გარდაცვლილი მეშახტის მამა: ჩემმა 25 წლის შვილმა შახტაში მუშაობა ოჯახის სარჩენად დაიწყო

გარდაცვლილი მეშახტის მამა: ჩემმა 25 წლის შვილმა შახტაში მუშაობა ოჯახის სარჩენად დაიწყოტყიბულის მინდელის სახელობის შახტაში დაღუპულის, 25 წლის პავლე გამეზარდაშვილის ოჯახი, ამ წუთებში სამძიმარს იღებს.

როგორც გარდაცვლილი მეშახტის მამა აცხადებს, რამდენიმე წლის წინ შახტაში თავად მუშაობდა, თუმცა შემდეგ დაშავდა და მუშაობის გაგრძელება ვეღარ შეძლო. სწორედ ამის გამო მისმა 25 წლის შვილმა შახტაში მუშაობა ოჯახის სარჩენად დაიწყო.

ოჯახს მიაჩნია, რომ უსაფრთხოების ნორმები ადგილზე დაცული იყო, თუმცა ადგილი ჰქონდა უბედურ შემთხვევას, რომელმაც მათი შვილის სიცოცხლე იმსხვერპლა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, გათენიისას ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში 6 მეშახტე გარდაიცვალა, ხოლო 3 დაშავდა. წინასწარი ინფორმაციით, აღნიშნული ფაქტი “სამთო დარტყმამ” გამოიწვია.