ეს კადრები თბილისში მდებარე ერთ-ერთ სტადიონთანაა გადაღებული. როგორც კადრებიდან ჩანს, მამაკაცები ფიზიკურად უსწორდებიან ფერადკანიან ბიჭებს. არსებული ინფორმაციით, ისინი ნიგერიელი სპრტსმენები არიან, რომლებიც სტადიონზე თამაშობდნენ. ინციდენტის მიზეზი, სავარაუდოდ სტადიონზე ადგილობრივებთან დაპირისპირება იყო. ნიუპოსტი https://www.facebook.com/PrimeTimeMagazine/videos/2148506338499557/
კატეგორია: შემთხვევა
თელ ავივი-ბათუმის თვითმფრინავი ქუთაისში დაჯდა
ძლიერი ნისლის გამო თელ ავივიდან ბათუმის მიმართულებით მომავალი თვითმფრინავი აეროპორტში ვერ დაჯდა. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს. მათი ცნობით, “არტიის ავიახაზების” თვითმფრინავი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ჩაფრინდა. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ბათუმი-თელ ავივის რეისი მოგვიანებით შესრულდება. იმედინიუსი
მამაკაცს საპირფარეშოში ჩაეძინა – რა მოხდა რესტორან “მადაგონში”
რესტორან “მადაგონთან” 7 აპრილს გვიან ღამით საპატრულო პოლიციის, კრიმინალური პოლიციის და დაცვის პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი იყო მობილიზებული. მათი გამოძახება რესტორანში სიგნალიზაციის ჩართვის შემდეგ გახდა საჭირო. არსებული ინფორმაციით არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი 25 წლამდე მამაკაცი საპირფარეშოში შევიდა და დაეძინა, რომ გაიღვიძა, აღმოჩნდა, რომ რესტორანში მარტო იყო და შენობიდან გამოსვლას შეეცადა, როდესაც სიგნალიზაცია ჩაირთო. ადგილზე მისულმა სამართალდამცავებმა მამაკაცი […]
ავარია ორთაჭალის გაზის სადგურში – დაიღუპა 6 წლის ბავშვი
ავტოსაგზაო შემთხვევას თბილისში მსხვერპლი მოჰყვა, ორთაჭალაში გაზგასამართ სადგურზე მომხდარი ავარიის შედეგად გარდაიცვალა 1 და დაშავდა 4 ადამიანი. დაღუპულია 6 წლის ბავშვი, დაშავებულები კი სხვადასხვა დაზიანებებით ინგოროყვას კლინიკასა და კლინიკა “პინეოში” გადაიყვანეს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სახანძრო სამსახური, რადგან შეჯახების შედეგად დაზიანდა გაზგასამართი მოწყობილობა. ჯერჯერობით უცნობია მომხდარის დეტალები და მისი გამომწვევი მიზეზები, თუმცა ავარიის შედეგად 2 ავტომობილია დაზიანებული. შემთხვევა […]
დიღომში აღმაშენებლის ხეივანში მამაკაცის ცხედარი იპოვეს
“მე ქვეყანაში არსებულ სისტემას ვებრძვი” – ანძიდან გადმომხტარი მამაკაცი ფსიქიატრიულში გადაიყვანეს
მამაკაცი, რომელიც სანაპიროზე ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე სუიციდით იმუქრებოდა, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანა. თუმცა, როგორც ცნობილია, მას რაიმე სერიოზული დაზიანებები არ აღენიშნება და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ახალგაზრდა მამაკაცი დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში მოითხოვდა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ელექტროგადამცემი ბოძიდან გადმოხტომით იმუქრებოდა. მიმდებარე ტერიტორია სამართალდამცველებმა გადაკეტეს. ადგილზე მობილიზებულნი იყვნენ […]
ელიავას ბაზრობასთან კაცი მაღალი ძაბვის ანძიდან გადმოხტა – ვიდეო
ცოტა ხნის წინ მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ელიავას ბაზრობის მიმდებარედ, მაღალი ძაბვის ანძაზე კაცი აძვრა და გადმოხტომით იმუქრებოდა. ადგილზე მივიდა პოლიცია, სამაშველო სამსახური და სასწრაფო დახმარების ბრიგადა. ამ დროისთვის უცნობია, რა მოტივი ამოძრავებს კაცს. გარკვეული პერიოდის შემდეგ კაცი ანძიდან გადმოხტა. მანამდე მას პოლიციელებმა ქვემოთ ბატუტი გაუშალეს. ანძიდან გადმომხტარი კაცი ბატუტზე დაეცა. მას ახლა სასწრაფო დახმარების მედიკოსები […]
გარდაცვლილი მეშახტის მამა: ჩემმა 25 წლის შვილმა შახტაში მუშაობა ოჯახის სარჩენად დაიწყო
ტყიბულის მინდელის სახელობის შახტაში დაღუპულის, 25 წლის პავლე გამეზარდაშვილის ოჯახი, ამ წუთებში სამძიმარს იღებს. როგორც გარდაცვლილი მეშახტის მამა აცხადებს, რამდენიმე წლის წინ შახტაში თავად მუშაობდა, თუმცა შემდეგ დაშავდა და მუშაობის გაგრძელება ვეღარ შეძლო. სწორედ ამის გამო მისმა 25 წლის შვილმა შახტაში მუშაობა ოჯახის სარჩენად დაიწყო. ოჯახს მიაჩნია, რომ უსაფრთხოების ნორმები ადგილზე დაცული იყო, თუმცა ადგილი […]
ხონში სასწრაფომ ცხენს ააცილა და კაცი მოკლა
ხონის რაიონში 37 წლის კაცს თავის საცხოვრებელი სახლის ჭიშკართან სამედიცინო დახმარების ავტომანქანა დაეჯახა. მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. ინფორმაციას სააგენტო “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს. როგორც თვითმხილველმა ნათელა ცაგურიამ განაცხადა, სამედიცინო დახმარების ავტომანქანას ცხენი გადმოუხტა, მძღოლმა საავარიო სიტუაციის თავიდან აცილება ვერ მოახერხა და კაცს დაეჯახა. მომხდარ ფაქტზე შს სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. წინასწარი ინფორმაციით, ავტომანქანა სამტრედიის რაიონის საავადმყოფოს კატასტროფის ცენტრს […]
მწყინვარწვერზე დაღუპული ბელგიელი მთამსვლელი მაშველებმა გადმოასვენეს
დღეს 08:00 საათზე განახლდა სამაშველო ღონისძიება სტეფანწმინდაში, მყინვარწვერზე 3.600 მეტრ სიმაღლეზე დაზიანებული ალპინისტების ევაკუაციის განსახორციელებლად. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, მეტეოსადგურიდან ვერტმფრენით ჩამოყვანილ იქნა ორი მოქალაქე. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მათივე ინფორმაციით, ბელგიის სამეფოს გარდაცვლილი მოქალაქე 4.900 მეტრის სიმაღლიდან უკვე გადმოასვენეს. ნიუპოსტი









