კატეგორია: შემთხვევა

ქუთაისში ფოიერვერკისგან ხანძარი გაჩნდა

ქუთაისში ფოიერვერკისგან ხანძარი გაჩნდა

ქუთაისში, ნიკიას ქუჩაზე რესტორნიდან გაშვებული ფოიერვერკის გამო დასახლებულ პუნქტში, ქუჩაში განთავსებულ გაზონს ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევა წუხელ გვიან ღამით მოხდა. ცეცხლი ეკიდა რესტორნების მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ბალახს. ადგილობრივი მოსახლეობის განცხადებით, ცეცხლის გაჩენის მიზეზი ერთ-ერთი რესტორნიდან გაშვებული ფოიერვერკი გახდა. ადგილზე იმყოფებოდა ხანძარსაწინააღმდეგო ბრიგადები და დროულად მოხერხდა ცეცხლის ჩაქრობა. მომხდარზე დაწყებულია მოკვლევა. ინტერპრესნიუსი

ნატახტართან დაიწვა ტრაილერი, რომელსაც სალომე ზურაბიშვილის სააგიტაციო ნივთები გადაჰქონდა

ნატახტართან დაიწვა ტრაილერი, რომელსაც სალომე ზურაბიშვილის სააგიტაციო ნივთები გადაჰქონდა

ცოტა ხნის წინ ხანძარი გაჩნდა ნატახტრის ტერიტორიაზე მდებარე ავტომაგისტრალზე. ცეცხლი ტრაილერს გაუჩნდა, რომელიც ტანსაცმლით და სხვა ნივთებით იყო დატვირთული. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო და საპატრულო ეკიპაჟები. სალომე ზურაბიშვილის შტაბის ინფორმაციით, სატვირთოს სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო აგიტაციისთვის განკუთვნილი ნივთები გადაჰქონდა. „თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 28-ე კილომეტრზე სატვირთო ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. სატვირთო ავტომობილი ახორციელებდა საქართველოს ფოსტის ტვირთის გადაზიდვას თურქეთის რესპუბლიკიდან თბილისში, […]

ერთი გარდაცვლილი და ორი დაშავებული – ავარია ზუგდიდში

ერთი გარდაცვლილი და ორი დაშავებული - ავარია ზუგდიდში

მსხვერპლით დასრულდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევა. გარდაცვლილია ერთი ადამიანი ორი კი მსუბუქად დაშავდა. დაშავებულები ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში არიან მოთავსებულები. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 275-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია

ავარია გორში – დაშავებულია ორსული

ავარია გორში - დაშავებულია ორსული

ავარია გორში – ჭავჭავაძის ქუჩაზე ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. “ნიუპოსტის” კორესპონდნეტის ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა ორსული ქალი, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. შსს-მ მომხდარზე გამოძიება 176 მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.

ზუგდიდთან ფოლკსვაგენმა 12 წლის ბიჭი გაიტანა და მოკლა

ზუგდიდთან ფოლკსვაგენმა 12 წლის ბიჭი გაიტანა და მოკლა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭითაწყარში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 12 წლის ბიჭი დაიღუპა. მეზობლების ინფორმაციით, ის ქვეითად გადაადგილდებოდა, რა დროსაც „ფოლკსვაგენის“ მარკის ავტომანქანა შეეჯახა. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. შსს-მ მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო. ინტერპრესნიუსი

ჩხოროწყუში ხანძარს 1 ადამიანი ემსხვერპლა

საბერძნეთში ხანძრის გამო ისევ საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, შემთხვევა სოფელ კირცხში მოხდა. ცეცხლი სახლში გაჩნდა, სადაც 80 წლის კაცი იმყოფებოდა. მისი გადარჩენა ვერ მოხერხა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. იმედინიუსი

წერეთელზე მანქანამ მამაკაცი გაიტანა და მოკლა

წერეთელზე მანქანამ მამაკაცი გაიტანა და მოკლა

წე­რეთ­ლის გამ­ზირ­ზე “ოპე­ლის” მარ­კის ავ­ტო­მო­ბი­ლი ქვე­ი­თად მო­სი­ა­რუ­ლე მა­მა­კაცს და­ე­ჯა­ხა, რო­მე­ლიც ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. რო­გორც “ინტერპრესიუსს” ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს პრეს­სამ­სა­ხურ­ში გა­ნუ­ცხა­დეს, ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 276-ე მუხ­ლის მე­ხუ­თე ნა­წი­ლით და­ი­წყო, რაც სატ­რან­სპორ­ტო მოძ­რა­ო­ბი­სას წე­სე­ბის დარ­ღვე­ვას გუ­ლის­ხმობს, რა­მაც ადა­მი­ა­ნე­ბის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა გა­მო­იწ­ვია. მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მძღო­ლი ად­გი­ლი­დან არ მი­მა­ლუ­ლა.

ბარათაშვილის ქუჩაზე შენობიდან მინა ჩამოვარდა – ვიდეო

ბარათაშვილის ქუჩაზე შენობიდან მინა ჩამოვარდა - ვიდეო

თვითმხილველთა ინფორმაციით, თბილისში, ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე შენობიდან შუშა ჩამოვარდა და მისი ნამსხვრევები ქუჩაში ყრია. ამჯერად, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. 2018 წლის 28 თებერვალს, ამავე, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ შენობიდან შუშის ჩამოვარდნას 14 წლის ასლან მამედოვის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევის გახმაურების შემდეგ ადგილზე მივიდა რადიო თავისუფლების კორესპონდენტი, რომელსაც გამვლელებმა უთხრეს, რომ ქუჩაზე ჩამოყრილი ნამსხვრევები არა ფანჯრის ჩამოვარდნისას, არამედ […]

ჯიქიაზე კორპუსის ლიფტი მოწყდა – 4 კაცზე გათვლილ ლიფტში 8 ირანელი და 1 ქართველი იჯდა

ჯიქიაზე კორპუსის ლიფტი მოწყდა - 4 კაცზე გათვლილ ლიფტში 8 ირანელი და 1 ქართველი იჯდა

გუშინ, ღამით ჯიქიაზე, კორპუსის ლიფტი მოწყდა, რომელშიც ირანის 8 და საქართველოს 1 მოქალაქე იმყოფებოდა. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა,- ამის შესახებ, ,,პრაიმტაიმს” ინფორმაცია ერთ-ერთმა თვითმხილველმა  მიაწოდა. როგორც მან ჩვენთან საუბარში აღნიშნა, ლიფტს წონის მუხრუჭი არ უმუშავებდა და ლიფტის ჩავარდნა სწორედ, ამან გამოწვია. ​,,შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა. ლიფტი 4 ადამიანზეა გათვლილი. თუმცა, მაგ დროს 9 ადამიანი იმყოფებოდა. […]

ვაზიანში ბმვ-მ 3 ქვეითს გადაუარა და ამოტრიალდა – 2 ადამიანი დაიღუპა

ვაზიანში ბმვ-მ 3 ქვეითს გადაუარა და ამოტრიალდა - 2 ადამიანი დაიღუპა

ვაზიანში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავარიის შედეგად ორი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, სამი კი დაშავდა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების ბრიგადები და საპატრულო პოლიცია. ორ დაშავებულს დახმარება ადგილზე გაეწია, ორი მამაკაცი კი კლინიკაში გადაიყვანეს. როგორც “ინტერპრესნიუსს” შსს-ში განუცხადეს, შემთხვევა გვიან ღამით თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის ავტომაგისტრალზე, სოფელ ვაზიანის წრესთან მოხდა. “ბე-ემ-ვე”-ს მარკის ავტომანქანა გზაზე მდგარ სამ ქვეით მამაკაცს შეეჯახა, შემდეგ […]