ხანძარი თბილისში, ცაბაძის ქუჩაზე – ცეცხლი კერძო საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა. ადგილზე მობილიზებულია 7 სახანძრო ბრიგადა და მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები. ამ დროისთვის ცეცხლი ლოკალიზებულია. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. რუსთავი 2
კატეგორია: შემთხვევა
მარნეულში მატარებელი 30 წლის მამაკაცს დაეჯახა და მოკლა
მარნეულში, ე.წ. მაღალაშვილის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, ახალგაზრდა მამაკაცს მატარებელი დაეჯახა. წინასწარი ინფორმაციით, 30 წლამდე ასაკის მამაკაცი რკინიგზის რელსებზე იჯდა, მატარებლის მემანქანის ხმოვანი სიგნალით მიუხედავად, ის რელსებიდან არ გადავიდა და მას მატარებელი დაეჯახა. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. როგორც „ინტერპრესნიუსს” შსს-ში განუცხადეს, ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის […]
ხობში ოპელი ხეს შეეჯახა და დაიწვა
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთში მსუბუქი ავტომანქანა დაიწვა. ოპელის მარკის ავტომანქანა ხეს შეეჯახა და ცეცხლი გაუჩნდა. მძღოლი, რომელიც ავტომობილს მართავდა სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ფოთის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. 32 წლის მამაკაცს შესაბამისი გამოკვლევები ჩაუტარდა. ექიმების ინფორმაციით, მისი მდგომარეობა სტაბილურია. საქმეზე დაწყებულია გამოძიება, ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზს გამოძიება დაადგენს. რუსთავი 2
ქუთაისში ფოიერვერკისგან ხანძარი გაჩნდა
ქუთაისში, ნიკიას ქუჩაზე რესტორნიდან გაშვებული ფოიერვერკის გამო დასახლებულ პუნქტში, ქუჩაში განთავსებულ გაზონს ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევა წუხელ გვიან ღამით მოხდა. ცეცხლი ეკიდა რესტორნების მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ბალახს. ადგილობრივი მოსახლეობის განცხადებით, ცეცხლის გაჩენის მიზეზი ერთ-ერთი რესტორნიდან გაშვებული ფოიერვერკი გახდა. ადგილზე იმყოფებოდა ხანძარსაწინააღმდეგო ბრიგადები და დროულად მოხერხდა ცეცხლის ჩაქრობა. მომხდარზე დაწყებულია მოკვლევა. ინტერპრესნიუსი
ნატახტართან დაიწვა ტრაილერი, რომელსაც სალომე ზურაბიშვილის სააგიტაციო ნივთები გადაჰქონდა
ცოტა ხნის წინ ხანძარი გაჩნდა ნატახტრის ტერიტორიაზე მდებარე ავტომაგისტრალზე. ცეცხლი ტრაილერს გაუჩნდა, რომელიც ტანსაცმლით და სხვა ნივთებით იყო დატვირთული. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო და საპატრულო ეკიპაჟები. სალომე ზურაბიშვილის შტაბის ინფორმაციით, სატვირთოს სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო აგიტაციისთვის განკუთვნილი ნივთები გადაჰქონდა. „თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 28-ე კილომეტრზე სატვირთო ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. სატვირთო ავტომობილი ახორციელებდა საქართველოს ფოსტის ტვირთის გადაზიდვას თურქეთის რესპუბლიკიდან თბილისში, […]
ერთი გარდაცვლილი და ორი დაშავებული – ავარია ზუგდიდში
მსხვერპლით დასრულდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევა. გარდაცვლილია ერთი ადამიანი ორი კი მსუბუქად დაშავდა. დაშავებულები ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში არიან მოთავსებულები. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 275-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია
ავარია გორში – დაშავებულია ორსული
ავარია გორში – ჭავჭავაძის ქუჩაზე ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. “ნიუპოსტის” კორესპონდნეტის ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა ორსული ქალი, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. შსს-მ მომხდარზე გამოძიება 176 მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.
ზუგდიდთან ფოლკსვაგენმა 12 წლის ბიჭი გაიტანა და მოკლა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭითაწყარში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 12 წლის ბიჭი დაიღუპა. მეზობლების ინფორმაციით, ის ქვეითად გადაადგილდებოდა, რა დროსაც „ფოლკსვაგენის“ მარკის ავტომანქანა შეეჯახა. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. შსს-მ მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო. ინტერპრესნიუსი
ჩხოროწყუში ხანძარს 1 ადამიანი ემსხვერპლა
წერეთელზე მანქანამ მამაკაცი გაიტანა და მოკლა
წერეთლის გამზირზე “ოპელის” მარკის ავტომობილი ქვეითად მოსიარულე მამაკაცს დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. როგორც “ინტერპრესიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანების სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. მათი ინფორმაციით, მძღოლი ადგილიდან არ მიმალულა.










