კატეგორია: შემთხვევა

პოლონეთში პოლიციამ საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნა

გამოცემა Dziennik Lozki-ს ინფორმაციით, პოლონეთის ქალაქ ზგერჟში პოლიციამ საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნა. გამოცემის ცნობით, სემთხვევა, 23 თებერვლის ღამეს პატრულირებისას მოხდა, რა დროსაც პოლიციამ ერთ-ერთ რაიონში არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ადამიანების ჯგუფი შეამჩნია, მათთან მივიდა და საბუთების წარმოდგენა მოთხოვა. რასაც ჯგუფი არ დაემორჩილა და მათ ქვები ესროლა. ინციდენტის დროს პოლიციამ რამდენჯერმე გაფრთხილების მიზნით გაისროლა, შემდეგ […]

რუსთაველის გამზირის N32–ში ხანძარი გაჩნდა – მაშველებმა მოხუცი ქალი გამოიყვანეს

რუსთაველის გამზირის N32–ში ხანძარი გაჩნდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოდან აცნობეს, ადგილზე ორი სახანძრო–სამაშველო ბრიგადა იმყოფებოდა. ცეცხლი 10–15 კვ. მეტრ ფართობზე გავრცელდა და შეკიდული ჭერი დაიწვა. მაშველებმა შემთხვევის ადგილიდან მოხუცი ქალი გამოიყვანეს. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.

ბათუმში რამდენიმე ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა – 2 პირი დაშავდა

ბათუმში, ბახტრიონის ქუჩაზე რამდენიმე ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად დაშავდა 2 პირი, რომლებიც ბათუმის რეფერელურ საავადმოყოფოში არიან გადაყვანილი. “ნიუპოსტი” დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.

ავარია დიდ დიღომში – დაშავებულია 2 ადამიანი

თბილისში, დიდ დიღომში მსუბუქი ავტომობილი 2 ადამიანს დაეჯახა, რომლებიც საავადმყოფოში არიან მოთავსებული. როგორც “ნიუპოსტს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს.

სენაკში მანქანამ მოხუცი ველოსიპედისტი მოკლა

მსხვერპლით დასრულდა სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ თეკლათის გზაზე მომხდარი ავარია. თვითმხილველთა თქმით, “ოპელის” მარკის ავტომანქანა ველოსიპედით მოძრავ 70 წლის მამაკაცს დაეჯახა. კაცი ადგილზე გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო,რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ვაზისუბანში ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

თბილისში ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ცეცხლი ვაზისუბნის მეორე მიკრო რაიონში, მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში გაჩნდა. რუსთავი2-ის ინფორმაციით, მაშველებმა ოთახში 60 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. სავარაუდოდ, ის დაკვამლიანების ნიადაგზე გაიგუდა

ქმარმა Playboy-ის მოდელი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა

Playboy-ის ყოფილი მოდელი, მოლდოველი მომღერალი 31 წლის ანასტასია ჩეტაკი ქმარმა მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა. პოლიციამ ქალის გვამი, კიშინიოვში მოდელის ბინაში იპოვა. როგორც პოლიციამ განაცხადა, ჩეტაკი ქმარმა ალეკ სეი მიტაჩიმ მოკლა, შემდეგ კი მეოთხე სართულიდან გადახტა. სახლში იყო მათი 3 კვირის ჩვილიც, რომელიც საავამყოფოში გადაიყვანეს. მომხდარის მოტივი და სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

ორბელიანის მოედანზე, ქუჩაში გარდაცვლილი კაცი იპოვეს

თბილისში, ორბელიანის მოედანზე, ქუჩაში გარდაცვლილი შუა ხნის კაცი იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს

ყოფილ კიროვის ქარხანაში ძლიერი ხანძარია

დიდუბეში ე.წ. კიროვის ქარხანა იწვის. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ლეიბებისა და ლამინატის საწყობს უკიდია. ადგილზე 18 სახანძრო-სამაშველო ჯგუფია მობილიზებული. ამ ეტაპზე უცნობია, თუ რა ფართობზეა გავრცელებული ხანძარი. “ხანძარი კრილოვის ყოფილი ქარხნის ტერიტორიაზეა გავრცელებული. ადგილზე მუშაობს 15 სახანძრო, 2 სამაშველო ჯგუფი და 1 სპეციალური ტექნიკა კიბით”, – განუცხადეს “ინტერპრესნიუსს” საგანგებო სიტუაციების სამსახურში.

კახეთში მანქანა ხევში გადავარდა – 1 ადამიანი დაიღუპა

მსხვერპლით დასრულდა კახეთში, ფშაველი-აბანო-ომალოს დამაკავშირებელ გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა. თვითმხილველთა ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან ხევში გადავარდა. ახალგაზრდა მამაკაცი სასწრაფო დახმარების ბრიგადას გარდაცვლილი დახვდა, ერთი მგზავრი კი მრავლობითი დაზიანებებით თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე- 5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. […]