რიკოთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ცეცხლგაჩენილი თხევადი აირის ცისტერნის მძღოლი გარდაიცვალა. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს იმერეთის სამმართველოს უფროსი ვლადიმერ ჯღამაძე აცხადებს. ადგილზე მობილიზებულია 6 სახანძრო ავტოცისტერნა და 50 მეხანძრე-მაშველი. სახანძრო სამაშველო ბრიგადა. სოფელ ხევში მდებარე რესტორნიდან, უსაფრთხოების მიზნით, ხდება სტუმრების და თანამშრომლების ევაკუაცია. აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით შეზღუდულია ავტროსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა. ვლადიმერ ჯღამაძემ ჟურალისტებთან […]
კატეგორია: შემთხვევა
ზესტაფონთან გზა გადაკეტილია – რიკოთზე ბენზინმზიდზე გაჩენილი ცეცხლი ტყეზეც გადავიდა
რიკოთის უღელტეხილზე ხანძართან დაკავშირებით ახალი ინფორმაცია ვრცელდება. კერძოდ, ცეცხლი ბენზინმზიდს გაუჩნდა. ამის შედეგად ცეცხლი გაუჩნდა მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ტყის ნაწილსაც. დაშავდა ბენზინმზიდის მძღოლი. როგორც imedinews-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ბრიგადები. ცეცხლის ჩაქრობას 6 სახანძრო ცდილობს. შემთხვევის გამო, ზესტაფონში გზა გადაკეტილია და თბილისისკენ მიმავალ მგზავრებს საპატრულო პოლიცია საჩხერის გავლით სთავაზობს გზის გაგრძელებას.
რიკოთზე სატვირთო მანქანა იწვის – დაშავდა მძღოლი
თელავში მანქანა ხეს შეეჯახა – დაიღუპა 23 წლის მძღოლი
თელავში მსუბუქი ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შეეჯახა. შეჯახების შედეგად 23 წლის ბიჭი ადგილზე გარდაიცვალა. მძიმე დაზიანებები მიიღო ორმა მგზავრმა. ისინი თელავის რეფერალურ საავდმყოფოში არიან მოთავსებული. ერთი მათგანი გულ-მკერდის დაზიანებებით რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს, მეორე კი თავის ტრამვებით ნეიროქირურგის დაკვირვების ქვეშ იმყოფება. პირველი
შუახევში მდინარეში დაკარგული ბიჭის ცხედარი იპოვეს
შუახევი, სოფელ შუბანში დაკარგული ბიჭის ცხედარი მაშველებმა დღეს დილით მდინარეში იპოვეს. სამძებრო სამუშაოებში 12 ჯგუფი მონაწილეობდა. 14 წლის ბიჭს მდინარეში სამი დღის განმავლობაში ეძებდნენ. როგორც ადგილობრივები ჰყვებიან, მას ბურთი მდინარეში გადაუვარდა და ამოსაღებად წყალში შევიდა. ფაქტზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითვმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. იმედინიუსი
კახეთში მიკროავტობუსი ამობრუნდა – 9 მგზავრი დაშავდა
მეტრო ნაძალადევში მატარებელი გაიჭედა
თბილისში, მეტროსადგურ „ნაძალადევში“ მატარებლის მოძრაობა შეფერხებული იყო. ერთ-ერთი მატარებელი 6-7 წუთის განმავლობაში დაძვრას ვერ ახერხებდა, რის გამოც მგზავრების გამოყვანა გახდა საჭირო. როგორც “პირველს” თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, მატარებელს ტექნიკური პრობლემები შეექმნა და ამის გამო მგზავრები სხვა შემადგენლობაში გადაიყვანეს. აღნიშნული შემადგენლობა კი ჩიხში შეიყვანეს, რამაც რამდენიმე წუთის განმავლობაში მატარებლის მოძრაობის შეფერხება გამოიწვია. ამ დროისთვის, მოძრაობა აღდგენილია. […]
ფოთის ”კოლხეთის” ფეხბურთელებით სავსე მანქანა შავშვებთან ამოტრიალდა – დაიღუპა მძღოლი, დაშავდა 6 მგზავრი
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალზე. „ნიუპოსტის“ კორესპონდენტის ცნობით, მერსედესის მარკის ავტომანქანა შავშვების მონაკვეთზე ბორდიურს შეეჯახა და ამოტრიალდა. მანქანაში ფოთის საფებურთო კლუბ „კოლხეთის“ ფეხბურთელები იმყოფებოდნენ. შემთხვევის შედეგად მანქანის მძღოლი გარდაიცვალა, 6 მგზავრი კი დაშავდა. სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა 3 მათგანი გორის სამხედრო ჰოსპიტალში, 3 კი კლინიკა „გორმედში“ გადაიყვანეს. როგორც „ნიუპოსტს“ შსს-ში განუხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 276-ე […]
შუახევში, მდინარეში, 7 წლის ბიჭს ეძებენ
შუახევში, სოფელ შუბანში 7 წლის ბიჭს ეძებენ. თვითმხილველების თქმით, მოზარდს ბურთი მდინარეში გადაუვარდა და მის ამოსაღებად წყალში შევიდა. ინფორმაციას სააგენტო “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს. როგორც შუახევის მერმა თქვა, მოზარდის სამძებრო სამუშაოები მდინარის გასწვრივ მიმდინარეობს. ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 8 ჯგუფია მობილიზებული. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. იმედინიუსის ფოტო









