კატეგორია: შემთხვევა

გორში მერსედესი ქვეითს დაეჯახა

ავარია მოხდა ცოტა ხნის წინ გორში. “ნიუპოსტის” კორესპონდენტის ცნობით, სტალინის ქუჩაზე მოძრავ ქვეითს “მერსედესის” მარკის მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა, ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.

ყაზბეგის გამზირზე მოტოციკლი მანქანას დაეჯახა

ყაზბეგის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, მოტოციკლის მძღოლი მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა, რის შედეგადაც მრავლობითი მოტეხილობები მიიღო და მისი საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო. მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება მსუბუქი ავტომობილის მძღოლს, რომელსაც დახმარება ადგილზე გაეწია. მომხდარის გამო ყაზბეგის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა შეფერხებულია. ადგილზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული. როგორც “ინტერპრესნიუსს” შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, […]

იტალიაში საქართველოს მოქალაქე ვეფხვმა დაგლიჯა

იტალიაში საქართველოს მოქალაქე ვეფხვმა დაგლიჯა – Il Fatto Quotidiano -ს ცნობით, რეჯო-კალაბრიას პროვინციაში მოქალაქე ჯერ გაშიშვლდა და „ლიდია ტონის“ ცირკში ვეფხვების გალიაში შევარდა, რის შედეგადაც ვეფხვმა ის დაგლიჯა. როგორც იტალიური გამოცემა იუწყება, საქართველოს მოქალაქე, სავარაუდოდ, ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ იყო. მოქალაქეს ხელის მტევნის ამპუტაცია ჩაუტარეს. ნიუპოსტი

სამტრედიის ქუჩაზე ხანძარში 90 წლის ქალი დაიწვა

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, თბილისში, სამტრედიის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულზე მდებარე ბინაში გაჩენილ ხანძარს 90 წლის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა. დამწვარია 60 კვ. მ. ფართობი, ხანძარი ლოკალიზებულია. ნეტგაზეტი

ქუთაისთან მანქანამ 11 წლის გოგონა გაიტანა და მოკლა

ქუთაისის მახლობლად, ღანირი-ქვიტირის გზაზე, 11 წლის გოგონას ავტომობილი დაეჯახა. მძღოლი ადგილიდან მიიმალა. მოზარდი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა, ის ოპერაციის დროს გარდაიცვალა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე 5 ნაწილით დაიწყო. პრაიმ ტაიმი

წყალტუბო-ქუთაისის გზაზე მანქანა მიკროავტობუსს შეეჯახა – 5 ადამიანი დაშავდა

წყალტუბო-ქუთაისის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი სამგზავრო მიკროავტობუსს შეეჯახა. ავარიისას დაშავებულები ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმის ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება, 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანების […]

თბილისში წლინახევრის შვილი დედამ ლოგინში გარდაცვლილი იპოვა

უბედური შემთხვევა მოხდა თბილისში. წლინახევრის შვილი დედამ ლოგინში გარდაცვლილი იპოვა. არსებული ინფორმაციით, ქალმა ბავშვი თავად დააძინა და რამდენიმე საათში მას შვილი გარდაცვლილი დახვდა. შემთხვევა 21 დეკემბერს თემქაზე მოხდა. მომხდარს ადასტურებენ შს სამინისტროში. როგორც “ნიუპოსტს” უწყებაში განუცხადეს, გამოძიება 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლით მოსპობას გულისხმობს. რაც შეეხება გარდაცვალების მიზეზს, ამის შესახებ ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ გახდება […]

პედიატრიულ პრივატ კლინიკაში 2 წლის გოგონა გარდაიცვალა

თემქაზე, პედიატრიულ პრივატ კლინიკაში დღეს 2 წლის გოგონა გარდაიცვალა. როგორც „2020NEWS“-ს კლინიკაში განუცხადეს, პატარას გარდაცვალების მიზეზი ფილტვების ანთება გახდა. „საავადმყოფოში ერთი კვირის წინ მძიმე მდგომარეობაში შემოიყვანეს. ფილტვებზე ჰქონდა პრობლემა. სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ შევძელით. მძიმე ფილტვების ანთებით დაიღუპა“, – განუცხადეს სააგენტოს კლინიკაში.

თბილისში, “ნიკორას” ფილიალში, ხანძარი გაჩნდა

თბილისში, ლეონიძის ქუჩაზე, სუპერმარკეტ “ნიკორას” ფილიალში ხანძარი გაჩნდა. როგორც “ნეტგაზეთს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი უკვე ლოკალიზებულია. ხანძრის შედეგად ჭერი, ჯამში, 20 კვ.მ. დაიწვა. უწყების ცნობით, დაშავებული არავინაა. ადგილზე 3 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი მუშაობდა.

ფარცხანაყანებში მგელმა მურმან ციბაძე და კიდევ 4 ადამიანი დაკბინა

ადგილობრივების ინფორმაციით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანებში მგელმა 5 ადამიანი დაკბინა. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, შემთხვევა ორი ღამის განმავლობაში დაფიქსირდა. ორი დღის წინ მგელმა სოფლის ოთხი მკვიდრი დაკბინა, წუხელ კი ადგილობრივ მურმან ციბაძეს დაესხა თავს. მისი თქმით, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც ბაზარში პროდუქტის წასაღებად ემზადებოდა. „ბაზარში მიმქონდა პროდუქტი გასაყიდად, ამ დროს დავინახე, რომ ჩემი ძაღლი მგელს […]