ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულ მოტოციკლის მძღოლს ოპერაცია უტარდება. საავადმყოფოს ემერჯენსის მორიგე ექიმის ლაშა გრიგოლაიას თქმით, ის საოპერაციო ბლოკში სასწრაფო ჩვენებით მოათავსეს. „პაციენტი შემოიყვანეს სხეულის მრავლობითი დაზიანებებით და მოტეხილობებით, ასევე, გულმკერდის დახურული ტრავმით. მდგომარეობის დასტაბილურების შემდეგ სასიცოცხლო ჩვენების მიხედვით საოპერაციო ბლოკში მოათავსეს“, – უთხრა ჟურნალისტებს გრიგოლაიამ. ექიმების ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ზუგდიდში ერთმანეთს […]
კატეგორია: შემთხვევა
რუსთავში გაზით 10 წლის ტყუპები მოიწამლნენ
რუსთავში ბუნებრივი აირით ორი არასრულწლოვანი მოიწამლა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ, მე-18 მიკრორაიონის ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, ათი წლის ტყუპები გაზის გამათბობლიდან ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად მოიწამლნენ. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა. ბავშვები, რუსთავის ბავშვთა საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. ამ დროისათვის, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. […]
რუსთავის ”მაკდონალდსთან” 16 წლის მოზარდმა გონება დაკარგა
16 მარტს რუსთავში, მეგობრობის გამზირზე, “მაკდონალდსთან” სასწრაფო დახმარების და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები იყო მობილიზებული. არსებული ინფორმაციით 16 წლის ბიჭი მოულოდნელად ცუდად გახდა, გონება დაკარგა და დაბლა დაეცა. ექიმებმა მოზარდს დახმარება ადგილზე გაუწიეს და მისი კლინიკაში გადაყვანა აუცილებელი არ გახდა. მიმდებარე ტერიტორიაზე მოზარდები იყვნენ შეკრებილები, მოზარდის ცუდად გახდომას უძღოდა თუ არა წინ კამათი ან შელაპარაკება, უცნობია. […]
სვირთან მატარებელი მიკროავტობუსს დაეჯახა
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ სვირის გადასახვევთან მატარებელი სამგზავრო მიკროავტობუსს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად მიკროავტობუსის მძღოლი და მგზავრები დაშავდნენ, რომლებიც ზესტაფონის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ადგილობრივების ინფორმაციით, მიკროავტობუსის მძღოლი შეუძლოდ გახდა, რის გამოც საჭე ვერ დაიმორჩილა, ჩაკეტილ შლაგბაუმს შეეჯახა და ლიანდაგებზე გადავიდა, ამის შემდეგ კი გაჩერებულ მიკროავტობუსს მატარებელი დაეჯახა. “საქართველოს რკინიგზაში” აცხადებენ, რომ მოძრაობის წესები მიკროავტობუსის მძღოლმა დაარღვია, რის გამოც […]
თემქაზე ახალგაზრდა მამაკაცის დამწვარი ცხედარი იპოვეს
თბილისში, თემქაზე ერთ-ერთ საცხოვრებელში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი დამწვარი იპოვეს. როგორც “ნიუპოსტს” შინაგან საქმეთა სამინიტროში განუცხადეს, მამაკაცი აღნიშნულ მისამართზე ქირით 2018 წლის 17 თებერვლიდან ცხოვრობდა. ბინის მესაკუთრის მომართვის საფუძველზე, მოხდა ურდულით დაკეტილი კარის გახსნა. მათივე ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
გუდაურში საბაგიროების ელექტროსისტემა მწყობრიდან 11 მარტსაც გამოვიდა
გუდაურში საბაგიროების ელექტროსისტემა მწყობრიდან 11 მარტსაც გამოვიდა. ამის შესახებ ინფორმაცია მაშინ მთის კურორტების განვითარების კომპანიამ გაავრცელა. კომპანიის ცნობით, დილით მწყობრიდან გამოვიდა საბაგიროებისთვის განკუთვნილი ელექტროსისტემა. “ავარიის გამო, კურორტზე საბაგიროს მუშაობა დროებით შეჩერდა. მიმდინარეობს ავარიის გამომწვევი მიზეზების დადგენა და აღმოფხვრა. ამ ეტაპისთვის ჩართულია ,,სოლიკო’’ ,,ზუმა’’ და ,,პირველი” საბაგიროები. ამ საბაგიროებით მგზავრობა უფასოა. იმედს ვიტოვებთ, რომ ჩატარებული სამუშაოების შედეგად, […]
როგორ ცვივა ხალხი გუდაურში საბაგიროდან – ვიდეო
გუდაურში დაშავებულები თბილისში ვერტმფრენით ვერ გადმოჰყავთ
გუდაურში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო შსს-მ გამოძიება დაიწყო
გუდაურში, სათხილამურო ტრასაზე, პირველადი ინფორმაციით, საბაგირო ავარიულად გაჩერდა და უკუსვლით ამოძრავდა, რის შედეგადაც, წინასწარი მონაცემებით, 10 მოქალაქე დაშავდა. მომდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. “შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხილამურე პატრულები შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ მივიდნენ, სამაშველო სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, დაშავებულებს დახმარებას უწევენ და საავადმყოფოში გადაჰყავთ. 7 დაშავებული სხვადასხვა დაზიანებით უკვე გადაყვანილია ამბულატორიებსა და სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებში. […]
უბედური შემთხვევა გუდაურში – საბაგირო ავარიულად გაჩერდა და უკუსვლით ამოძრავდა – ვიდეო
ცოტა ხნის წინ გუდაურში უბედური შემთხვევა მოხდა. საბაგირო ავარიულად გაჩერდა და უკუსვლით ამოძრავდა, რის შედეგადაც, წინასწარი მონაცემებით, 10 მოქალაქე დაშავდა, პირველადი სამედიცინო დახმარება დაზარალებულებს ინციდენტის პირველივე წუთებში გაეწიათ, რის შემდეგაც გუდაურის ამბულატორიაში გადაიყვანეს. ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და სხვა კლინიკაში გადაყვანას, ამ ეტაპზე, არ საჭიროებენ. თუმცა სამინისტრომ გუდაურში თბილისიდან რეანომობილი მაინც გაგზავნა. წინასწარი ინფორმაციით გუდაურში […]










