭირდა. […]

ხილიანზე საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა

ხილიანზე საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა

თბილისში, სიმონ ჩიქოვანის ქუჩაზე, საცხოვრებელი სახლი იწვის. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი კერძო საცხოვრებელი სახლის სახურავს გაუჩნდა. წინასწარი ცნობით, დამწვარია 50 კვ.მ. ფართობი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე 4 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს. ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. ტერიტორიაზე ასევე იმყოფება საბურთალოს რაიონის გამგებელი, რომლის განცხადებითაც, საჭიროების […]

ბახტრიონზე #42 ავტობუსი სამარშრუტო ტაქსს დაეჯახა

ბახტრიონზე #42 ავტობუსი სამარშრუტო ტაქსს დაეჯახა

თბილისში ბახტრიონის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს #42 მუნიციპალური ავტობუსი და კერძო სამარშუტო ტაქსი შეეჯახა. თვითმხილველების თქმით, კერძო სამარშუტო ტაქსი, ავტობუსის გზაზე გახსნილი საბარგულით იდგა. როგორც თვითმხილველებმა „ნიუპოსტს“ განუცხადეს, შეჯახების შედეგად დაშავდა 2 ქალი, 1 მცირეწლოვანს კი მსუბუქი დაზიანება სახეზე აქვს მიღებული. ადგილზე მისულია სასწრაფო და საპატრულო სამსახურები.

ექიმი – “მატარებელთან დაჯახებული მანქანის მძღოლის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა”

ექიმი - "მატარებელთან დაჯახებული მანქანის მძღოლის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა"

ბორჯომი-თბილისის სარკინიგზო მაგისტრალზე, სოფელ ტეზერთან მომხდარი შემთხვევის შედეგად დაშავებული ერთი პირი „გორმედის“ ქსელის ხაშურის კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაშავებული 29 წლის მამაკაცი იმ მსუბუქი ავტომობილის მძღოლია, რომელსაც სარკინიგზო გადასასვლელზე ბორჯომი-თბილისის მატარებელი დაეჯახა. ექიმების განცხადებით, პანციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. „შემოსულია პაციენტი მრავლობითი დაზიანებებით. მას აღენიშნება ესკორაციები, ჭრილობა სახეზე, ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა. პაციენტს ჩაუტარდა პირველადი დახმარება, თავის ტვინის […]

ხაშურში ბორჯომი-თბილისის მატარებელი მანქანას დაეჯახა

წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მაღაზია „ორი ნაბიჯი“ დააყაჩაღეს

ავარია ხაშურში-ერთმანეთს ბორჯომი-თბილისის სამგზავრო მატარებელი და მანქანა შეეჯახა. „ნიუპოსტის“ კორესპონდნეტის ცნობით, შემთხვევა დღეს დილით, სოფელ ტეზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. დაშავდა „ფოლკსვაგენის“ მძღოლი, ხოლო მატარებელი რამდენიმე საათის განმავლობაში შეჩერებული იყო. მომხდარ ფაქტზე შსს-მ გამოძიება 275 მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, აღნიშნული მუხლი 2 დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ნიუპოსტი