ვანში გზა ჩაინგრა

ვანში გზა ჩაინგრავანში მეწყერმა გზა დააზიანა. დაზიანებულია ვანი-სულორის დამაკავშირებელი გზის დაახლოებით, 200-მეტრიანი მონაკვეთი.

ადგილზე სპეციალისტები მუშაობენ, მიმდინარეობს მონაკვეთის დათვალიერება და მდგომარეობის შესწავლა.

შესაბამისი სამუშაოები ხვალიდან დაიწყება. ძლიერი დაზიანების გამო, აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.