სამტრედიის ქუჩაზე ხანძარში 90 წლის ქალი დაიწვა

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, თბილისში, სამტრედიის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულზე მდებარე ბინაში გაჩენილ ხანძარს 90 წლის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა.

დამწვარია 60 კვ. მ. ფართობი, ხანძარი ლოკალიზებულია.

ნეტგაზეტი