კატეგორია: შემთხვევა

კაფე “ქეთის ბისტროში” ხანძარი ლოკალიზებულია

თბილისში, ჭოველიძის ქუჩაზე ხანძარია. როგორც პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ერთ-ერთ კაფეში გამწოვი იწვის. ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები არიან მობილიზებული. კაფე-ბარ “ქეთის ბისტროში” დაიწვა პირველ სართულზე განთავსებულ ბარში ჭერი, ხანძარი ლოკალიზებულია.

ავარია იგოეთთან – სატვირთოები ერთმანეთს დაეჯახნენ

თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალზე, იგოეთის მონაკვეთთან ავტოავარია მოხდა. ერთმანეთს ორი სატვირთო ავტომობილი შეეჯახა, რომლებიც სპირტითა და ზეთით იყვნენ დატვირთული. სატვირთო ავტომობილების შეჯახებამ აალება და ხანძარი გამოიწვია. ადგილზე სამართალდამცველები და სახანძრო სამაშველო ჯგუფები არიან მობილიზებული. მომხდარს მსხვერპლი არ მოჰყოლია. ავარიის გამო მაგიტრალზე, მოძრაობა შეფერხებით მიმდინარეობს. მომხდარს შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოიძიებს.

ჩიქოვანის ქუჩაზე კორპუსი დაიტბორა

თბილისში, ჩიქოვანის ქუჩაზე ერთ-ერთი კორპუსის პირველი სართული დაიტბორა. ამის მიზეზი სადარბაზოში გახეთქილი წყლის მილია. ინფორმაციას 1tv ავრცელებს. ჩიქოვანის ქუჩის 9/11-ში მცხოვრებლები საკუთარ სახლებში შესვლას ვერ ახერხებენ და კორპუსის წინ არიან. ადგილზე GWP-ის წარმომადგენლები და სამართალდამცველები მივიდნენ.

ავარია ჩაქვში – დაშავებულია 8 ადამიანი

ავარია ჩაქვში – შემთხვევის შედეგად 8 ადამიანი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, ჩაქვის გვირაბთან ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

იგოეთთან მინივენი ამოტრიალდა – დაშავდა 4 ადამიანი

19 მაისს ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა იგოეთთან. მინივენის ტიპის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოტრიალდა. ,,ნიუპოსტის“ კორესპონდენტის ცნობით, ავარიის შედეგად დაშავებულია 4 ადამიანი, მათ შორის ორი არასრულწლოვანია. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კასპის საავადმყოფოში გადაიყვანა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსკ 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

ჭიათურაში მაღაროს მუშა ალექსანდრე დეკანოიძე დაშავდა

ჭიათურაში კოროხნალის მაღაროში მუშა დაშავდა. შემთხვევა დღეს, გამთენიისას მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ალექსანდრე დეკანოიძეს ქვა დაეცა. დაშავებული ქუთაისის ცენტრალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. ექიმების თქმით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. “პაციენტს ქალა-ფუძის მოტეხილობა, ხერხემლის მალის მოტეხილობა და ტვინის შეშუპება აღენიშნება. ამ წუთებში მას საოპერაციოდ ამზადებენ”, – განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ საავადმყოფოს დირექტორმა გიორგი ხვედელიძემ.

ურეკში მცირე სატვირთო მანქანა ჯერ ქვეითს, შემდეგ კი დიდ სატვირთოს დაეჯახა – დაიღუპა ახალგაზრდა მამაკაცი

ურეკში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა. მცირე ზომის სატვირთო მანქანა ჯერ ქვეითად მოსიარულეს, შემდეგ კი სატვირთო მანქანას დაეჯახა. დაშავებულია 3 ადამიანი. ერთ-ერთის მდგომარეობა კრიტიკულია. ადგილზე იმყოფებოდა სასწრაფო დახმარების 3 ბრიგადა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. როგორც ,,ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების […]

ერედვის პოლიციის უფროსმა თენგიზ კოლოტაშვილმა მანქანით რიგითი ვაჟა მინდიაშვილი გაიტანა, რომელიც გარდაიცვალა

18 მაისს, სოფელ ხურვალეთთან 23 წლის ახალგაზრდას მანქანა დაეჯახა და მოკლა. ავტომანქანის მძღოლი გორის შს სამმართველოს ერედვის განყოფილების უფროსი აღმოჩნდა. დაღუპული ახალგაზრდა დიცის მკვიდრი, 23 წლის ვაჟა მინდიაშვილია, რომელიც სამხედრო მოსამსახურე იყო.  ის ხურვალეთის დევნილთა დასახლებაში  სტუმრად მიდიოდა, როდესაც სწრაფად მიმავალი მანქანა დაეჯახა. ადგილზე სასწრაფო გამოიძახეს, თუმცა ახალგაზრდის დახმარება ვერ შეძლეს. ადგილობრივები ამბობენ, რომ გზაზე მანქანები, […]

ავარია ხურვალეთში – დაიღუპა შუახნის ქალი

ხურვალეთის დევნილთა ჩასახლებაში ავარიისას შუახნის ქალი დაიღუპა. “ნიუპოსტი” დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტოში არკვევს.

რუსთავში 10 წლის ბავშვი მე-5 სართულიდან გადმოვარდა – მოზარდის მდგომარეობა კრიტიკულია

რუსთავში 10 წლის ბიჭი საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულის აივნიდან გადმოვარდა. მოზარდის მდგომარეობა კრიტიკულია. ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაში გადაიყვანა. დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.