დიღმის მასივში მაშველებმა 4 დღის წინ დაკარგული ფიტნეს კომპანისს დირექტორი, 32 წლის მამაკაცი, ორმოდან ამოიყვანეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მამაკაცი უგონო მდგომარეობაში მუხლებამდე მიწაში იყო ჩაფლული. „შეტყობინება სახანძრო-სამაშველო სამსახურში მოქალაქისგან შემოვიდა, რომელმაც მამაკაცი შემთხვევით იპოვა. მოქალაქე გადაყვანილია საავადმყოფოში“, – აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კატეგორია: შემთხვევა
თურქეთში ავარიას საქართველოს მოქალაქე ემსხვერპლა
თურქეთში ავტოსაგზაო შემთხვევას საქართველოს მოქალაქე ემსხვერპლა. თურქული მედიის ინფორმაციით, შემთხვევა გედიზი-ქუთაჰიას გზის 22-ე კილომეტრზე მოხდა. სატვირთო ავტომობილი გზიდან გადავარდა. საქართველოს მოქალაქის ცხედარი გედიზის პროზექტურაშია გადასვენებული. ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია, მიმდინარეობს გამოძიება. ინტერპრესნიუსი
გლდანში ქალი მე-7 სართულიდან გადმოვარდა
თბილისში, გლდანში შუახნის ქალი მე-7 სართულიდან გადმოვარდა და დაიღუპა. როგორც პირველ არხს თვითმხილველებმა განუცხადეს, შემთხვევა გლდანის მე-7 მკ/რნ-შიმოხდა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ზვიად კვაჭანტირაძე ზესტაფონთან ავარიაში მოჰყვა
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ზესტაფონში. დეპუტატი ზვიად კვაჭანტირაძე Toyota Camry-ის მარკის მსუბუქი ავტომობილით ქუთაისიდან თბილისში ბრუნდებოდა როდესაც საპირისპირო მიმართულებით მოძრავმა სატვირთო ავტომობილმა მართვა დაკარგა და მას შეეჯახა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მუშაობს საპატრულო პოლიცია. შსს-ში აცხადებენ, რომ შემთხვევაში დამნაშავე მძღოლი ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდება.
საუდის არაბეთის ნაკრების თვითმფრინავი როსტოვში ავარიულად დაეშვა – ვიდეო
თვითმფრინავმა, რომელსაც საუდის არაბეთის ნაკრები გადაჰყავდა სანკტ პეტერბურგიდან როსტოვში, ავარიული დაჯდომა განახორციელა. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ თვითმფრინავის ძრავს ცეცხლი გაუჩნდა, მაგრამ მოგვიანებით ეს ცნობა უარყვეს. დაჯდომის დროს აირბუს ა319-100-ის ძრავში ჩიტი მოხვდა, რამაც მისი დაზიანება გამოიწვია. თვითმფრინავი 2 მოქმედი ძრავით დაჯდა როსტოვის აეროპორტში. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. თვითმფრინავი რუსულ ავიაკომპანიას ეკუთვნის. საუდის არაბეთი 20 ივნისს […]
რუსთავში, ერთ-ერთ ტაძარში ცეცხლი გაჩნდა
ხანძარი რუსთავში – მე-16 მიკრორაიონში მდებარე ერთ-ერთ ტაძარში ცეცხლი გაჩნდა. წმინდა ალექსი – ბერი შუშანიას სახელობის ტაძარში ერთ-ერთ ოთახში გაცნდა ცეცხლი, სადაც სანთლები ინახებოდა. ცეცხლი ამ დროისთვის ლოკალიზებულია. ამ დროისათვის სახანძრო-სამაშველო ბრიგადა კვლავ მობილიზებულია და ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
გაგარინზე ორმოში ჩავარდნილი მუშა მაშველებმა ამოიყვანეს – ვიდეო
თბილისში, გაგარინზე, აკაკი გახოკიძის ქუჩაზე სარემონტო სამუშაოების დროს ორმოში ჩავარდნილი მუშა სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა ამოიყვანეს. ის საავადმყოფოშია უკვე. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ის ორმოში იყო და წყლის მილი გაყავდა, რა დროსაც ორმო ჩამოიშალა, ქვის ფილები ჩამოცვივდა და მუშა მოიყოლა, ორმო კი წყლით გაივსო.
ბახმაროში მეხის დაცემამ კაცი მოკლა
ბახმაროში მეხის დაცემას კაცი ემსხვერპლა. უბედური შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, დაღუპულის გადმოსვენება ვერ ხერხდება, რადგან უამინდობის გამო ადიდებულია მდინარე ბახვის წყალი. ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა და მიმდინარეობს კალაპოტის გაჭრა. ბახმაროში ძლიერი წვიმა და ჭექა-ქუხილია. იმედინიუსი
ფოთში საცხოვრებელი სახლი დაიწვა
ფოთში, ათონელის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლი დაიწვა. შემთხვევის შედეგად დამწვარია საყოფაცხოვრებო ნივთები და ტექნიკა. საგანეგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან გაუფრთხილებლობით განადგურებას გულისხმობს.
შხარადან ფეხმოტეხილი ალპინისტი ჩამოიყვანეს – ვიდეო
მესტიაში, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს სამთო მაშველებმა შხარას მყინვარიდან ფეხმოტეხილი ალპინისტი ჩამოიყვანეს. დაშავებული უზბეკეთის მოქალაქეა, რომელიც სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. პირველი https://www.facebook.com/EmergencyManagementService/videos/1835590543411836/










