წეროვანთან ტრაილერი მიკროავტობუსს დაეჯახა – დაიღუპა ახალგაზრდა ბიჭი, 18 ადამიანი დაშავდა

წეროვანთან ტრაილერი მიკროავტობუსს დაეჯახა - დაიღუპა ახალგაზრდა ბიჭი, 18 ადამიანი დაშავდადღეს დილით წეროვანთან ტრაილერი თბილისი-ქსანის მიმართულებით მოძრავ მიკროავტობუსს დაეჯახა. ავარიის შედეგად მიკროავტობუსმა ჯებირი გაანგრია, რომლის ნაწილები იქვე მდგომ მსუბუქ ავტომობილს დაეცა.

შემთხვევის შედეგად დაშავდა 19 ადამიანი, რომლებიც მცხეთის რაიონულ საავადმყოფოში არიან მოთავსებული.

თვითმხილველების ინფორმაციით, დაშავებულებს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებათ. ექიმების ინფორმაციით კი, დაშავებული პირებიდან 2-ს გადაუდებელი ოპერაცია უტარდება.

ერთ-ერთი ვერსიით, ტრაილერის მძღოლს საბურავი გაუსკდა, რის გამოც მან საჭის დამორჩილება ვერ შეძლო. მეორე ვერსიით კი, ტრაილერის მძღოლს ჩაეძინა.

შემთხვევის შედეგად 2 საათის განმავლობაში ცენტრალურ მაგისტრალზე მოძრაობა შეზღუდული იყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილი დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

მოგვიანებით, ავტოავარიისას დაშავებულთაგან ახალგაზრდა ბიჭი გარდაიცვალა.

ექიმების თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სიცოცხლესთან შეუთავსებელი იყო. კლინიკაში მიყვანისთანავე მას გულის ასამუშავებელი პროცედურები ჩაუტარდა, მაგრამ უშედეგოდ.

ნიუპოსტი