შემთხვევა მოხდა მგზავრობის დროს. ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც მიკროავტობუსით მგზავრობდა (როგორც ინფო რუსთავს განუცხადეს სავარაუდოდ რუსთავი-თბილისის მარშრუტი) გზაში ცუდად გახდა. ქვემო ფონიჭალაში მძღოლმა მიკროავტობუსი გააჩერა, ადგილზე გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი. ადგილზე ასევე მობილიზებული იყო საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟებიც. მოგვიანებით გაირკვა რომ ახალგაზრდა მამაკაცს ნარკოტიკული საშუალება ჰქონდა მიღებული, რომლის მაღალმა დოზამაც მისი შეუძლოდ ყოფნა გამოიწვია. […]
კატეგორია: შემთხვევა
ანანურთან სომეხი ეროვნების რუსეთის მოქალაქე დაიღუპა – ლადა ხევში გადავარდა
18 ივლისს დუშეთის რაიონის სოფელ ანანურთან ლადას მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხევში გადავარდა, შემთხვევის შედეგად ავტომობილში მყოფი მგზავრი ადგილზე დაიღუპა, მძღოლი კი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. სომხეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილში სომეხი ეროვნების რუსეთის მოქალაქეები იმყოფებოდნენ. მომხდარ ფაქტზე საქმე აღიძრა მუხლით ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც […]
დიღომში მოტოციკლი ახალგაზრდა ქალს და 15 წლის ბიჭს დაეჯახა
დაახლოებით ერთი საათის წინ, ლუბლიანას ქუჩაზე ავარია მოხდა. მოტოციკლი გზაზე ორ მოქალაქეს, ახალგაზრდა ქალსა და 15 წლის ბიჭს დაეჯახა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. მოტოციკლის მძღოლი ამბობს, რომ ამდენ მანქანაში ისინი ვერ შენიშნა, რადგან მათ საგზაო მოძრაობის წესები დაარღვიეს და არ ისარგებლეს ზებრა გადასასვლელით. დაშავებულები ჯაფარიძის კლინიკაში გადაიყვანეს. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო და საპატრულო ეკიპაჟი. იმედინიუსი
ქუთაისში პოლიციელი დაიღუპა
ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები სამსახურეობრივ უფლებამოსილებას ასრულებდნენ, როდესაც მათი ავტომობილი და მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს დაეჯახნენ. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი ადგილზე დაიღუპა, მეორე კი დაშავდა. ადგილზე მობილიზებული იყვნენ საპატრულო პოლიციის და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები. დაშავებული პოლიციელი გადაყვანილია საავადმყოფოში, მას შესაბამისი სამედიცინო კვლევები უტარდება. შსს-ში „ინფო რუსთავს“ განუცხადეს, რომ გამოძიება […]
ბათუმში გარდაცვლილი მამაკაცი იპოვეს
ბათუმში, ტბელ აბუსერიძის #4-ში გარდაცვლილი მამაკაცი იპოვეს. შუახნის მამაკაცი უგონო მდგომარეობაში საცხოვრებელი კორპუსის ბინადრებმა იპოვეს და სასწრაფო დახმარება და პოლიცია გამოიძახეს. „არ ვიცით, რა არის მიზეზი. ხმაური რომ გავიგონე, ჩამოვედი ზემო სართულიდან და ასეთ მდგომარეობაში დამხვდა. გამოვიძახეთ სასწრაფოც და პოლიციაც, მაგრამ უკვე გვიანი იყო. ამბობენ, რომ სადარბაზოში რაღაცას აკეთებდა და მაღალი ძაბვის სადენს შეეხოო“, – ამბობს […]
ხანძარი ნუცუბიძეზე – იწვის საცხოვრებელი სახლის ორი სართული
თურქეთში ქართული მანქანა სამსუნი-ანკარის ტრასაზე კედელს შეასკდა – დაშავდა 5 ადამიანი
თურქეთში, სამსუნი-ანკარას ავტომაგისტრალზე ავარიისას საქართველოს ხუთი მოქალაქე დაშავდა. თურქული მედიის ინფორმაციით, ქართული სანომრე ნიშნებით მოძრავი ავტომობილი, რომლის საჭესთანაც საქართველოს მოქალაქე იჯდა, ქალაქ ქავაკიდან სამსუნში მიემართებოდა, გზიდან გადავიდა და კედელს შეეჯახა. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო სამსახურმა სამსუნის ჰოსპიტალში გადაიყვანა. პოლიცია ავარიის მიზეზებს არკვევს. ინტერპრესნიუსი
გლდანში მანქანამ 30 წლის ქალი მოკლა
გლდანში, მსუბუქი ავტომობილი ქვეითად მოსიარულე 30 წლამდე ასაკის ქალს შეეჯახა. ახალგაზრდა ქალი ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა წუხელ მოხდა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ნიუპოსტი
მატარებელმა ახალგაზრდა კაცი გაიტანა – შემთხვევა ზესტაფონში
ზესტაფონში, რკინიგზის სადგურზე ახალგაზრდა კაცს ჩქაროსნული მატარებელი დაეჯახა. ამის შესახებ ინფორმაციას ,,პირველი” ავრცელებს. წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ახალგაზრდამ სხეულის ქვედა კიდური დაკარგა. დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
ომალოსთან მერსედესი ხევში გადავარდა
თუშეთის გზაზე, სოფელ ომალოსთან „მერსედესის“ მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხევში გადავარდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც ავტომობილის მძღოლი გადაადგილებას შემოვლითი გზით ცდილობდა. ავარიის შედეგად დაშავდა ერთი მგზავრი, რომელიც თუშეთიდან თელავში სასწრაფო დახმარების მანქანით გადაჰყავთ.










