ტრაგიკული შემთხვევა მოხდა ქარელის რაიონში, სოფელ მოხისთან, ჰესის ახში მსუბუქი მანქანა გადავარდა, რომელშიც 5 ახალგაზრდა იჯდა. „ნიუპოსტის“ კორესპონდენტის ცნობით, შემთხვევა გუშინ მოხდა. მანქანიდან ორმა პირმა გადმოსვალა შეძლო, სამი კი დაიხრჩო. გარდაცვლილებს შორის ორი ძმაა. როგორც „ნიუპოსტს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 276 მუხლის მეშვიდე ნაწილით მიმდინარეობს.
კატეგორია: შემთხვევა
ფხვნილს ფანტავენ, რომელიც ალდება… – მოვაჭრეები ცეცხლის გაჩენის მიზეზებზე საუბრობენ
ცაბაძის ქუჩაზე წუხელ სავაჭრო ცენტრი “თერგი დაიწვა” . ხანძარი, ღამე, დაახლოებით, 00:00 საათზე გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის, გიორგი მღებრიშვილის ინფორმაციით, დამწვარია, მინიმუმ, 3000 კვ.მ. ფართობი. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ამ დრომდე ობიექტებზე მომუშავე პირებს არ ეძლევათ საშუალება, შევიდნენ და ნახონ საკუთარი პროდუქცია, რადგან ტერიტორიაზე კვლავ ძლიერი დაკვამლიანებაა. შემთხვევის ადგილას იმყოფებიან მოვაჭრეები, რომლებიც დაუდევრობით […]
ბაზრობა „თერგის“ ტერიტორიაზე კვლავ ძლიერი დაკვამლიანებაა – ვიდეო
ბაზრობა “თერგის“ სახურავზე კვლავ ძლიერი დაკვამლიანებაა. ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ სახანძრო-სამაშველო ბრიგადები. ტერიტორია ყვითელი ლენტითა და რკინის ჯებირებითაა შემოსაზღვრული. მოვაჭრეებს ამ ეტაპზე შენობაში შესვლის საშუალება არ ეძლევათ. ცაბაძის ქუჩაზე, ბაზრობა „თერგში“ ხანძარი დაახლოებით წუხელ ღამის 12:00 საათისთვის გაჩნდა. ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. ცეცხლის ლოკალიზება რამდენიმე საათში მოხერხდა. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა თბილისის მერი კახა კალაძე […]
გიორგი მღებრიშვილი: სავაჭრო ცენტრ „ქალაქის გულში“ მინიმუმ 3.000 კვადრატული მეტრის ფართობი დაიწვა
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის, გიორგი მღებრიშვილის ინფორმაციით, სავაჭრო ცენტრ „ქალაქის გულში“ მომხდარი ხანძრის შედეგად დამწვარია მინიმუმ 3.000 კვადრატული მეტრის ფართობი. როგორც მღებრიშვილმა შემთხვევის ადგილზე ჟურნალისტებს განუცხადა, ზუსტი ციფრები დამწვარ ფართობთან დაკავშირებით სავარაუდოდ დღეს იქნება ცნობილი. მისივე ინფორმაციით, ხანძრის შედეგად დამწვარია შენობის მესამე სართული, ასევე მეორე სართულისა და ავტოფარეხის ნაწილი. „მინდა დიდი მადლობა გადავუხადო თითოეულ […]
დიდუბეში თერგის ბაზრობა იწვის
ყვარელში 10 წლის ბავშვს რკინა დაეცა და მოკლა
ხანძარს სამეგრელოში 41 წლის მამაკაცი ემსხვერპლა
ხანძარს სამეგრელოში ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ცეცხლი სოფელ თარგამულში, ქირიების სახლში გაჩნდა. წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცი, რომელიც სახლში მარტო იმყოფებოდა ნასვამი იყო. ხანძარი მეზობლებმა შენიშნეს და სახანძრო ბრიგადა გამოიძახეს. ადგილზე მობილიზებული იყო სამი ეკიპაჟი, თუმცა მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ცეცხლმა მთლიანად გაანადგურა ხის სახლი. გარდაცვლილი 41 წლის ჯონი ქირიაა.
ავარია რუსთავში – 2 მანქანა ერთმანეთს შეეჯახა
რუსთავში, თოდრიას ქუჩაზე ცოტა ხნის წინ, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს ,,მაზრადასა” და ,,როვერის” მარკის მსუბუქი ავტომანქანები შეეჯახა. შეჯახების შედეგად ერთ-ერთი ავტომობილი, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ტროტუარზე ინერციით ავარდა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა. წინასწარი ინფორმაციით, ორმა ადამიანმა მსუბუქი დაზიანებები მიიღო. ინტერპრესნიუსი
ზუგდიდის რაიონში ხანძარს 35 წლის კაცი ემსხვერპლა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ თარგამულში ხანძარს 35 წლის კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ერთსართულიან ფიცრულ სახლს ცეცხლი გვიან ღამით გაუჩნდა და დამწვარია 120 კვ.მ.-ზე მეტი ფართი. სახლში შუახნის კაცი მარტო იმყოფებოდა. ადგილზე მობილიზებული იყო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და მეხანძრე-მაშველები. ცხედარს უკვე ჩაუტარდა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას […]
თბილისში სანაპიროზე მანქანა ამოტრიალდა – 3 ადამიანი დაშავდა
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ცოტა ხნის წინ მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე. თვითმხილველთა თქმით, მსუბუქი მანქანა ამოტრიალდა, შედეგად კი 3 ადამიანი დაშავდა. ისინი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. როგორც „ნიუპოსტს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.








