თბილისში, იუსტიციის სახლთან სამი ავტომობილი დაეჯახა ერთმანეთს. ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა და პოლიციაა. როგორც imedinews-ს შსს-ში უთხრეს, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. სასწრაფო დახმარების ექიმები დაშავებულებს საავადმყოფოში გადასაყვანად ამზადებენ. სანაპიროზე ავტომობილები შეფერხებით გადაადგილდებიან. გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს. იმედინიუსი
კატეგორია: შემთხვევა
ვაკეში, ჭავჭავაძეზე, მანქანა ამობრუნდა
ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. შეჯახების შედეგად ერთი-ერთი ავტომობილი ამობრუნდა. მომხდარის შედეგად მსუბუქი დაზიანებები მიიღეს ავტომობილების მძღოლებმა. ავარიის გამო, დროებით შეზღუდული იყო მოძრაობა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შს სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
თბილისში მოსკოვის გამზირზე ხანძარს 1 ადამიანი ემსხვერპლა
მოსკოვის გამზირზე, საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად კაცი გარდაიცვალა. ინფორმაციას სააგენტო “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს. ადგილობრივების თქმით, კაცი სახლში მარტო ცხოვრობდა და სავარაუდოდ, ცეცხლი სიგარეტის ნამწვისგან გაჩნდა. სასწრაფო სამედიცინო სამსახურს ადგილზე მისვლისას მამაკაცი უკვე გარდაცვლილი დახვდა. ადგილზე სახანძრო, სამაშველო და საპატრულო სამსახურები იყვნენ მობილიზებულები.
ოპელი მოცურდა და ავტობუსს დაეჯახა – პოლონეთში ავარიას საქართველოს 2 მოქალაქე ემსხვერპლა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წლის 16 მარტს პოლონეთში, ქალაქების ოპოჩნოსა (ლოძის რეგიონი) და კონსკიეს (სვიეტოკშის რეგიონი) დამაკავშირებელ გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას საქართველოს 2 მოქალაქე ემსხვერპლა, საქართველოს 5 მოქალაქე კი სხეულის დაზიანებებით ადგილობრივ საავადმყოფოში მოათავსეს. “ინფორმაციის მიღებისთანავე შემთხვევის ადგილზე გაემგზავრა საქართველოს კონსული პოლონეთის რესპუბლიკაში თეიმურაზ ფურცელაძე. მან მოინახულა დაშავებულები და შეხვედრა გამართა ადგილობრივ სამართალდამცავ […]
თელავის სახლში გაზი აფეთქდა
თელავში, საცხოვრებელი სახლის საწყობში რკინის შედუღების დროს, ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად ორი, 60 და 40-წლამდე ასაკის მამაკაცი მძიმედ დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, შენობაში ბუნებრივი აირი დაგროვდა, რამაც ძლიერი აფეთქება გამოიწვია. ორივე დაშავებული თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმის განცხადებით, პაციენტებს ძლიერი დამწვრობა აღენიშნებათ და შემდგომი მკურნალობისთვის სავარაუდოდ, მათ თბილისში, დამწვრობის ცენტრში გადაიყვანენ. შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის […]
ბირლიკთან მძღოლმა მანქანა ორმოს ააცილა და ხეს შეეჯახა – 1 ადამიანი დაიღუპა
მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავი-გარდაბნის გზაზე. სოფელ ბირლიკთან მომხდარი ავარიის შედეგად 30 წლის მამაკაცი ადგილზე დაიღუპა, მძღოლი კი, 23 წლის მამაკაცი, მსუბუქი დაზიანებებით გარდაბანში “ჯეო ჰოსპიტალში” გადაიყვანეს. გარდაცვლილის ახლობელი ავარიის გამომწვევ მიზეზად მოუწესრიგებენ საგზაო ინფრასტრუქტურას ასახელებს და აცხადებს, რომ მონაკვეთზე სადაც უბედური შემთხვევა მოხდა, დიდი ორმოებია, სწორედ მას ააცილა მძღოლმა, რის შემდეგაც საჭე ვერ დაიმორჩილა, […]
თბილისი-რუსთავის ტრასაზე ერთმანეთს 4 მანქანა შეეჯახა – ყვითელი მიკროავტობუსი გზიდან გადავარდა – ვიდეო
დღეს დილით ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალზე. რუსთავის მონაკვეთზე ერთმანეთს ოთხი ავტომობილი შეეჯახა. მათ შორის იყო ფორდის მარკის მიკროავტობუსი, ორი ნისანის და ერთი ჰონდას მარკის ავტომობილები. შეჯახების დროს ყვითელი მიკროავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია. ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მიკროავტობუსში 5 მგზავრი იმყოფებოდა.შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ინფორუსთავი
ზუგდიდში მანქანა მოტოციკლს დაეჯახა – მოტოციკლის მძღოლს სასწრაფო ოპერაცია უტარდება
ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულ მოტოციკლის მძღოლს ოპერაცია უტარდება. საავადმყოფოს ემერჯენსის მორიგე ექიმის ლაშა გრიგოლაიას თქმით, ის საოპერაციო ბლოკში სასწრაფო ჩვენებით მოათავსეს. „პაციენტი შემოიყვანეს სხეულის მრავლობითი დაზიანებებით და მოტეხილობებით, ასევე, გულმკერდის დახურული ტრავმით. მდგომარეობის დასტაბილურების შემდეგ სასიცოცხლო ჩვენების მიხედვით საოპერაციო ბლოკში მოათავსეს“, – უთხრა ჟურნალისტებს გრიგოლაიამ. ექიმების ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ზუგდიდში ერთმანეთს […]
რუსთავში გაზით 10 წლის ტყუპები მოიწამლნენ
რუსთავში ბუნებრივი აირით ორი არასრულწლოვანი მოიწამლა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ, მე-18 მიკრორაიონის ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, ათი წლის ტყუპები გაზის გამათბობლიდან ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად მოიწამლნენ. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა. ბავშვები, რუსთავის ბავშვთა საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. ამ დროისათვის, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. […]
რუსთავის ”მაკდონალდსთან” 16 წლის მოზარდმა გონება დაკარგა
16 მარტს რუსთავში, მეგობრობის გამზირზე, “მაკდონალდსთან” სასწრაფო დახმარების და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები იყო მობილიზებული. არსებული ინფორმაციით 16 წლის ბიჭი მოულოდნელად ცუდად გახდა, გონება დაკარგა და დაბლა დაეცა. ექიმებმა მოზარდს დახმარება ადგილზე გაუწიეს და მისი კლინიკაში გადაყვანა აუცილებელი არ გახდა. მიმდებარე ტერიტორიაზე მოზარდები იყვნენ შეკრებილები, მოზარდის ცუდად გახდომას უძღოდა თუ არა წინ კამათი ან შელაპარაკება, უცნობია. […]










