ავარია ქარელში – 1 ადამიანი დაიღუპა

ქარელის რაიონის სოფელ საღოლაშენთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რასაც ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, ავტომობილი ქვეითად მოსიარულე მამაკაცს დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.

ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.

იპნ