კატეგორია: შემთხვევა

ზუგდიდში 12 წლის მოზარდი გარდაიცვალა

ზუგდიდში 12 წლის დ.კ. გარდაიცვალა. როგორც „ნიუპოსტის“ კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, მოზარდი საფეხბურთო მოედანზე თამაშობდა, რა დროსაც მან გონება დაკარგა. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ იგი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა, სამედიცინო პერსონალის განცხადებით ბავშვს შეყვანის მომენტში გული გაჩერებული ჰქონდა. დაახლოებით ორსაათიანი ბრძოლის მიუხედავად, ექიმებმა ბავშვის გადარჩენა ვერ შეძლეს. მოზარდის ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.

ახალგაზრდა მამაკაცს დედის საფლავზე მეხი დაეცა – ის საავადმყოფოში გადაყვანისას დაიღუპა

27 წლის აზერბაიჯანელ ფარიდ ხაზარის, რომელიც ბოლო წლები რუსეთში ცხოვრობდა, დედა გარდაეცვალა და ის აზერბაიჯანში დაკრძალა. როგორც მისი ახლობლები ჰყვებიან, ფარიდი დედაზე ძალიან დარდობდა და დაკრძალვის შემდეგ მის საფლავს ხშირად სტუმრობდა. ერთხელ ფარიდი სასაფლაოპზე ბიძასთან ერთად წავიდა, როდესაც სასაფლაოს მიუახლოვდნენ ჭექა-ქუხილი და წვიმა დაიწყო, მათ თავი ხის ქვეშ შეაფარეს, რომელსაც ცოტა ხანში მეხი დაეცა. დარტყმის […]

ბათუმში, მაშველებმა 15 წლის ბიჭი დახრჩობას გადაარჩინეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ბათუმში, მაშველებმა 15 წლის ბიჭი დახრჩობას გადაარჩინეს. მათივე ცნობით, მაშველებმა, დაახლოებით 100 მეტრის მოშორებით, ზღვაში, ახალგაზრდა ბიჭი შენიშნეს, ის შველას ითხოვდა. ბიჭის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

ფეიქრების ქუჩაზე ავტომობილების ნაწილების მაღაზიები დაიწვა

თბილისში, ფეიქრების ქუჩაზე ავტომობილების მეორადი ნაწილების რამდენიმე მაღაზია დაიწვა.საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მათივე ცნობით, ადგილზე 6 სახანძრო- სამაშველო ჯგუფი მუშაობდა და დამწვარია 100 კვ.მ ფართობი. ნიუპოსტი

ქუთაისში ტრაილერმა მამაკაცს გადაუარა

ქუთაისში ჭავჭავაძისა და ნიკეას ქუჩების კვეთაზე შუახნის მამაკაცს ტრაილერმა გადაუარა. შემთხვევის შედეგად მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის მე 5 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ავტოსაგზაო შემთხვევას, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა.

მთაწმინდაზე, სადაც სასტუმრო შენდება, კლდე ჩამოიშალა – ვიდეო

მთაწმინდაზე კლდე ჩამოიშალა. მომხდარის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში ვრცელდება. ინციდენტი ყიფიანის ქ. 35ბ-ში მოხდა. ამ ადგილზე ერთ-ერთი კომპანია სამშენებლო სამუშაოებს ასრულებდა. კლდის ჩამონგრევასთან დაკავშირებით დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განცხადება გააკეთა ქალაქის მერმა. კახა კალაძემ სამშენებლო კომპანიის თანამშრომლები მერიაში დაიბარა. „თბილისში ყიფიანის ქუჩაძე მოხდა კლდის ჩამოშლა, სადაც სასტუმრო შენდებოდა. მინდა დავავალო ჩემს მოადგილეს ილია ელოშვილს, დღესვე მთავრობის […]

ბარნოვის ქუჩაზე ევაკუაცია გამოცხადდა

ბარნოვის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში, სადაც ცოტა ხნის წინ ცეცხლი გაჩნდა, მცხოვრებლები ევაკუირებულნი არიან. ადგილზე 10-მდე სახანძროა მობილიზებული. ცეცხლი უკვე 200 კვადრატულ მეტრზეა გავრცელებული. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ხანძრის გაჩენის მიზეზები უცნობია.

ქუთაისში საავადმყოფოს მეოთხე სართულიდან პაციენტი გადახტა

ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრის მეოთხე სართულიდან პაციენტი გადახტა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. არსებული ინფორმაციით, შუახნის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. მომხდარის დეტალები უცნობია. აღნიშნულთან დაკავშირებით ინტერვენციული მედიცინის ცენტრში კომენტარი ამ დრომდე არ კეთდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 115–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ავარია წეროვანთან – ავტობანზე რამდენიმეკილომეტრიანი საცობია

რამდენიმე წუთის წინ ავტობანზე, წეროვანთან, ავარია მოხდა, რამაც რამდენიმე კილომეტრის სიგრძის საცობი წარმოქმნა. გურია ნიუსის ცნობით, მსუბუქი მანქანა სამარშრუტო მიკროავტობუსს შეეჯახა, რომელშიც მგზავრები ისხდნენ. შემდეგ კი ეს მიკროავტობუსი საპირისპირო მხარეს მომავალ სატვირთოს შეეჯახა. ავარიას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ადგილზე ამ წუთებში საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებია მობილიზებული.

ავარია მახინჯაურში – დაშავდა 5 ადამიანი

ავარიის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა მახინჯაურში. გვირაბთან ერთმანეთს ჯიპის ტიპის და მსუბუქი ავტომანქანები შეეჯახნენ. დაშავებულებს შორის ორი მცირეწლოვანია – ხუთი და შვიდი წლის ბავშვები. როგორც სასწრაფო სამედიცინო ცენტრში განაცხადეს, ერთერთი მათგანის მდგომარეობა მძიმეა. ისინი დედა და ბავშვთა ცენტრში არიან მოთავსებული. რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი დანარჩენი სამი დაშავებული. ფაქტზე გამოძიება დაიწყო. იმედინიუსი