კატეგორია: შემთხვევა

ავარია ქარელში – 1 ადამიანი დაიღუპა

ქარელის რაიონის სოფელ საღოლაშენთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რასაც ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ავტომობილი ქვეითად მოსიარულე მამაკაცს დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ. იპნ

გორში მანქანა ბენზინის ჩასხმისას დაგორდა

სოციალურ ქსელში, გორში, ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურზე გადაღებული ვიდეო ვრცელდება. ვიდეოკადრებში ჩანს, რომ მანქანა სადგურიდან იქამდე წავიდა, სანამ ბენზინის ჩასხმა დასრულდებოდა. „ასე არასდროს გააკეთოთ. საწვავის ჩასხმის დროს გამორთეთ ავტომობილი“ – წერენ სოციალურ ქსელში. ვიდეოს სოციალურ ქსელში გვერდი “ჩემი ქალაქი მკლავს“ აქვეყნებს.

ისანში ბაზრობაზე ცეცხლი გაჩნდა

ისანში, მეორადი საბურავებისა და ავტონაწილების ბაზრობაზე, ერთ-ერთ მაღაზიაში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზებას 10-ზე მეტი სახანძრო ეკიპაჟი ცდილობს. ცეცხლი რამდენიმე წუთის წინ გაჩნდა. ადგილზე ძლიერი ცეცხლი და დაკვამლიანებაა. დაშავებული სავარაუდოდ არავინაა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. მთავარი

ჭავჭავაძის გამზირზე მამაკაცს ავტობუსი დაეჯახა

ჭავჭავაძის გამზირზე 70 წლის კაცს ავტობუსი დაეჯახა. როგორც „პრაიმტაიმს“ ხეჩინაშვილის კლინიკაში განუცხადეს, პაციენტის მდგომარეობა მძიმეა და რეანიმაციულ განყოფილებაშია. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

თბილისში ბაიკერი ადგილზე გარდაიცვალა

ერთი ადამიანი გარდაიცვალა ავარიის შედეგად თბილისში. ერთმანეთს მოტოციკლეტი და ველოსიპედი შეეჯახა. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, ველოსიპედით მოძრავმა ახალგაზრდამ გზა ჩაუჭრა ბაიკერს, რომელმაც საჭე ვეღარ დაიმორჩილა, ჯერ ველოსიპედს შეეჯახა, შემდეგ კი ხეს. ბაიკერი ადგილზე გარდაიცვალა. “ჩემი ქალაქი მკლავს”

ზუგდიდელ დიმიტრი ქვარცხავას ფილა დაეცა და მოკლა

უბედურ შემთხვევას ზუგდიდის მუნიციპალიტეტ სოფელ გრიგოლიშში, 26 წლის დიმიტრი ქვარცხავას სიცოცხლე ემსხვერპლა. “დილას გამოუარა ახლობელმა, რომელსაც მისი ნებით,(დ.ქვარცხავას სურვილით), სოფელში სახლის დაშლაში მიეხმარებოდა. სახლის დემონტაჟის დროს მთლიანად ჩამოიშალა კედელი და მას ბეტონის ფილა დაეცა. იგი ადგილზე დაიღუპა. უკარგესი ბიჭია, ჰყავს მეუღლე და 5 წლის შვილი”,-გვითხრა მეზობელმა. ცხედარი ექსპერტიზის ბიუროში უკვე გადაასვენეს, რის შემდგომ ზუგდიდში საცხოვრებელ […]

ზესტაფონში დაღუპულები ვიტალი დარჯანია და ვახტანგ რუხაძე არიან

ზესტაფონთან ავარიას ორი პირი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, გუშინ ევაკუატორი ტრალიერს შეეჯახა. გარდაცვლილები ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდის მცხოვრებლები არიან. “საშინელი ტრაგედია დატრიალდა, დაიღუპნენ ვიტალი დარჯანია და ვახტანგ რუხაძე. ერთი შიგ ჩაიწვა, მეორე ევაკუატორიდან გადმოვარდილა, თუმცა, სამწუხაროდ, ისიც ადგილზე დაიღუპა”,- ამბობს მერის წარმომადგენელი ჭალადიდში ზვიად გვარამია. ორივე გარდაცვლილის ცხედარი საცხოვრებელ სახლებში გადაასვენეს. პრაიმ ტაიმი

ხაშურთან მანქანა ამოტრიალდა

ხაშურთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი მოძრაობის დროს­ გადატრიალდა. შემთხვევის შედეგად, ავტომობილში მყოფი 2 პირი დაშავდა, თუმცა მძიმე დაზიანება არცერთს აღენიშნება.

ბეტონის ფილა დაეცა – ზუგდიდში ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარში უბედურ შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, მას სახლის დემონტაჟის დროს ბეტონის ფილა დაეცა. ცხედარს ექსპერტიზა, უკვე ჩაუტარდა.

მცხეთასთან მიკროავტობუსი ჯებირს შეეჯახა – 1 ადამიანი დაიღუპა

მცხეთასთან მომხდარ ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, არიან დაშავებულები. არსებული ინფორმაციით, მიკროავტობუსი, რომელშიც რამდენიმე მგზავრი იმყოფებოდა, ჯებირს შეეჯახა, რის შემდეგაც ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, დაშავებულები კი, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ავტომობილით კლინიკაში გადაჰყავთ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტარნსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის […]