მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კიროვკაში უბედური შემთხვევა მოხდა – 7 წლის ბავშვი სახლთან გამავალ სარწყავ არხში გადავარდა და დაიხრჩო. ადგილობრივების ინფორმაციით, ბავში სოფელში სტუმრად ბებია-ბაბუასთან იმყოფებოდა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. ბავშვი არხის პირას თამაშობდა, რის შემდეგაც გაუჩინარდა. რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ ის სარწყავ არხში, რომელშიც წვიმის შედეგად წყლის დონე მომატებული იყო, უკვე გარდაცვლილი ნახეს. როგორც ,,ინტერპრესნიუსს” შსს-ში […]
კატეგორია: შემთხვევა
ავარიას ჩაქვთან 24 წლის მიმო ივანიაძე და მისი 6 თვის ტყუპები, სესილი და ნიაკო, შეეწირნენ
ჩაქვში მომხდარმა ავარიამ დღეს საზოგადოება შეძრა. დაღუპულები არიან 24 წლის მიმო ივანიაძე და მისი 6 თვის ტყუპი ქალიშვილი – სესილი და ნიაკო. ავარიის დროს დაშავდნენ ასევე ბავშვების დედა თეონა იაკობიძე და ბებია, რომლებიც გადარჩნენ და ბათუმის დედათა და ბავშვთა რეფელარულ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათი მდგომარეობა სტაბილურია. სავარაუდოდ, ოჯახი ბათუმში ქორწილში იმყოფებოდა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება […]
ბათუმთან ავარიის შედეგად 3 თვის ტყუპებიც დაიღუპნენ – ავარიას 1 ოჯახიდან 3 ადამიანი შეეწირა
ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე ავარიის დროს დაშავებული ორი ჩვილი გარდაიცვალა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ბათუმის დედათა და ბავშვთა საავადმყოფოში განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, საავადმყოფოში შეყვანისას 3 თვის ბავშვები უკვე გარდაცვლილი იყვნენ. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 3 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის, ორი მცირეწლოვანი ბავშვი და მათი მამაა. „კვირას“ ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი და სატვირთო ავტომანქანები შეეჯახნენ. აღსანიშნავია, რომ ლურჯი ფერის მსუბუქი […]
ავარია ბათუმთან – ოჯახის 1 წევრი დაიღუპა, 4 დაშავდა
ქობულეთი-ბათუმის შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა და ერთი დაიღუპა. თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომობილში ერთი ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ, ავარიის დროს დაშავდა ორი ბავშვი, დედა და ბებია, ბავშვების მამა კი გარდაიცვალა. როგორც ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში “ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, ბავშვები ბათუმის ბავშვთა საავადმყოფოში არიან გადაყვანილი, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. რაც შეეხება ბავშვების დედას და ბებიას, ისინი […]
ზესტაფონთან 3 ტრაილერი ხრამში გადავარდა
რუსთავი-თბილისის ავტობანზე სატვირთო მოტოციკლს დაეჯახა
რუსთავი-თბილისის ავტობანზე მომხდარი ავარიის შედეგად 36 წლის მამაკაცი დაშავდა. მოტოციკლი და სატვირთო ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახნენ. შემთხვევის შედეგად 36 წლის მამაკაცმა თავის არეში დაზიანებები მიიღო. დაშავებული სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა, კლინიკა რუსთავში გადაიყვანა. მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, მას ყველა საჭირო სამედიცონო მომსახურება უტარდება. ადგილზე ოპერატიულად გამოცხადდა საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო დამედიცინო დახმარების ეკიპაჟები. შსს-მ ფაქტზე გამოძიება 276-ე […]
11 წლის რუსთაველი მოზარდი, რომელსაც 1 თვის წინ დენმა დაარტყა, გარდაიცვალა
11 წლის რუსთაველი მოზარდი, რომელიც 15 ივნისს დაშავდა დღეს გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით მოზარდი ავტოფარეხზე ადიოდა რა დროსაც დენმა დაარტყა და დაბლა ჩამოვარდა. ბიჭი თავიდან “კლინიკა რუსთავში”, მოგვიანებით კი იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს. მას რამდენჯერმე გაუჩერდა გული, იყო კომაში და რჩებოდა მართვით სუნთქვაზე. 11 წლის მოზარდი გუშინ გარდაიცვალა. ინფორუსთავი
კახეთში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ავარიულად დაშვების გამო, 3 მფრინავი, 1 მესაზღვრე და 1 პოლიციელი დაშავდნენ
კახეთში, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ავარიულად დაეშვა. შემთხვევის შედეგად ვერტმფრენში მყოფი პირები დაშავდნენ. დაშავებულები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაჰყავთ. სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ვერტმფრენში მყოფი პოლიციის თანამშრომლები გეგმიურ როტაციაზე მიდიოდნენ: “შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა – ბორტის ნომერი GBP– 10020, კახეთში, თელავის რაიონის სოფელ ართანასთან, სასაზღვრო პოსტ “ანდარაზართან“ ავარიული დაშვება განახორციელა. “სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, რომელშიც […]
კახეთში სასაზღვრო ვერტმფრენი ავარიულად დაეშვა – არიან დაშავებულები
არაოფიციალური ინფორმაციით, კახეთში სასაზღვრო ვერტმფრენი ავარიულად დაეშვა. როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადილიდან იუწყება, არიან დაშავებულები. როგორც სააგენტოს თელავის რეფერალურ საავადმყოფოში განუცხადეს, ამ დროისთვის კლინიკაში ერთი პაციენტია შეყვანილი, რომელსაც გამოკვლევები უტარდება. მათივე განმარტებით, რამდენიმე დაშავებულის შეყვანას კლინიკაში უახლოეს წუთებში ელოდებიან. შინაგან საქმეთა სამინისტროს მომხდარზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.










