ტყიბულში, სოფელ ახალსოფლის წყალსაცავში, 16 წლის მოზარდი გარდაცვლილი იპოვეს. სააგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა მოზარდის ცხედარი ტბიდან უკვე ამოიყვანეს. ადგილობრივების განცხადებით, მოზარდები ტბაში საბანაოდ ხშირად დადიან, თუმცა ადგილს, სადაც მაშველებმა 16 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს, საბანაოდ ნაკლებად იყენებენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ნიუპოსტი
კატეგორია: შემთხვევა
საირმისკენ მიმავალ გზაზე კლდე ჩამოიშალა
ბაღდათი-საირმის დამაკავშირებელ გზაზე, სოფელ უდაბნოში გზაზე კლდის ნაწილი ჩამოიშალა. მომხდარის გამო, კურორტ საირმესთან დაკავშირება რამდენიმე საათია, შეზღუდულია. ადგილზე გზის სავალი ნაწილის გაფართოების სამუშაოებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი აწარმოებს. „რამ გამოიწვია კლდის ჩამოშლა, უცნობია. შესაძლოა, ეს დღეს მომხდარ მიწისძვრას უკავშირდებოდეს. ამას მოგვიანებით იტყვიან სპეციალისტები. ამ დროისთვის, გზის გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს და მიმოსვლა დაახლოებით ნახევარ საათში აღდგება, დამსვენებლებსა და ადგილობრივებს […]
ნაფარეულის გზაზე ავტომობილი ალაზანში გადავარდა. არიან დაშავებულები
ნაფარეულის საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ხუთი ადამიანი დაშავდა. თვითმხილველების განცხადებით, მაღალი სიჩქარით მოძრავმა Toyota-ს მარკის მსუბუქმა ავტომობილმა ჯებირი გაარღვია და მდინარე ალაზანში 15 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. ინფორმაციას 1tv ავრცეებს ავტომანქანაში მძღოლი, სამი ქალი და 13 წლამდე ასაკის გოგო იმყოფებოდა. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო და სამაშველო ჯგუფები. დაშავებულები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაჰყავთ. მომხდარზე გამოძიება დაწყებულია.
თელავში მანქანა „საქართველოს ფოსტის“ მოტოციკლს დაეჯახა
თელავში, გამარჯვების ქუჩაზე, “ოპელის” მარკის ავტომანქანა და „საქართველოს ფოსტის“ მოტოციკლი ერთმანეთს შეეჯახა. დაშავებულია მოტოციკლის მძღოლი, რომელიც სასწრაფო დახმარების ჯგუფმა რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. მას ხელზე მოტეხილობები აღენიშნება. ადგილზე სამართლადამცველები არიან მობილიზებული. ინტერპრესნიუსი
თამარ მეფის გამზირზე ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა
თამარ მეფის გამზირზე მუნიციპალურ ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა. თვითმხილველების ინფორმაციით, შემთხვევამ პანიკა გამოიწვია. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. შინაგან საქმეთა სამინისტროში „რუსთავი 2-ს“ განუცხადეს, რომ ცეცხლი გაყვანილობას გაუჩნდა, რამაც ძლიერი დაკვამლიანება გამოიწვია. ადგილზე მეხანძრეები იყვნენ მობილიზებულები. შსს-ის ცნობით, მომხდარზე პრეტენზია არავის გამოუთქვამს და უწყებას გამოძიება არ დაუწყია.
ავარია თერჯოლასთან – 1 ადამიანი დაიღუპა, 2 დაშავდა
ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა სიმონეთი-თერჯოლის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. თვითმხილველების განცხადებით, მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბორდიურს შეეჯახა. როგორც პირველ არხს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი და მეხუთე ნაწილებით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად […]
ქუთაისში 21 წლის ბიჭი ცოლთან ჩხუბის შემდეგ თეთრი ხიდიდან ხტებოდა
წეროვანთან ტრაილერი მიკროავტობუსს დაეჯახა – დაიღუპა ახალგაზრდა ბიჭი, 18 ადამიანი დაშავდა
დღეს დილით წეროვანთან ტრაილერი თბილისი-ქსანის მიმართულებით მოძრავ მიკროავტობუსს დაეჯახა. ავარიის შედეგად მიკროავტობუსმა ჯებირი გაანგრია, რომლის ნაწილები იქვე მდგომ მსუბუქ ავტომობილს დაეცა. შემთხვევის შედეგად დაშავდა 19 ადამიანი, რომლებიც მცხეთის რაიონულ საავადმყოფოში არიან მოთავსებული. თვითმხილველების ინფორმაციით, დაშავებულებს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებათ. ექიმების ინფორმაციით კი, დაშავებული პირებიდან 2-ს გადაუდებელი ოპერაცია უტარდება. ერთ-ერთი ვერსიით, ტრაილერის მძღოლს საბურავი გაუსკდა, რის გამოც […]
შავშვებთან სატვირთო ამობრუნდა – მოძრაობა პარალიზებულია
შიდა ქართლში, სოფელ შავშვებთან, სატვირთო ავტომობილი ამობრუნდა, რის გამოც გზის ამ მონაკვეთზე ავტომობილები შეფერხებით გადაადგილდებიან. ამასთან, ავტომაგისტრალზე საავტომობილო მოძრაობის გართულება მეტეოროლოგიურ პროცესებს, კერძოდ, ძლიერ წვიმას უკავშირდება. ცენტრალურ ავტომაგისტრალზე, დასავლეთის მიმართულებით, საავტომობილო მოძრაობა რამდენიმე წუთია, პარალიზებულია. ნიუპოსტი
ზესტაფონში ავარიას და-ძმა ემსხვერპლა – 3 ადამიანი დაშავდა
ზესტაფონში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილია და-ძმა. კიდევ სამი ადამიანი დაშავებულია. მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.










