საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, თბილისში, სამტრედიის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულზე მდებარე ბინაში გაჩენილ ხანძარს 90 წლის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა. დამწვარია 60 კვ. მ. ფართობი, ხანძარი ლოკალიზებულია. ნეტგაზეტი
კატეგორია: შემთხვევა
ქუთაისთან მანქანამ 11 წლის გოგონა გაიტანა და მოკლა
ქუთაისის მახლობლად, ღანირი-ქვიტირის გზაზე, 11 წლის გოგონას ავტომობილი დაეჯახა. მძღოლი ადგილიდან მიიმალა. მოზარდი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა, ის ოპერაციის დროს გარდაიცვალა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე 5 ნაწილით დაიწყო. პრაიმ ტაიმი
წყალტუბო-ქუთაისის გზაზე მანქანა მიკროავტობუსს შეეჯახა – 5 ადამიანი დაშავდა
წყალტუბო-ქუთაისის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი სამგზავრო მიკროავტობუსს შეეჯახა. ავარიისას დაშავებულები ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმის ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება, 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანების […]
თბილისში წლინახევრის შვილი დედამ ლოგინში გარდაცვლილი იპოვა
უბედური შემთხვევა მოხდა თბილისში. წლინახევრის შვილი დედამ ლოგინში გარდაცვლილი იპოვა. არსებული ინფორმაციით, ქალმა ბავშვი თავად დააძინა და რამდენიმე საათში მას შვილი გარდაცვლილი დახვდა. შემთხვევა 21 დეკემბერს თემქაზე მოხდა. მომხდარს ადასტურებენ შს სამინისტროში. როგორც “ნიუპოსტს” უწყებაში განუცხადეს, გამოძიება 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლით მოსპობას გულისხმობს. რაც შეეხება გარდაცვალების მიზეზს, ამის შესახებ ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ გახდება […]
პედიატრიულ პრივატ კლინიკაში 2 წლის გოგონა გარდაიცვალა
თემქაზე, პედიატრიულ პრივატ კლინიკაში დღეს 2 წლის გოგონა გარდაიცვალა. როგორც „2020NEWS“-ს კლინიკაში განუცხადეს, პატარას გარდაცვალების მიზეზი ფილტვების ანთება გახდა. „საავადმყოფოში ერთი კვირის წინ მძიმე მდგომარეობაში შემოიყვანეს. ფილტვებზე ჰქონდა პრობლემა. სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ შევძელით. მძიმე ფილტვების ანთებით დაიღუპა“, – განუცხადეს სააგენტოს კლინიკაში.
თბილისში, “ნიკორას” ფილიალში, ხანძარი გაჩნდა
თბილისში, ლეონიძის ქუჩაზე, სუპერმარკეტ “ნიკორას” ფილიალში ხანძარი გაჩნდა. როგორც “ნეტგაზეთს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი უკვე ლოკალიზებულია. ხანძრის შედეგად ჭერი, ჯამში, 20 კვ.მ. დაიწვა. უწყების ცნობით, დაშავებული არავინაა. ადგილზე 3 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი მუშაობდა.
ფარცხანაყანებში მგელმა მურმან ციბაძე და კიდევ 4 ადამიანი დაკბინა
ადგილობრივების ინფორმაციით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანებში მგელმა 5 ადამიანი დაკბინა. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, შემთხვევა ორი ღამის განმავლობაში დაფიქსირდა. ორი დღის წინ მგელმა სოფლის ოთხი მკვიდრი დაკბინა, წუხელ კი ადგილობრივ მურმან ციბაძეს დაესხა თავს. მისი თქმით, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც ბაზარში პროდუქტის წასაღებად ემზადებოდა. „ბაზარში მიმქონდა პროდუქტი გასაყიდად, ამ დროს დავინახე, რომ ჩემი ძაღლი მგელს […]
ავარია კარალეთთან – დაიღუპა 80 წლის მამაკაცი
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთთან მომხდარ ავარიას 80 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა. “ნიუპოსტის” კორესპოდენტის ცნობით, შემთხვევა ცოტა ხნის წინ, რესტორან “ნაჭარმაგევთან” მოხდა. თვითმხილველთა თქმით, მოხუცს “ოპელის” მარკის ავტომობილი დაეჯახა. როგორც “ნიუპოსტს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის 275-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს.
მეტრო ისანთან მანქანა 25 წლის მამაკაცს დაეჯახა
თბილისში, მეტროსადგურ “ისანი”-ს მიმდებარე ტერიტორიაზე, მსუბუქი ავტომობილი 25 წლამდე ახალგაზრდა მამაკაცს დაეჯახა. დაშავებული ადგილზე გამოძახებულმა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. “ნიუპოსტის” კორესპოდენტიც ცნობით, ავტომობილის მძღოლს ტერიტორია არ დაუტოვებია, მას სამართალდამცავები ამ წუთებშიც კითხავენ.
კონდოლში მანქანა დედას და მის ორ შვილს დაეჯახა
სოფელ კონდოლში მსუბუქი ავტომანქანა დედას და მის ორ შვილს დაეჯახა. თვითმხილველების ინფორმაციით, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა ქალი შვილებთან ერთად გზაზე გადადიოდა. მძიმედ დაშავდა შუახნის ქალი, რომელიც თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ასევე, კრიტიკულია 17 წლის მოზარდის მდგომარეობაც, რომელსაც მოტეხილობები და თავის ტრავმა აქვს მიღებული. ექიმები არ გამორიცხავენ, რომ რომელიმე მათგანის თბილისში გადაყვანა მოხდეს. მომხდარზე გამოძიება […]







