ჟინვალში მომხდარი ტრაგიკული ავარიის შედეგად რომელსაც დედა-შვილი ემსხვერპლა, კიდევ ერთი პირი, ახალგაზრდა მამაკაცი შეეწირა. გარდაცვლილი ერთ-ერთი დაშავებული მგზავრია რომელიც კლინიკაში მიყვანისას გარდაიცვალა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულია კიდევ 5 მგზავრი, რომელთაგან 3 არასრულწლოვანია. დაშავებულთა შორის მოლდოვას მოქალაქეები არიან. ავარიას ჟინვალში დაახლოებით 1 საათის წინ მოხდა, არსებული ინფორმაციით ავტობუსი, რომელსაც მგზავრები გუდაურის მიმართულებით გადაჰყავდა წყალსაცავში გადავარდა. ამ […]
კატეგორია: შემთხვევა
ავარია წყალტუბო-ქუთაისის გზაზე – 1 ადამიანი დაიღუპა
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა წყალტუბო-ქუთაისის გზაზე, რის შედეგადაც ერთი ადამიანი გარდაიცვალა, რამდენიმე კი დაშავდა. დაშავებულების მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
“ხეს შეასკდნენ, გიორგი და ანრი ადგილზე დაიღუპნენ” – ტრაგედია ბაღდათში
28 დეკემბერს გამთენიისას უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა ბაღდათში. მომხდარ ავარიას ორი ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ავტომობილი ხეს შეეჯახა და მაქანაში მყოფი ორივე ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა. გლოვობენ გარდაცვლილებს და მათზე საუბარი ადგილობრივებს წარსულ დროში ძალიან უჭირთ. ტარიელ ყიფიანი, მერის წარმომადგენელი სოფელ დიმში: “არ ვიცი რა ვთქვა, სიტყვები არ მყოფნის. ადგილობრივები არიან გარდაცვლილი ბიჭები, გიორგი სიჭინავა […]
ჟინვალთან მიკროავტობუსი ხევში გადავარდა – დედა-შვილი დაიღუპა
ავტოსაგზაო შემთხვევა მცხეთა-სტეფანწმინდა ლარსის მონაკვეთზე მსხვერპლით დასრულდა. დაღუპულია ორი ადამიანი. დედა-შვილი, რომლებიც ბულგარეთიდან იყვნენ ჩამოსულები. რაც შეეხება მომხდარს არსებული ინფორმაციით, მიკროავტობუსს მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა, რის გამოც ის გზიდან ხევში გადავარდა. წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულია სამი ადამიანი. როგორც “მთავარი არხის” ვებგვერდს შსს-ში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო. ადგილზე შესაბამისი სამსახურებია მობილიზებული.
ბაღდათთან ავარიაში 2 ახალგაზრდა დაიღუპა
28 დეკემბერს ბაღდათთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომელსაც ორი ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამასთან, შემთხვევის შედეგად არიან დაშავებულებიც. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილითაა დაწყებული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ლაგოდეხში ავარიაში ქალი დაშავდა
ახალგაზრდა ქალი დაშავდა მძიმედ, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში. შემთხვევა სოფელ შრომაში 28 დეკემბერს მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. ძლიერი შეჯახების შედეგად, სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღო ახალგაზრდა ქალმა, რომელიც ავტომანქანას მართავდა. მძიმე მდგომარეობაში მყოფი დაშავებული თბილისის ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 276- ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების […]
რუსთავში ჰიუნდაი ლექსუსს დაეჯახა
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავში. “ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით აღმაშენებლის გამზირზე “ჰიუნდაისა” და “ლექსუსის” მარკის ავტომობილები ერთმანეთს დაეჯახნენ, “ლექსუსის” მარკის ავტომობილი ინერციით ბორდიურზე ავარდა, ამოტრიალდა და გაჩერებულ “ტოიოტას” მარკის ავტომობილს დაეჯახა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი. ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა. ინფო რუსთავი
ბათუმში ბინაში ცეცხლი გაჩნდა
ხანძარი იყო ბათუმში -ცეცხლი კობალაძის ქუჩაზე მრავალსართულიანი კორპუსის მე-10 სართულზე გაჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით ხანძრის გამომწვევი მიზეზი ელექტრო ლეიბი გახდა. ცეცხლის გაჩენის მომენტში ბინაში 17 წლის მოზარდი 2 მცირეწლოვან და-ძმასთან ერთად იმყოფებოდა.ხანძრის შედეგად 17 წლის მოზარდმა ტერფის მსუბუქი დამწვრობა მიიღო. მას ადგილზევე აღმოუჩინეს დახმარება. ხანძრის ლოკალიზება მალევე მოხდა. ადგილზე 3 სახანძრო ბრიგადა მუშაობდა. რუსთავი 2
22 წლის გოგონა გაზის გაჟონვის გამო გარდაიცვალა
თბილისში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად 22 წლის გოგო გარდაიცვალა. „თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, შემთხვევა დიდუბეში მოხდა. „გაზის გაუმართავი გამათბობლის გამო 22 წლის გოგო გარდაიცვალა. იყავით ძალიან ყურადღებით, არ დატოვოთ უყურადღებოდ გაზის დანადგარები. გაუფრთხილდით თქვენი ოჯახის და მეზობლების სიცოცხლეს“, – მიმართავს კომპანია მოსახლეობას. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება “სისხლის სამსართლის კოდექსის” 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო.
აფეთქება გლდანში – 5 ადამიანი დაშავდა
რამდენიმე წუთის წინ უყურადღებოდ, ღიად დატოვებული გაზქურის გამო აფეთქება მოხდა გლდანში, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისი ენერჯი ავრცელებს. „ხუთი ადამიანი დაშავდა ამ შემთხვევის დროს. საბედნიეროდ, ყველა გადარჩა. ოჯახში იყო ორი მცირეწლოვანი ბავშვი. გთხოვთ მაქსიმალურად ყურადღებით იყავით. არ დატოვოთ უყურადღებოდ გაზის დანადგარები. გაუფრთხილდით თქენი ოჯახის და მეზობლების სიცოხლეს“, – ნათქვამია განცხადებაში.