ჩაქვში ავარიაში 19 წლის თამარ არმელიძე დაიღუპა

ჩაქვში ავარიაში 19 წლის თამარ არმელიძე დაიღუპადაბა ჩაქვში ავტოავარიას 19 წლის თამარ არმელიძე ემსხვერპლა.

გარდაცვლილი ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი იყო. არსებული ინფორმაციით, ავტომანქანა, რომელსაც გოგოს მეგობარი მართავდა, გზიდან გადავიდა და ხრამში გადავარდა. მძღოლმა შემთხვევის შედეგად დაზიანებები მიიღო, გოგო ადგილზე გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ნიუპოსტი