ბათუმში, ზღვის სანაპიროზე გარდაცვლილი მამაკაცის ცხედარი იპოვეს. თვითმხილველთა თქმით, ნაპოვნია მეორე მამაკაცი, რომელიც უგონო მდგომარეობაში იყო.
ორივე მათგანი საქართველოს მოქალაქეა.
როგორც “ნიუპოსტს” შსს-ში განუცხადეს, პირველადი მონაცემებით, ცხედარს ძალადობის კვალი არ აღენიშნება. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება, სსკ-ის 115-ე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს და ისჯება თავისუფლების შეზღუდვით სამ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ხუთ წლამდე.
რაც შეეხება მეორე ადამიანს, შსს-ს ცნობით, მას ალკოჰოლოის ინტოქსიკაცია აღენიშნებოდა.