რიკოთის უღელტეხილზე ავტომობილი დაიწვა. როგორც ცნობილია, ავტომობილს ცეცხლი მოძრაობისას გაუჩნდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულები. შემთხვევის ამსახველ ვიდეოს რუსთავი2 ავრცელებს. ფაქტზე გამოძიება სსკ-ს 188-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. https://youtu.be/U_9cKW-7l5U
კატეგორია: შემთხვევა
თბილისი-სტამბოლის რეისზე მურაზიკ ხუდოევი გარდაიცვალა
მუხიანში ელექტროტექნიკის მაღაზია დაიწვა
თბილისში ნიგერიელი სპორტსმენები სცემეს – ვიდეო
ეს კადრები თბილისში მდებარე ერთ-ერთ სტადიონთანაა გადაღებული. როგორც კადრებიდან ჩანს, მამაკაცები ფიზიკურად უსწორდებიან ფერადკანიან ბიჭებს. არსებული ინფორმაციით, ისინი ნიგერიელი სპრტსმენები არიან, რომლებიც სტადიონზე თამაშობდნენ. ინციდენტის მიზეზი, სავარაუდოდ სტადიონზე ადგილობრივებთან დაპირისპირება იყო. ნიუპოსტი https://www.facebook.com/PrimeTimeMagazine/videos/2148506338499557/
თელ ავივი-ბათუმის თვითმფრინავი ქუთაისში დაჯდა
ძლიერი ნისლის გამო თელ ავივიდან ბათუმის მიმართულებით მომავალი თვითმფრინავი აეროპორტში ვერ დაჯდა. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს. მათი ცნობით, “არტიის ავიახაზების” თვითმფრინავი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ჩაფრინდა. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ბათუმი-თელ ავივის რეისი მოგვიანებით შესრულდება. იმედინიუსი
მამაკაცს საპირფარეშოში ჩაეძინა – რა მოხდა რესტორან “მადაგონში”
რესტორან “მადაგონთან” 7 აპრილს გვიან ღამით საპატრულო პოლიციის, კრიმინალური პოლიციის და დაცვის პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი იყო მობილიზებული. მათი გამოძახება რესტორანში სიგნალიზაციის ჩართვის შემდეგ გახდა საჭირო. არსებული ინფორმაციით არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი 25 წლამდე მამაკაცი საპირფარეშოში შევიდა და დაეძინა, რომ გაიღვიძა, აღმოჩნდა, რომ რესტორანში მარტო იყო და შენობიდან გამოსვლას შეეცადა, როდესაც სიგნალიზაცია ჩაირთო. ადგილზე მისულმა სამართალდამცავებმა მამაკაცი […]
ავარია ორთაჭალის გაზის სადგურში – დაიღუპა 6 წლის ბავშვი
ავტოსაგზაო შემთხვევას თბილისში მსხვერპლი მოჰყვა, ორთაჭალაში გაზგასამართ სადგურზე მომხდარი ავარიის შედეგად გარდაიცვალა 1 და დაშავდა 4 ადამიანი. დაღუპულია 6 წლის ბავშვი, დაშავებულები კი სხვადასხვა დაზიანებებით ინგოროყვას კლინიკასა და კლინიკა “პინეოში” გადაიყვანეს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სახანძრო სამსახური, რადგან შეჯახების შედეგად დაზიანდა გაზგასამართი მოწყობილობა. ჯერჯერობით უცნობია მომხდარის დეტალები და მისი გამომწვევი მიზეზები, თუმცა ავარიის შედეგად 2 ავტომობილია დაზიანებული. შემთხვევა […]
დიღომში აღმაშენებლის ხეივანში მამაკაცის ცხედარი იპოვეს
“მე ქვეყანაში არსებულ სისტემას ვებრძვი” – ანძიდან გადმომხტარი მამაკაცი ფსიქიატრიულში გადაიყვანეს
მამაკაცი, რომელიც სანაპიროზე ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე სუიციდით იმუქრებოდა, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანა. თუმცა, როგორც ცნობილია, მას რაიმე სერიოზული დაზიანებები არ აღენიშნება და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ახალგაზრდა მამაკაცი დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში მოითხოვდა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ელექტროგადამცემი ბოძიდან გადმოხტომით იმუქრებოდა. მიმდებარე ტერიტორია სამართალდამცველებმა გადაკეტეს. ადგილზე მობილიზებულნი იყვნენ […]
ელიავას ბაზრობასთან კაცი მაღალი ძაბვის ანძიდან გადმოხტა – ვიდეო
ცოტა ხნის წინ მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ელიავას ბაზრობის მიმდებარედ, მაღალი ძაბვის ანძაზე კაცი აძვრა და გადმოხტომით იმუქრებოდა. ადგილზე მივიდა პოლიცია, სამაშველო სამსახური და სასწრაფო დახმარების ბრიგადა. ამ დროისთვის უცნობია, რა მოტივი ამოძრავებს კაცს. გარკვეული პერიოდის შემდეგ კაცი ანძიდან გადმოხტა. მანამდე მას პოლიციელებმა ქვემოთ ბატუტი გაუშალეს. ანძიდან გადმომხტარი კაცი ბატუტზე დაეცა. მას ახლა სასწრაფო დახმარების მედიკოსები […]










