კატეგორია: შემთხვევა

“რაღაცით გააღო ფანჯარა” – თსსუ-ის კლინიკიდან პაციენტი გადახტა

"რაღაცით გააღო ფანჯარა" - თსსუ-ის კლინიკიდან პაციენტი გადახტა

თსსუ-ის საუნივერსიტეტო კლინიკის მე-5 სართულიდან 65 წლის კოვიდ პაციენტი გადახტა. პირველი საუნივერსიტეტო საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი, ლალი ტურძელაძის ინფორმაციით, კლინიკაში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. “რაღაცით გააღო ფანჯარა და გადახტა. პალატაში ორნი იყვნენ. ერთი გაეწერა, ეს დარჩენილი იყო”,- აღნიშნავს ტურძელაძე “ტვ პირველთან”. მისივე ინფორმაციით, პაციენტი კლინიკას ხვალ დატოვებდა. ამასთან, როგორც ის აღნიშნავს, პაციენტს “კარგი ანალიზები ჰქონდა და მდგომარეობიდან […]

საბურთალოზე სასტუმრო გაზით აფეთქებას გადაურჩა

თბილისში თემქაზე 27 წლის ქალი გაზით გაიგუდა

საბურთალოზე მდებარე ერთ-ერთი სასტუმრო გაზით აფეთქებას გადაურჩა. „თბილისი ენერჯის” ინფორმაციით შენობის ბოლო სართულზე სამზარეულოში უყურადღებობის გამო, გაზქურის ონკანი გახსნილი დატოვეს და მთელ შენობაში გაზის სუნი იგრძნობოდა. როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, 114-ის სწრაფი რეაგირების ოპერატიული მოქმედებით, შენობაში მყოფი ადამიანები ტრაგედიას გადაურჩნენ. კომპანია მომხმარებლებს აფრთხილებს, ყურადღება გამოიჩინონ გაზის დანადგარებთან და დაიცვან უსაფრთხო მოხმარების წესები.

ვანში გზა ჩაინგრა

ვანში გზა ჩაინგრა

ვანში მეწყერმა გზა დააზიანა. დაზიანებულია ვანი-სულორის დამაკავშირებელი გზის დაახლოებით, 200-მეტრიანი მონაკვეთი. ადგილზე სპეციალისტები მუშაობენ, მიმდინარეობს მონაკვეთის დათვალიერება და მდგომარეობის შესწავლა. შესაბამისი სამუშაოები ხვალიდან დაიწყება. ძლიერი დაზიანების გამო, აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

ხანძარი დიდ დიღომში

ხანძარი დიდ დიღომში

დიდ დიღომში ხანძარია. ცეცხლი მეოთხე და მესამე მიკროს შორის არსებულ ტერიტორიაზე გაჩნდა და ხმელ ბალახს მოედო. ადგილზე რამდენიმე სახანძრო ბრიგადა მუშაობს. რუსთავი 2

მთაწმინდაზე სკუტერით მოძრავი 13 წლის ბავშვი დაიღუპა

მთაწმინდაზე სკუტერით მოძრავი 13 წლის ბავშვი დაიღუპა

მთაწმინდაზე ავარიას 13 წლის ბავშვი ემსხვერპლა. მოზარდს ავტომობილი დაეჯახა, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, მოზარდი სკუტერით გადაადგილდებოდა, რის დროდსაც ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მთავარი

თბილისი-ზუგდიდის მიკროავტობუსი ხაშურში ბორდიურს შეეჯახა – დაშავებულია 14 ადამიანი

ავარია ხაშურში – დაშავებულია 14 ადამიანი. არსებული ინფორმაციით, თბილისიდან ზუგდიდში მიმავალი მიკროავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ბორდიურს შეეჯახა, შემდეგ კი გზიდან გადავარდა. ავარიის სავარაუდო მიზეზად გადაჭარბებული სიჩქარე სახელდება. მომხდარის შედეგად დაშავებულები თბილისში, სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში არიან მოთავსებული. მათ მოტეხილობები და დაჟეჟილობები აღენიშნებათ. ზოგიერთს ტვინის შერყევა აქვს მიღებული.

“მთავარი ადამიანის სიცოცხლეა” – დავით პირადაშვილმა სხვისი ცეცხლმოკიდებული მანქანა გადაარჩინა

"მთავარი ადამიანის სიცოცხლეა" - დავით პირადაშვილმა სხვისი ცეცხლმოკიდებული მანქანა გადაარჩინა

9 თებერვალს ფეისბუქზე გავრცელდა თბილისში გადაღებული ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ ცდილობს მძღოლი საკუთარი მანქანით მეორე ავტომობილის ცეცხლმოკიდებული სივრციდან გაყვანას, რომელსაც ასევე ცეცხლი უკიდია. ამ ტერიტორიაზე ბევრი ადამიანი გადაადგილდება. იქვეა მაღაზიები, სამრეცხაო, მეტრო, სამარშრუტო ტაქსების გაჩერება და სხვა ობიექტები. ამ კადრების მთავარი გმირი 45 წლის დავით პირადაშვილია, რომლის სწრაფმა რეაგირებამაც “ტოიოტა პრიუსის” ფირმის ავტომანქანა სრულად დაწვას, ან უკიდურეს […]

ხანძარი მეტროსადგურ უნივერსიტეტთან გაჩნდა

ნაძალადევში სახლი დაიწვა

ხანძარი სანდრო ეულის ქუჩაზე – ცეცხლი უნივერსიტეტის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩნდა. ხანძარი, რომელიც ხის მასალებს გაუჩნდა, ახლოს მდგარ ავტომობილზეც გავრცელდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ელიავას ბაზრობაზე ძლიერი ხანძარია

ფეიქრების ქუჩაზე ხანძარია

ხანძარი ელიავაზე – არსებული ინფორმაციით, ცეცხლი სამშენებლო მასალების მაღაზიას „არჩევანს” გაუჩნდა. ამ დროისთვის ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. მასალის გამოყენების პირობები