ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 6 კი დაშავდა, რომლებიც ქუთაისის ინტერვენციულ საავადმყოფოში გადაიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავარიაში სამი მანქანა ფიგურირებს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის, 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა.
კატეგორია: შემთხვევა
რუსთავში ბუნებრივი აირის გაჟონვისგან ბავშვები მოიწამლნენ
რუსთავში, თოდრიას პირველი ჩიხში, საცხოვრებელ ბინაში, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად ოთხი ადამიანი მოიწამლა. ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. მოწამლულებიდან ორი – 10 და 11 წლის ბავშვები არიან. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, ბავშვები რუსთავის ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანა, მშობლები კი, ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში. კომპანია ,,სოკარ-ჯორჯიაგაზი რუსთავში“ აცხადებენ, რომ ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციის მიზეზი გაუმართავი გაზდანადგარი იყო. კომპანია მოსახლეობას მოუწოდებს, მათივე უსაფრთხოების მიზნით, ოთახისა […]
ბიზნესცენტრ „მოზაიკის“ კიბიდან ჩავარდნილი პირველკლასელი კონტაქტურია და საავადმყოფოში რამდენიმე დღე დარჩება
61-ე სკოლის პირველკლასელი მოსწავლე, რომელიც დღეს აღმაშენებლის გამზირზე, ბიზნესცენტრ „მოზაიკის“ კიბიდან ჩავარდა, მკურნალობას ინგოროყვას კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში გადის. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კლინიკის გადაუდებელი დეპარტამენტის ექიმმა თამარ ყიყიშვილმა განუცხადა. – ბავშვის მდგომარეობა მძიმეა და საყურადღებოა. იმყოფება ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. კლინიკაში მოყვანისას აღენიშნებოდა ჭრილობა მარჯვენა წარბის და ლოყის არეში. ეს ორივე ჭრილობა გაკერვას საჭიროებდა. ასევე, აღენიშნებოდა შუბლის […]
“ბავშვი ფარდას დაეკიდა და ჩავარდა… მოაჯირზე დამცავი შუშები არ იყო” – აღმაშენებელზე მომხდარი უბედური შემთხვევის დეტალები
თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე, ბიზნესცენტრ „მოზაიკას“ შენობის მეოთხე4 სართულიდან 7 წლის ბავშვი მეოთხე სართულიდან მესამეზე გადავარდა. არასრულწლოვანი სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული, მას თავის ტრავმა აქვს მიღებული. არსებული ინფორმაციით, მომხდარი უბედურ შემთხვევას უკავშირდება, მოზარდი მოაჯირს მიეყრდნო, რომელიც არ იყო მყარი. ბიჭმა ფარდისთვის ხელის მოკიდება მოასწრო, ამის შემდეგ კი იგი მეოთხე სართულიდან მესამეზე ჩავარდა. „მაყურებლები იყვნენ გარეთ, ღონისძიების დაწყებას […]
აღმაშენებლის გამზირზე შენობიდან მოზარდი გადმოვარდა
თბილისში გოგონა მე-6 სართულიდან გადმოვარდა და დაიღუპა
ქუთაისში მანქანა სანიაღვრე არხში ჩავარდა – ვიდეო
ქუთაისში, შარტავას ქუჩაზე, სანიაღვრე არხში ავტომობილი ჩავარდა. ფაქტის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა. როგორც “ნიუპრესი” წერს, სავარაუდოდ, გზაზე არსებული წყლის გუბეების გამო მძღოლმა ღია სანიაღვრე არხი ვერ შენიშნა. მოქალაქეები აცხადებენ, რომ ქუჩაზე გზის პრობლემა დიდი ხანია არსებობს და მის მოგვარებას მოითხოვენ. ქუთაისში, შარტავას და ზვიად გამსახურდიას ქუჩებზე გზის რეაბილიტაციის შესახებ ინფორმაცია ქუთაისის მერიამ თებერვლის დასაწყისში გაავრცელა. მერიაში განმარტავენ, რომ ავტომობილი […]
ავარია ბათუმში – გარდაცვლილია 50 წლამდე მამაკაცი
ბათუმში მომხდარი ავტოსაგხზაო შემთხვევის შედეგად 50 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა. თვითმხილველების ინფორმაციით, გოგოლის ქუჩაზე ერთმანეთს ორი ავტომანქანა შეეჯახა. ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას ითვალისწინებს
მაშველებმა რიონიდან 33 წლის კაცი გამოიყვანეს – ვიდეო
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, სამტრედიაში, სოფელ ბაშში, მაშველებმა მდინარე რიონზე წარმოქმნილი ხელოვნური კუნძულიდან 33 წლის მამაკაცი გამოიყვანეს კუნძული მდინარე რიონის ადიდების შედეგად წარმოიქმნა და მამაკაცი მდინარიდან გამოსვლას ვერ ახერხებდა. მათივე ცნობით, ადგილზე ორი სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. ნიუპოსტი https://www.facebook.com/EmergencyManagementService/videos/1795190404118517/
ლანჩხუთი-აცანის გზაზე მეწყერი ჩამოწვა
ლანჩხუთი-აცანის დამაკავშირებელ გზაზე მეწყერი ჩამოწვა. ადგილზე სპეციალური ტექნიკაა მობილიზებული და გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. ინფორმაციას ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. ადგილზე არიან მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე. “ყველა ზომას მივმართავთ იმისათვის, რომ გზა უახლოეს პერიოდში გაიწმინდოს და მოძრაობა დროულად აღდგეს”, – თქვა ალექსანდრე სარიშვილმა.








