“ნიუპოსტის“ ინფორმაციით, წყნეთის გზატკეცილზე 11 წლის მოზარდს სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის სარგებლობაში არსებული ავტომობილი დაეჯახა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის დროს ავტომობილს მინისტრის მძღოლი მართავდა და თავად ქეთევან ციხელაშვილიც ავტომობილში იმყოფებოდა. დაშავებული მოზარდი ინგოროყვას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.
კატეგორია: შემთხვევა
მინისტრის მანქანამ 11 წლის ბავშვი გაიტანა – რა მოხდა წყნეთის გზატკეცილზე
მანქანაში, რომელიც 11 წლის მოზარდს დაეჯახა, არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი მინისტრი იჯდა. შემთხვევა წყნეთის გზატკეცილზე მოხდა. სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე სამთავრობო მანქანა 11 წლის მოზარდს დაეჯახა. ბავშვი ინგოროყვას სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ამ ეტაპზე ინფორმაცია არ ვრცელდება. რაც შეეხება სამინისტროს, რომლის კუთვნილი მანქანაც ფიგურირებს საქმეში, უწყება ამ ეტაპზე განმარტებებს არ აკეთებს. შემთხვევის ადგილზე მოკვლევა […]
პეკინზე მანქანა ქვეითს დაეჯახა
პეკინის გამზირზე ავტომობილი ქვეითს დაეჯახა, დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი, მას მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.
კემეროვოში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 64-მდე გაიზარდა
რუსეთში, კემეროვოში სავაჭრო-გასართობ ცენტრში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 64 ადამიანამდე გაიზარდა. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მინისტრმა ვლადიმერ პუჩკოვმა განაცხადა. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულთა შორის 40-მდე ბავშვია. საავადმყოფოებში მკურნალობას 10 დაშავებული გადის. ამასთან, „რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, სავაჭრო-გასართობ ცენტრში ხანძრის კიდევ ერთი კერა გაჩნდა.
მაშველებმა ჭიათურის მაღაროში გარდაცვლილი მუშა ამოიყვანეს
ჭიათურის მაღაროში გარდაცვლილი მუშა მაშველებმა ამოიყვანეს. წუხელ ჭიათურის შუქრუთის მაღაროში ლოდების ჩამონგრევის შედეგად, 45 წლის მამაკაცი, ზაზა აბრამიშვილი გარდაიცვალა.მუშის სამძებრო სამუშაოები რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ცხედრის სამძებრო სამუშაოებში თბილისიდან დამატებითი მაშველები ჩაერთვნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. ნიუპოსტი
რუსთავის მერიასთან 2 მანქანა შეეჯახა ერთმანეთს
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავში. რუსთაველისა და სუმგაითელ მეტალურგთა ქუჩების კვეთაზე ერთმანეთს “ჰონდასა” და “ოპელის” მარკის მსუბუქი ავტომობილები შეეჯახა. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. ადგილზე საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟებია მობილიზებული. ავარიის შედეგად დაშავდა მამაკაცი, რომელსაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწევა. ინფორუსთავი
აფეთქებას ჭიათურის მაღაროში 45 წლის მუშა ემსხვერპლა
ჭიათურის შუქრუთის მაღაროში ლოდების ჩამონგრევის შედეგად, 45 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. მუშა ნანგრევების ქვეშ მოყვა. “ნიუპსოტს” ფაქტი შს სამინისტროში დაუდასტურეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
თბილისში მანქანა 26 წლის კაცს დაეჯახა – 60 წლის მძღოლმა მიმალვა სცადა, მაგრამ დააკავეს
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა გვიან ღამით თბილისში. ვეძისში ქვეითად მოსიარულეს დიდი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. დაშავებულია 26 წლის ახალგაზრდა, რომელიც თავის არეში მიყენებულიდ დაზიანებებით რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მედიკოსების ინფორმაციით, მას რამდენიმე საათის განმავლობაში ოპერაცია უტარდებოდა. მძღოლი 60 წლამდე ასაკი მამაკაცია, რომელმაც, შსს-ს ცნობით, მიმალვა სცადა, თუმცა ის მოგვიანებით დააკავეს. უწყებაში აცხადებენ, რომ დაკავების დროს მან […]
კახეთში საპატრიარქოს დედათა და ბავშვთა თავშესაფარი დაიწვა
კახეთში საპატრიარქოს კუთვნილებაში არსებული დედათა და ბავშვთა თავშესაფრის ნაწილი დაიწვა. შემთხვევა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბანში მოხდა. ხანძრის შედეგად განადგურებულია თავშესაფრის ჭერი, საოჯახო ტექნიკა და ავეჯი. თვითმხილველების თქმით, ცეცხლი ერთ-ერთმა ადგილობრივმა შენიშნა, რის შემდეგაც ადგილზე სახანძრო ბრიგადა მივიდა. წინასწარი ინფორმაციით, აალება ელექტრო სადენებიდან დაიწყო და მთელ სახლზე გავრცელდა. რუსთავი 2








