რვადღიანი მკურნალობის მიუხედავად, ბაკურიანში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 30 წლის ქალი, “გორმედის“ ცენტრალურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. „უმძიმესი პაციენტი იყო, სტაციონარში შემოყვანის წუთიდან ბოლომდე მისი მდგომარეობა კრიტიკული იყო“, – გვითხრეს “გორმედის” ცენტრალურ საავადმყოფოში. შეგახსენებთ, რომ შვიდ თებერვალს, ბაკურიანში „მიცუბიშის“ მარკის მანქანა ქვეითად მოსიარულე ორ ქალს, ცხრა აპრილის ქუჩაზე დაეჯახა. მეორე დაშავებული მკურნალობას თბილისის ტრავმატოლოგიურ კლინიკაში გადის. მომხდარზე […]
კატეგორია: შემთხვევა
გურჯაანის მერის მოადგილის კაბინეტი დაიწვა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში ხანძრის შედეგად მერის მოადგილის კაბინეტი დაიწვა. ცეცხლი სამსახურში მისულმა დამლაგებელმა შენიშნა, რის შემდეგაც ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადა გამოიძახეს. დაზიანდა ინვენტარი, ლეპტოპი, ტელევიზორი და ოთახში არსებული საკანცელარიო მასალა. ცეცხლის გაჩენის სავარაუდო მიზეზად მოკლე ჩართვა სახელდება. გურჯაანის მერიაში ხანძრის გამო სამუშაო პროცესი არ შეჩერებულა. რუსთავი 2
თბილისში მე-15 საჯარო ბაღში ევაკუაცია გამოცხადდა
გურჯაანის მერიაში ხანძარი გაჩნდა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის მეოთხე სართულზე ხანძარი გაჩნდა. ხანძრის შედეგად ერთი ოთახი -10კვ.მ დაიწვა. როგორც „კვირას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. ადგილზე 5 სახანძრო-სამაშველო მუშაობდა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძრის გამომწვევ ზუსტ მიზეზს გამოძიება დაადგენს. კვირა
ჩაქვში ავარიაში 19 წლის თამარ არმელიძე დაიღუპა
დაბა ჩაქვში ავტოავარიას 19 წლის თამარ არმელიძე ემსხვერპლა. გარდაცვლილი ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი იყო. არსებული ინფორმაციით, ავტომანქანა, რომელსაც გოგოს მეგობარი მართავდა, გზიდან გადავიდა და ხრამში გადავარდა. მძღოლმა შემთხვევის შედეგად დაზიანებები მიიღო, გოგო ადგილზე გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის […]
19 წლის გოგონა ჩაქვში ავარიაში დაიღუპა
დღეს დაბა ჩაქვის ტერიტორიაზე, ავტოავარიას 19 წლის გოგოს სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდაცვლილი ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი იყო. ინფორმაციას ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ადასტურებენ, მათი ინფორმაციით მსუბუქი ავტომანქანა, რომელსაც გოგოს მეგობარი მართავდა გზიდან გადავიდა და ხრამში გადავარდა, მძღოლმა დაზიანებები მიიღო. ბათუმელები
ქუთაისში 60 წლის მამაკაცი ჩარხში მოჰყვა და დაიღუპა
ქუთაისში, ავტომექანიკურ ქარხანაში უბედური შემთხვევა მოხდა. ქუთაისში, ავტომექანიკურ ქარხანაში მომხდარ უბედურ შემთხვევას 60 წლამდე ასაკის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. ადგილზე უბედურ შემთხვევას ადასტურებენ, თუმცა დეტალები უცნობია. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ჩარხში მოჰყვა. მომხდარზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. როგორც შსს-ში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, საქმე სსკ 170-ე მუხლით აღიძრა, რაც შრომის დაცვის წესის დარღვევას გულისხმობს.
ვაგზალზე, სავაჭრო ობიექტ “ქალაქის გულში” ხანძარია – ვიდეო
ქედაში მანქანა მდინარეში გადავარდა – დაიღუპა 35 წლის ქალი, 4 ადამიანი დაშავდა
ქედაში, მდინარეში ავტომანქანა გადავარდა, რის შედეგადაც 35 წლის ქალი დაიღუპა, დაშავებული 4 მგზავრი კი კლინიკაში გადაიყვანეს. ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაგვიდასტურა. ქედის მერის, ლევან გორგილაძის ინფორმაციით, ავტომანქანა აჭარისწყალში სოფელ ცხემნართან გადავარდა. “მანქანაში ოთხი მგზავრი იყო, როგორც ვიცი, ნათესავები იყვნენ ერთმანეთის. ქალი გარდაიცვალა. ორი მგზავრი მძიმედ დაშავდა, თუმცა მათი მდგომარეობა სტაბილურია, ერთს კი მკურნალობა არ დასჭირდა. […]
ხილიანზე საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა
თბილისში, სიმონ ჩიქოვანის ქუჩაზე, საცხოვრებელი სახლი იწვის. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი კერძო საცხოვრებელი სახლის სახურავს გაუჩნდა. წინასწარი ცნობით, დამწვარია 50 კვ.მ. ფართობი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე 4 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს. ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. ტერიტორიაზე ასევე იმყოფება საბურთალოს რაიონის გამგებელი, რომლის განცხადებითაც, საჭიროების […]








