თბილისში, ფეიქრების ქუჩაზე ავტომობილების მეორადი ნაწილების რამდენიმე მაღაზია დაიწვა.საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მათივე ცნობით, ადგილზე 6 სახანძრო- სამაშველო ჯგუფი მუშაობდა და დამწვარია 100 კვ.მ ფართობი. ნიუპოსტი
კატეგორია: შემთხვევა
ქუთაისში ტრაილერმა მამაკაცს გადაუარა
ქუთაისში ჭავჭავაძისა და ნიკეას ქუჩების კვეთაზე შუახნის მამაკაცს ტრაილერმა გადაუარა. შემთხვევის შედეგად მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის მე 5 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ავტოსაგზაო შემთხვევას, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა.
მთაწმინდაზე, სადაც სასტუმრო შენდება, კლდე ჩამოიშალა – ვიდეო
მთაწმინდაზე კლდე ჩამოიშალა. მომხდარის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში ვრცელდება. ინციდენტი ყიფიანის ქ. 35ბ-ში მოხდა. ამ ადგილზე ერთ-ერთი კომპანია სამშენებლო სამუშაოებს ასრულებდა. კლდის ჩამონგრევასთან დაკავშირებით დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განცხადება გააკეთა ქალაქის მერმა. კახა კალაძემ სამშენებლო კომპანიის თანამშრომლები მერიაში დაიბარა. „თბილისში ყიფიანის ქუჩაძე მოხდა კლდის ჩამოშლა, სადაც სასტუმრო შენდებოდა. მინდა დავავალო ჩემს მოადგილეს ილია ელოშვილს, დღესვე მთავრობის […]
ბარნოვის ქუჩაზე ევაკუაცია გამოცხადდა
ქუთაისში საავადმყოფოს მეოთხე სართულიდან პაციენტი გადახტა
ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრის მეოთხე სართულიდან პაციენტი გადახტა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. არსებული ინფორმაციით, შუახნის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. მომხდარის დეტალები უცნობია. აღნიშნულთან დაკავშირებით ინტერვენციული მედიცინის ცენტრში კომენტარი ამ დრომდე არ კეთდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 115–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ავარია წეროვანთან – ავტობანზე რამდენიმეკილომეტრიანი საცობია
რამდენიმე წუთის წინ ავტობანზე, წეროვანთან, ავარია მოხდა, რამაც რამდენიმე კილომეტრის სიგრძის საცობი წარმოქმნა. გურია ნიუსის ცნობით, მსუბუქი მანქანა სამარშრუტო მიკროავტობუსს შეეჯახა, რომელშიც მგზავრები ისხდნენ. შემდეგ კი ეს მიკროავტობუსი საპირისპირო მხარეს მომავალ სატვირთოს შეეჯახა. ავარიას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ადგილზე ამ წუთებში საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებია მობილიზებული.
ავარია მახინჯაურში – დაშავდა 5 ადამიანი
ავარიის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა მახინჯაურში. გვირაბთან ერთმანეთს ჯიპის ტიპის და მსუბუქი ავტომანქანები შეეჯახნენ. დაშავებულებს შორის ორი მცირეწლოვანია – ხუთი და შვიდი წლის ბავშვები. როგორც სასწრაფო სამედიცინო ცენტრში განაცხადეს, ერთერთი მათგანის მდგომარეობა მძიმეა. ისინი დედა და ბავშვთა ცენტრში არიან მოთავსებული. რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი დანარჩენი სამი დაშავებული. ფაქტზე გამოძიება დაიწყო. იმედინიუსი
კაფე “ქეთის ბისტროში” ხანძარი ლოკალიზებულია
ავარია იგოეთთან – სატვირთოები ერთმანეთს დაეჯახნენ
თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალზე, იგოეთის მონაკვეთთან ავტოავარია მოხდა. ერთმანეთს ორი სატვირთო ავტომობილი შეეჯახა, რომლებიც სპირტითა და ზეთით იყვნენ დატვირთული. სატვირთო ავტომობილების შეჯახებამ აალება და ხანძარი გამოიწვია. ადგილზე სამართალდამცველები და სახანძრო სამაშველო ჯგუფები არიან მობილიზებული. მომხდარს მსხვერპლი არ მოჰყოლია. ავარიის გამო მაგიტრალზე, მოძრაობა შეფერხებით მიმდინარეობს. მომხდარს შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოიძიებს.
ჩიქოვანის ქუჩაზე კორპუსი დაიტბორა
თბილისში, ჩიქოვანის ქუჩაზე ერთ-ერთი კორპუსის პირველი სართული დაიტბორა. ამის მიზეზი სადარბაზოში გახეთქილი წყლის მილია. ინფორმაციას 1tv ავრცელებს. ჩიქოვანის ქუჩის 9/11-ში მცხოვრებლები საკუთარ სახლებში შესვლას ვერ ახერხებენ და კორპუსის წინ არიან. ადგილზე GWP-ის წარმომადგენლები და სამართალდამცველები მივიდნენ.










