სამტრედიაში მომხდარი საშინელი ავარიის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი. ბათუმელების ცნობით, დაღუპულია ბათუმში, მახინჯაურის დასახლებაში მცხოვრები ოჯახის 3 წევრი, 3 კი დაშავდა. ავტოსაგზაო შემთხვევა 15 მარტის საღამოს, სამტრედიასთან ახლოს მოხდა. გარდაცვლილებს შორის 2 ზრდასრულია, 1 კი ბავშვი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამი ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს. 3 მგზავრი ადგილზე დაიღუპა, 3 კი დაშავდა და ჰოსპიტალში გადაიყვანეს. […]
კატეგორია: შემთხვევა
თბილისში გაზით მოწამვლით 1 ადამიანი გარდაიცვალა
თბილისში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციით ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ერთი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. შემთხვევა ამაღლების ქუჩაზე მოხდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, შემთხვევის შესახებ შეტყობინება დღეს დილით შევიდა. ამ ეტაპზე უცნობია როდის მოხდა მამაკაცის და ქალის ბუნებრივი აირით შესაძლო მოწამვლა. მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
საშინელი ავარია სამტრედიაში – დაიღუპა ოჯახის 3 წევრი
სამტრედიაში ავარიის შედეგად ოჯახის სამი წევრი დაიღუპა. შემთხვევის შედეგად ასევე დაშავებულია 3 პირი, რომელებიც საავადმყოფოში არიან მოთავსებული. როგორც “ნიუპოსტს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომდახდააზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ორი, ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
რუსთავში სატვირთო მიკროავტობუსს შეეჯახა – 1 ადამიანი გარდაიცვალა, 4 დაშავდა – ვიდეო
13 მარტს საღამოს ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავში. რუსთაველისა და ბათუმის ქუჩების კვეთაზე ერთმანეთს სატვირთო მანქანა და სამგზავრო მიკროავტობუსი შეეჯახნენ. ავარიის შედეგად მიკროავტობუსში მყოფი 5 მგზავრი დაშავდა. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. როგორც “ინფო რუსთავს” ცენტრალურ საავადმყოფოში განუცხადეს, ერთ-ერთი დაშავებულს ჩატარდა ოპერაცია, თუმცა 61 წლის მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა. 4 პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, […]
თბილისში, პეკინის გამზირზე, 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა
რუსთავში მანქანა ამოტრიალდა – ვიდეო
ცოტა ხნის წინ რუსთავში, მეგობრობის გამზირზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. “ტოიოტა ფიტი”-ის მარკის ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, შუა გამყოფ ზოლს შეეჯახა და ამოტრიალდა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია, დაშავებული კლინიკა “რუსთავშია” გადაყვანილი, სადაც ამ დროისთვის შესაბამისი გამოკვლევები უტარდება. ავტოსაგზაო შემთხვევის გამო მეგობრობის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა ცალმხრივად შეზღუდულია. https://www.facebook.com/inforustavi/videos/978354832314462/
ქვემო ფონიჭალაში ბმვ ნისანს დაეჯახა – დაშავდა 4 ადამიანი
რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა. თვითმხილველთა განცხადებით, თბილისიდან რუსთავის მიმართულებით მაღალი სიჩქარით მოძრავი ბმვ-ს მარკის ავტომობილი, რომელშიც სამი კაცი იმყოფებოდა, საპირისპირო მიმართულებით გადავიდა და ნისან-ის მარკის ავტომობილს შეეჯახა, რომელსაც ახალგაზრდა ქალი მართავდა. ავტოსაგზაო შემთხვევა დაახლოებით 10 საათზე მოხდა ქვემო ფონიჭალის გზის იმ მონაკვეთზე სადაც ახლა საგზაო სამუშაები მიმდინარეობს. დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს.
ბათუმში კორპუსიდან გადმოვარდნილი ბავშვი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული
ბათუმის ბულვარში, მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდნილი 13 წლის მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ექიმების განცხადებით, იგი ხელოვნურ სუნთქვის აპარატზეა მიერთებული. 13 წლის ბიჭი დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა, მას ძირითადად თავის ტრავმები აღენიშნება. სამედიცინო ცენტრის ექიმის, ნაირა ფარტენაძის ინფორმაციით, ბავშვი მოთავსებულია კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში, მიმდინარეობს მეთვალყურეობა, მონიტორინგი და შესაბამისი მკურნალობა. პირველი
ავარია რუსთავში – ქმარი ცოლს დაეჯახა
ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში, ლეონიძის ქუჩაზე დაახლოებით 23 საათზე მოხდა. არსებული ინფორმაციით “ნისანი”-ს მარკის ავტომობილი 21 წლის გოგოს დაეჯახა. საჭესთან დაშავებულის ქმარი იმყოფებოდა, სწორედ მან გადაიყვანა ცოლი “კლინიკა რუსთავში”. მძღოლი “ინფო რუსთავთან” აცხადებს რომ ცოლს ავტომობილი ლეონიძის ქუჩაზე ერთერთ მაღაზიასთან გაუჩერა და მანქანის პარკირება გადაწყვიტა, როდესაც გოგონას ბორდიურზე ასვლილსას ფეხი აუცდა, ჩამოვადა და სწორედ მაგ დროს […]
ბათუმში მშენებარე კორპუსიდან 13 წლის ბიჭი გადმოვარდა
ბათუმში მშენებარე კორპუსიდან 13 წლის ბიჭი გადმოვარდა. დაშავებული სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ბათუმის დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრში გადაიყვანა. არსებული ინფორმაციით, დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და იგი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია მოთავსებული. მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სასმართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე, ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს. ნიუპოსტი







