მუხიანში ელექტროტექნიკის მაღაზია დაიწვა

თბილისში, მუხიანში ბენზინგასამართი სადგურის გვერდზე ელექტროტექნიკის მაღაზია დაიწვა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, დამწვარია 70-80 კვ.მ. ადგილზე მობილიზებული იყო 4 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. მათივე ცნობით, ხანძარი ლოკალიზებულია.