ერთი გარდაცვლილი და ორი დაშავებული – ავარია ზუგდიდში

მსხვერპლით დასრულდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევა. გარდაცვლილია ერთი ადამიანი ორი კი მსუბუქად დაშავდა. დაშავებულები ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში არიან მოთავსებულები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 275-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია