ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე სამანქანო ხიდი ნაწილობრივ ჩამოიშალა. ინფორმაციას „აჭარის ტელევიზია” ავრცელებს. ინციდენტის დროს არავინ დაშავებულა. მოქალაქეები ყვებიან, რომ ხიდი ამორტიზებული იყო. ერთი თვის წინ, სიტუაციის შესასწავლად ადგილზე სპეციალისტებიც იმყოფებოდნენ. ფრიდონ ხალვაშის ქუჩის მეორე ჩიხში მცხოვრებლები ამბობენ, რომ ავტომობილით გადაადგილებას ვეღარ ახერხებენ. მათივე განმარტებით, საცხოვრებელ სახლებთან მისასვლელი, სხვა ალტერნატიული გზა არ არის. შემთხვევის ადგილზე, ჯერ-ჯერობით, […]
კატეგორია: შემთხვევა
ბათუმში, სასტუმრო ”ლეოგრანდთან”, 3 სახლი იწვის – ვიდეო
ძლიერი ხანძარია ამ წუთებში ბათუმში, წერეთლის ქუჩაზე, სასტუმრო “ლეოგრანდის” მახლობლად. ცეცხლი, სავარაუდოდ, სამ სახლს უკიდია. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე ბარაკს ტიპის დასახლებაა. არის საშიშროება, რომ ცეცხლი მეოთხე სახლსაც მოედოს. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ადგილზე მობილიზებული არიან მაშველი-მეხანძრეები. ნიუპოსტი
გორში ქვეითს ავტომობილი დაეჯახა – დაშავებული მამაკაცი საავადმყოფოშია გადაყვანილი
მეტროსადგურ დელისში მამაკაცი გარდაიცვალა
მეტროსადგურ დელისში მამაკაცი გარდაიცვალა. მიზეზი სავარაუდოდ, გულის შეტევაა, თუმცა ინფორმაციას საბოლოოდ სამედიცინო ექსპერტები დაადასტურებენ, რომლებსაც ამ წუთებში ელოდებიან. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიცია. როგორც შსს-ში “რუსთავი 2”-ს განუცხადეს, მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ზღვის ნაპირზე ერთი გარდაცვლილი, მეორე კი უგონო მდგომარეობაში მყოფი კაცი იპოვეს – რა მოხდა ბათუმში
ბათუმში, ზღვის სანაპიროზე გარდაცვლილი მამაკაცის ცხედარი იპოვეს. თვითმხილველთა თქმით, ნაპოვნია მეორე მამაკაცი, რომელიც უგონო მდგომარეობაში იყო. ორივე მათგანი საქართველოს მოქალაქეა. როგორც “ნიუპოსტს” შსს-ში განუცხადეს, პირველადი მონაცემებით, ცხედარს ძალადობის კვალი არ აღენიშნება. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება, სსკ-ის 115-ე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს და ისჯება თავისუფლების შეზღუდვით სამ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ხუთ წლამდე. რაც შეეხება მეორე ადამიანს, […]
რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე ფორდი ტოიოტას დაეჯახა
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე, სასტუმრო ვეჯინთან. ერთმანეთს ჯიპის ტიპის “ფორდის” მარკის და “ტოიოტას” მარკის ავტომობილები დაეჯახნენ. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები. ავარიის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა, 1 პაციენტი კლინიკა რუსთავში, ხოლო 2 ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია, ავარიის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს. ინფორუსთავი
ვაჟა-ფშაველაზე მოპედი მანქანას შეეჯახა
ვაჟა-ფშაველას გამზირზე მოპედისა და მსუბუქი ავტომობილის შეჯახების შედეგად, მოპედის მძღოლი დაშავდა მას ფეხი აქვს მოტეხილი. შემთხვევა გუშინ მოხდა. თვითმხილველთა განცხადებით, მსუბუქი ავტომობილი ყაზბეგის გამზირის მიმართულებით ჩახვევას ცდილობდა, როდესაც მას მოპედი შეეჯახა. ავტომობილის მძღოლმა კი საჭე ვერ დაიმორჩილა და ბოძს შეეჯახა. მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის […]
ბათუმის 6 მაისის პარკში 55 წლის ქალი გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმში, 6 მაისის პარკში, 50 წლამდე ქალი გარდაცვლილი იპოვეს. ექიმის ინფორმაციით, ქალს თავის არეში ჭრილობა აღენიშნება. ქალის ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული. სასწრაფოში აცხადებენ, რომ მათ ბრიგადას ქალი გარდაცვლილი დახვდა და არ შეუძლიათ იმის თქმა, ჭრილობა დაცემამ გამოიწვია თუ ძალადობას ჰქონდა ადგილი. შს სამინისტროს ინფორმაციით, ქალს ჭრილობა არც ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული და არც ცივი იარაღით. უწყების […]
თბილისში, მშვიდობის ხიდთან, მანქანამ ბავშვი გაიტანა
თბილისში, მშვიდობის ხიდთან, არასრულწლოვანს ავტომანქანა დაეჯახა. ადგილზე პოლიციია მობილიზებული და მძღოლის გამოკითხვას აწარმოებს. რაც შეეხება მოზარდს, ის კლინიკაში გადაიყვანეს.მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმოს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია. ნიუპოსტი
ახალციხეში მანქანა ამოტრიალდა – დაიღუპა 30 წლის მამაკაცი: ”გადმოხტომა უცდია, მაგრამ მანქანამ ქვეშ მოიყოლა”
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალციხეში, სოფელ ხეოთთან ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ერთი კი დაშავდა. ავტოსაგზაო შემთხვევა, 20 აპრილს დაახლოებით 02:00 საათზე მოხდა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, „ოპელის“ მარკის მსუბუქი ავტომობილი, სოფელ ხეოთიდან, ახალციხის მიმართულებით მოძრაობდა, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მოსახვევში ამოტრიალდა. მანქანაში 3 ადამიანი იმყოფებოდა. შემთხვევის შედეგად, მძღოლის გვერდით მჯდომი 30 წლის მამაკაცი გარდაიცვალა, უკან მჯდომი 16 […]










